კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაშხამებული სამსალა


მართალია, გასულ წელს საერთო მაუწყებლებს ამაზე კრინტიც არ დაუძრავთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: „თანასწორობის ინსტიტუტმა“ პრეზიდენტს იაპონურ რესტორანში ვახშამი ჩააშხამა. რაოდენ გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, მეორე დღეს ქვეყნის პირველმა პირმა მთავრობის სხდომაზე ის ჩინოვნიკები გაკიცხა, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და ამ ძნელბედობის ჟამს ბიუჯეტის ფულით რესტორნებში ქეიფობენ (რაკი პატიოსან გვამებს კრინტიც არ დაუძრავთ იაპონურ რესტორანში ჩაშხამებულ ვახშამზე, უცნობი დარჩა, ბ-ნმა სააკაშვილმა მოქმედების რომელი პრინციპი აირჩია: „ჩემი შენ გითხარიო“, თუ „თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებააო“). უფრო მეტიც, სრულიად საქართველოს ოფიციოზს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული („აკვაპარკის“ დახურული აუზივით) მასაჟისტი დოროთის თბილისურ ვოიაჟზეც, მხოლოდ ზოგიერთი „ნაციონალი“ შენიშნავს, რომ ღორისა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დოროთისა) არაფერი ვიციო. შესაძლოა, მათ არ იციან (და ვერც დღემდე შეიტყვეს რამე), თუმცა ინტერნეტის მომხმარებელი ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი მასაჟისტი დოროთის ბუშის ქუჩასავით დასურათხატებული ქართული შთაბეჭდილებები. სხვათა შორის, მასაჟისტმა დოროთიმ კენჭები ბ-ნი უგულავას ბოსტანშიც ისროლა (ჭუჭყიანი ქუჩებიაო). ასეა თუ ისე, პრეზიდენტს მასაჟი შერჩა, დოროთის – სოლიდური ჰონორარი. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ მეფე ერეკლე ყოველი ომის შემდეგ აბანოში თავის მექისესთან მიდიოდა, ოღონდ ისიცაა, რომ პატარა კახი მისი ამჟამინდელი და წარმოსადეგი შემცვლელისგან განსხვავებით, ომებს, როგორც წესი, იგებდა (მაშინაც კი, როდესაც მოკავშირეები ღალატობდნენ) და მექისის მასაჟიც დედის რძესავით ერგებოდა, იმიტომ რომ ეკუთვნოდა!


скачать dle 11.3