კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მზე რომ ჩავიდა, ენდი ამოვიდა


უფასო „მასოვკა“

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს მიღებული იარები იმის იმედით მოვიშუშეთ, რომ ოკუპანტებზე ჯავრს ჰოლივუდური ბლოკბასტერი იყრის. ამიტომაც იყო, რომ სრულიად საქართველო ისე მიეგება ენდი გარსიას, თითქოს თავად მზე ჩამოვიდა თავისი ფეხით რუსთაველის გამზირზე. თავი დედაქალაქის მერიამაც მოიქაჩლა და იმ ღამით, როდესაც მზე-ენდის უნდა ეთამაშა, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებიდან პარლამენტისკენ დამატებითი ყვითელი ავტობუსები დანიშნა, მეტროპოლიტენს კი სამუშაო საათები ღამის პირველ საათამდე გაუხანგრძლივა. ოფიციალური ვერსიით, იმის გამო, რომ ცნობისმოყვარე და „ჰოლივუდის“ მოყვარულ თბილისელებს იქნებ თვალი მაინც შეევლოთ მთლად ენდისთვის თუ ვერა, მისი ჩრდილისთვის მაინც (მზე ხეირიანად არც კი იყო ამოსული, საერთო მაუწყებლები რომ მოუწოდებდნენ თბილისელებს, მოდით, მოდით, მზე რომ ჩავა, ენდი უნდა ამოვიდესო). მაგრამ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ამ მოწოდებას (და პარლამენტთან ხალხის შეყრას) მეტად კონკრეტული მიზანი ჰქონდა: მასობრივი სცენა იყო გადასაღები, რათა ექვსი (ერთი – ჩვენი, ხუთი – სხვისი) პრეზიდენტის ხალხთან გამოსვლის ისტორიული კადრი გაცოცხლებულიყო. ხოლო, რაკი „მასოვკის“ გადაღებაც ფული ჯდება, როგორც ჩანს, მთავრობამ ამ ფანდით თანხა დაზოგა და ამ სცენას მხოლოდ ყვითელი ავტობუსების ხარჯით გადარჩა. თუმცა მხოლოდ ამით არ დაუზოგავთ ფული: გადასაღებ მოედანზე ჩვენმა მეოთხე ბრიგადამაც გაიბრწყინა. ასე გვითხრეს, ომის სცენები გავაცოცხლეთო. უფრო ადრე ქართველი ჯარისკაცები ვენახებს შეასიეს (ოფიციალური ვერსიით, გლეხებს მივახმარეთ ყურძნის მოსავლის აღებაშიო). მოკლედ, თუ ომში ვერ ვივარგეთ, ფილმში გადასაღებად და ყურძნის დასაბინავებლად, ცხადია, მზად ვართ!




скачать dle 11.3