კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასამდა


ოკუპანტებს, რომლებიც კვლავაც მყარად არიან გამაგრებული აფხაზეთსა და შიდა ქართლის ჩრდილოეთში, ზედაც ახალგორსა და კოდორის ხეობაში, თავდაპირველად, უმცროსი ლეიტენანტი, გვარად გლუხოვი გამოექცათ (რუსულ ჯარში გამეფებული მძიმე ყოფა ვერ აიტანაო). ქართულმა უწყებებმა მყისიერი რეაქცია მისცეს და რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გლუხოვი ქართულ ტელეეთერებს ხაშლამასავით ჩამოატარეს. ქართველ კოლეგებს ოპერატიულობით არც ჩრდილოელები ჩამორჩნენ: თავდაპირველი ვერსიით, უმც. ლეიტენანტი გლუხოვი გატაცებულად გამოაცხადეს და მისი სასწრაფოდ უკან დაბრუნება მოითხოვეს. ბუნებრივია, ქართულმა მხარემ ამ მოთხოვნა-შემოთავაზებას ვაჟას სტილში უპასუხა (უპასუხა, რადგან შიგადაშიგ ახსენდება, ვისი გორისაა): დღეს სტუმარია ეგ ჩემიო (ან კი სხვაგვარად როგორ უპასუხებდა, როდესაც განათლების სისტემა ისეა გამორეფორმირებული, ჩინოვნიკებს რუსთაველი ორბელიანში ერევათ, ჩოხელი – პეტრიაშვილში). ასე იყო თუ ისე, ლეიტენანტი გლუხოვი (რომელიც აქეთა მხარეს ცალ-ცალი კალოშით გადმოვიდა, ჩვენი ძალოვანების ხელში კი ჯეიმს ბონდს დაემსგავსა) ჩვენ დაგვრჩა. მეტიც, არათუ დაგვრჩა, მოგვიანებით მის კვალს კიდევ ორი რუსიც გადმოჰყვა (არტემიევი და ხრიპუნი) და ჩვენი სიხარულიც გასამდა, იმიტომ რომ „… გერმანელი მოვიდა, მათხოვარი გერმანელი და პური გვთხოვა“.


скачать dle 11.3