კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუშიშვლა მკერდი ქალებს ანა მოლინარიმ


უდიდესი იტალიური მოდის სახლის ისტორია ერთმა ჩვეულებრივმა ცოლ-ქმარმა დაიწყო, როდესაც მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ სამოსი, რომელსაც გააერთიანებდნენ ბრენდად, სახელწოდებით „ბლუმარინი“, საყვარელი ფერის გამო. დრო გავა და ანა მოლინარი და ჯანპაულო ტარაბინი სხვა მოდის სახლსაც შექმნიან, რომლის კრეატიული დირექტორიც ასევე ანა მოლინარი იქნება და მისივე სახელი დაერქმევა, თუმცა პრიორიტეტად ალბათ ყოველთვის „ბლუმარინი“ დარჩება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ქალურ, ნაზ, ფერად და საინტერესო კოლექციებს ქმნის. განსაკუთრებით მიმზიდველი მაინც „ბლუმარინის“ ქალის თეთრეულია. სექსუალური, მადის აღმძვრელი, ვნებიანი ქალბატონები „ბლუმარინის“ მაქმანებიან საცვლებში გამოწყობილი მრავლისმნახველ იტალიელ მამაკაცებსაც კი გონებას აკარგვინებდნენ. 1977 წელს დაწყებული ისტორია იმით დამთავრდა, რომ დღესდღეობით „ბლუმარინი“ მთელი ევროპის მასშტაბით „ლაქშარი“ ბრენდად მიიჩნევა, რომლის სამოსიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. ისტორიას გადასარევად ახსოვს „ბლუმარინის“ ერთგვარი შეფასება, რომელიც მთელ მის ბიოგრაფიას რეფრენივით გასდევს. ის შეიქმნა გოგონასთვის, რომლისთვისაც არ არსებობს ძალიან მოკლე კაბა და ძალიან დიდი ბრილიანტი. სადღაც ღრმად, გულში, ყველა ჩვენთაგანი ასეთია, თუმცა, საშუალება იმისა, რომ თუნდაც მოახლოებული ახალი წლის ღამეს „ბლუმარინის“ შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან ძალიან თხელი, ნაზი და ფერადი კაბა შეიძინოს, ცოტას თუ აქვს. მაგრამ, იმ ტენდენციების გათვალისწინება, რომელიც ანა მოლინარიმ პოდიუმზე წარმოგვიდგინა, ურიგო ნამდვილად არ იქნება.

შემოდგომა-ზამთრის 2010 წლის კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე „ბლუმარინიმ“ 2009 წლის გაზაფხულზე წარმოადგინა. კრიტიკოსებმა უამრავი ვარიაცია მოუძებნეს მოლინარის მიერ ახალი კოლექციის თემად უორჰოლის შემოქმედების გამოყენებას. პოდიუმის უკანა ხედიც კი უორჰოლის ცნობილი ნახატის „გაპლაკატებული“ ვერსიით იყო დაფარული. ისიც კი აღინიშნა, რომ ანა მოლინარიმ ფსევდო-უორჰოლის სტილში საკუთარი თავი წარმოადგინა, მაგრამ არცთუ ისე წარმატებულად. სეზონის ყველაზე აქტუალური ტენდენცია, „ბლუმარინის“ მიხედვით, ლეოპარდის ლაქებია. ლეოპარდის ლაქების სტილში იყო შესრულებული თითქმის ყველა კოსტიუმი, დაწყებული სეზონური მანტოებიდან, დამთავრებული შარვლითა და „კლაჩით“, რომელიც სეზონის ნამდვილი ჰიტია. სადაც არ უნდა მიდიოდეთ, როგორც არ უნდა გეცვათ, იქნება ეს საღამოს გლამურული კაბა, საქმიანი კოსტიუმი თუ ქურქი, ჩანთის ნაცვლად უპირატესობა შესაფერის „კლაჩს“ უნდა მიანიჭოთ. მაგრამ, თუ სეზონზე ერთი შავი ან ნაცრისფერი ჩანთა საკმარისი იყო, „კლაჩის“ შემთხვევაში არჩევანი ფართო უნდა გვქონდეს: ფერადი, ტყავის ერთ ფერში, ბისერებითა და მბზინავი თვლებით გაფორმებული, ვერცხლისფერი და, უბრალოდ, შავი „კლაჩი“ – ეს სეზონის გარდაუვალი აუცილებლობაა.

„ლეოპარდისეული“, მტაცებელი ქალების გარდა, ანა მოლინარიმ რამდენიმე კლასიკურ კოსტიუმში გამოწყობილი ქალის სახეც გვაჩვენა. კლასიკურად ნაკერ ნაცრისფერ პალტოში, შავ როლინგსტონსა და კლასიკურ ქვედაბოლოში გამოწყობილი, სადად დავარცხნილი ქალი „ბლუმარინიმ“ ფერადი კოლექციის საპირწონედ დააყენა პოდიუმზე.

ჩვენება, რა თქმა უნდა, პრეტ-ა-პორტე სტილში გაიმართა, ალბათ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ პოდიუმზე ჯინსში გამოწყობილი რამდენიმე მოდელიც გამოჩნდა. „ბლუმარინის“ ტენდენციებით ჯინსი ელასტიკივით ტანზე მომდგარი და მეტალის ბევრი ელემენტითაა გაფორმებული. წელს არა მარტო „ბლუმარინთან“, ზოგადი ტენდენციების მიხედვითაც, მეტალის სამკაულები, ჯაჭვები და გრძელი მძივებია მოდაში, რაც ანა მოლინარისაც უხვად ჰქონდა გამოყენებული. საინტერესო იყო ლეოპარდის ტყავისებური, ტანზე მომდგარი შარვალი, რომლის ზემოდან მოდელს ასეთივე ქსოვილისგან შეკერილი პიჯაკი ეცვა. გახსნილი პიჯაკის ქვეშ კი, შიშველი მკერდი და ლამაზი მძივები მოუჩანდა. არ ვიცი, რამდენად სასარგებლოა „ღორის გრიპის“ პიკის დროს მოშიშვლებული მკერდით სიარული, მაგრამ მძივების ჩამოკიდება რომ ნამდვილად მოგაკერებთ მოდურად ჩამცმელის სასურველ იარლიყს, ეს ეჭვს გარეშეა.


скачать dle 11.3