ახალი კლიპის პრეზენტაცია კლუბ “თამარიონში„
25 დეკემბერს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მამულის“ (ხელმძღვანელი – ზაურ პაპიაშვილია), სოლისიტის, მარიამ ბზეკალავას კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. საინტერესოა, რომ კლიპში ცეკვა „კინტოურს“ თავად გოგონა ასრულებს, მუსიკალური გაფორმება კი „ქსოვრელებს“ ეკუთვნით. კლიპის პრეზენტაციას თითქმის მთელი ქორეოგრაფიული ელიტა ესწრებოდა. თამადის ამპლუაში არაჩვეულებრივი იყო გივი სიხარულიძე, საღამოს კი პოეტი ნანა ცინცაძე უძღვებოდა. მარიამს ყველამ წარმატება უსურვა.