კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აღიქვა გია ცინაძემ საპირისპირო სქესი და რატომ ჰქონდა მას რამდენიმე წელი სიყვარულის „ფაილი“ დაკარგული


გია ცინაძე მამაკაცების იმ პროცენტულ უმცირესობას მიეკუთვნება, რომლისთვისაც სიყვარული, ურთიერთობები ქალსა და მამაკაცს შორის, არ არის ტიპური და სუფთა „ქართული“, რაც ძალიან ხშირად გვხვდება ოჯახში, ქუჩაში, მეგობრებსა და ახლობლებთან. გიასთვის ქალი სრულფასოვანი მეორე ნახევარია, რომელთანაც იდეალური ბალანსი და ყველაზე დიდი მეგობრობაა საჭირო.


გია ცინაძე: რატომ მელაპარაკები ასე ხშირად სიყვარულზე?! საპირისპირო სქესის აღქმა ჩემს ცხოვრებაში ძალიან პატარა ასაკიდან გაჩნდა, ალბათ, მაშინ ბაღში დავდიოდი. ერთი გოგო მომეწონა და შევატყვე, რომ მაგრად „გავხურდი“.

– ქერა იყო ის გოგო? ბაღში ყოველთვის კულულებიანი და ქერათმიანი გოგოები მოსწონთ.

– არა, არ იყო ქერა და, სხვათა შორის, არასდროს მომწონდა ქერა გოგოები. „არ მომწონდა“ ცოტა უხეში ნათქვამი გამოვიდა, ქერებიც ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ შავგვრემანი გოგოები უფრო მომწონს. ზამთარი უფრო მოგწონს თუ ზაფხული – ეგეთი მომენტია. ასეა ქალებთან დამოკიდებულებაც. რა მოვიმოქმედე და რა გავაკეთე იმ გოგოს ყურადღების მისაქცევად, არ მახსოვს. ერთი მახსოვს, რომ თმას არ ვაწიწკნიდი არავის და არ ვურტყამდი – ამ მეთოდებით არ „ვიბრძოდი“. თავიდანვე კომპლიმენტებს ვეუბნებოდი, სათამაშოების აწყობაში ვეხმარებოდი და მაშინვე ვუტყდებოდი მომწონხარ-მეთქი.

– სერიოზული, დიდი სიყვარული როდის მოვიდა?

– 28 წლის ასაკში. ეს იყო ის, რასაც სიყვარული ჰქვია, გრძნობა, რომელიც თავიდან ბოლომდე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. არა, მანამდე სკოლის ასაკშიც მქონდა სიყვარული, იმ გოგომ ერთხელ ცოცხიც კი ჩამარტყა თავში. არ მახსოვს, რომელ კლასში ვიყავი. ის გოგო მორიგე იყო და კლასს ალაგებდა. უბედნიერესი დავდიოდი, რადგან, როგორც იქნა, მარტო მოვიმწყვდიე და გადავწყვიტე, მეკოცნა. უკნიდან მივეპარე და ვაკოცე.

– ტუჩებში?

– არა, ტუჩებში კოცნას როგორ გავბედავდი. მეგონა, რომ ისიც აღფრთოვანებით შეხვდებოდა ჩემს ამ ნაბიჯს და, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შორის ყველაფერი „გაიასნდებოდა“. პასუხი კი აბსოლუტურად „შოკის მომგვრელი“ მივიღე. მოტრიალდა და ცოცხი ჩამარტყა. მაგრამ, ახლა ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან ეს იყო სიყვარულის თუ მოწონების გამოხატულება. მაინც პატარები ვიყავით, იმ პერიოდში გოგონები გაცილებით მორცხვები იყვნენ, ვიდრე დღეს არიან. მაგრამ, რომ გითხრა, ეს ფაქტი მაგრად „გამიტყდა“-მეთქი – არა.

– ვიცი, რომ საკმაოდ რომანტიკული ხარ, თუმცა, ეს რომანტიკულობა პრაქტიკაში უარყოფითად შემოგიბრუნდა.

– ასეა, მაგრამ, არა მგონია, ამ მხრივ გამონაკლისი ვიყო. მგონი, რომანტიკულობას კარგი არაფერი მოაქვს. გოგო რომ ხედავს, მის გვერდით მყოფი ადამიანი რომანტიკულია, თავს მოდუნების უფლებას აძლევს. არადა, ეს რომანტიკულობა, მით უმეტეს, ბიჭის მხრიდან თუ არის, ძალიან გულწრფელია. გოგომაც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ამ დროს, რადგან ურთიერთობა რომანტიკულ ადამიანთან ყოველთვის მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

– რას გულისხმობ რომანტიკულობაში, როგორ გამოიხატება ეს?

– ჩემთვის რომანტიკულობა არასდროს ასოცირდებოდა საჩუქრების ჩუქებასთან და ყვავილების მირთმევასთან, ეს ნაკლებად მომწონს. რა თქმა უნდა, ეს კარგი ქცევაა, მაგრამ რომანტიკულობა მაინც სხვანაირად გამოიხატება, სხვა ქცევებში. ხასიათით, დამოკიდებულებებით, ოცნებების გაზიარებით. მაგალითად, როდესაც ვიწყებ საუბარს იმაზე, ზაფხული როგორ გავატაროთ, ამაში ჩემი რომანტიკულობა მაგრად „იწვება“ ხოლმე.

– და როგორ გინდა ხოლმე ზაფხულის გატარება?

– „მოდი, ზაფხულში მარტო მე და შენ მთაში წავიდეთ, სულ მარტოები, სტამბულში წავიდეთ, ფეხით მოვიაროთ მთელი ქალაქი და ფოტოები გადავიღოთ“... – ასეთი რაღაცეები მიზიდავს. კარგია ეს, ცუდი კი არ არის, მაგრამ როგორი მომენტია, იცი? როდესაც ამას ამბობ, რა დონეზე ფიქრობ და ოცნებობ. ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანთან გინდა გაატარო შენი ცხოვრების დიდი ნაწილი, თუ მთელი ცხოვრება არა. გამოდის, რომ ძალიან რომანტიკული ხარ. არ მესმის სიტყვები „მიჩვევა“, „შეჩვევა“ და სხვა. თუ ადამიანთან ვარ, იქ უკვე უდიდესი სიყვარულია და მასთან შემიძლია, მთელი ცხოვრება გავატარო.

– რაში ცდებიან ამ დროს ქალები და რატომ არ შეუძლიათ ამ სიყვარულში მთელი ცხოვრების გატარება და ამის დაფასება?

– ჩემს შემთხვევაში მეორე მხრიდანაც იყო საპასუხო გრძნობა, უბრალოდ, რაღაც პერიოდის შემდეგ ეს გაჩერდა. ბოლომდე რატომ ვერ აფასებენ, არ ვიცი, შესაძლოა, ეს გოგოების ბრალი არც იყოს. უბრალოდ, გრძნობებში შენნაირი ტიპი ვერ აღმოჩნდა, ან, შენ გეგონა ეს სიყვარული ძალიან ბედნიერი და ლამაზი, და ყველაფერი კი სხვანაირად ყოფილა.

– ამიტომ ამბობენ მამაკაცები, რომ ქალი არ უნდა გაანებივრო, თორემ „თავზე დაგაჯდებაო“?

– არ უნდა გაანებივრო და ზედმეტი ემოციები არ უნდა დაანახვო უინტელექტო გოგოს, ვინც ცხოვრებაში აქცენტებს სხვა რაღაცეებზე აკეთებს. თუ ანებივრებ, მერე ჰგონიათ, რომ ასეც უნდა იყოს და არასწორ ქცევებს იწყებენ. ვისაც ინტელექტი აქვს, ვინც სიყვარული იცის, რაც უნდა ანებივრო და უდიდეს სიყვარულში აცხოვრო, ეს არ გაათამამებს და არ მიიღებს, როგორც კუთვნილს. სიყვარული მისთვის საჩუქარი იქნება. ადამიანი, რომელიც გულწრფელად გიყვარს, შეგიძლია, დღეში მილიონი რაღაცით გაანებივრო და მან ეს განებივრებად არ მიიღოს. სიმართლე გითხრა, ისეთ გოგოებთან, რომლებიც ჩემს სიყვარულს კუთვნილად მიიღებდნენ, ანუ, „ასეც უნდა იყოს“ გოგოებთან ურთიერთობა არ მქონია და ამაში, საბედნიეროდ, გამიმართლა. ზოგადად, არა მხოლოდ სიყვარულში, უსიყვარულოდაც არ მქონია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა.

– რა გჭირდება იმისთვის, რომ მიხვდე გოგონა როგორია?

– ათი წუთი საუბარი და – მორჩა. შეიძლება, შენ არც ესაუბრებოდე, ისე უსმენდე გოგოს, მიხვდე, რაზე „ხურდება“ და იქვე დაუსვა წერტილი მის მსოფლმხედველობას.

– მაგალითად, როგორ უნდა ახალი წლის გატარება?

– დიახ. (იცინის), ზოგს ისეთი საოცარი, ბანალური სურვილები აქვს ახალ წელთან დაკავშირებით, რომ გაოცებული ვარ. ისე, ამხელა მოღვაწეობის ფონზე, მე მხოლოდ ერთ ახალ წელს მომიწია შეყვარებული ყოფნა (იცინის). მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი, პირდაპირი ეთერი იყო. 12 საათზე დავურეკე და პირდაპირ ეთერში მივულოცე ახალი წელი.

– ძალიან დიდი ხანი არ იყო შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც გიყვარდა.

– გრძნობებისთვის და კარგი ადამიანებისთვის ჩემს ცხოვრებაში ადგილი ყოველთვის არის. მაგრამ, ის ერთი, ვინც ყველაზე მთავარია, რომ შენს ცხოვრებაში იყოს, მართალი ხარ, დიდი, ხანია არ მყოლია. თუმცა, ნებისმიერი ურთიერთობა ქალთან ჩემთვის სიყვარულია, სხვანაირად არ შემიძლია.

– ამ მხრივ ძალიან „არაქართული“ დამოკიდებულება გაქვს გოგონებთან.

– მეტსაც გეტყვი. ის ადამიანი იმის შემდეგ კი არ ხდება ჩემთვის მნიშვნელოვანი, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოდის და რაღაც ურთიერთობა გვაკავშირებს. პირიქით, ზუსტად იმიტომ შემოდის ჩემს ცხოვრებაში, რომ ის ამ ურთიერთობამდე გახდა ჩემთვის ძვირფასი. ვერც კი გავიხსენებ, ოდესმე მქონია თუ არა ურთიერთობა მხოლოდ, წუთიერი სიამოვნების გამო. იმ წუთას ეს სიყვარული იყო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც იმ დღის გაცნობილ ადამიანთან მქონია რაღაც ურთიერთობა, მაგრამ დილით მივმხვდარვარ, რომ ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. თუ ჩვენ შორის ამ ტიპის ურთიერთობა არ გაგრძელდება, ყოველთვის კარგ მეგობრებად ვრჩებით.

– აბა, რატომ აქვთ მამაკაცებს ცოტა ცხოველური დამოკიდებულება ამ საკითხთან, ანუ, თუ ერთი დღის გაცნობილი გოგო შენს საწოლში აღმოჩნდა – ესე იგი, ის არ არის სიყვარულის ღირსი?

– ესეც ინტელექტის პრობლემაა. ელემენტარულ ინტელექტს ვამბობ, ჭკუას ვგულისხმობ და არა განათლებას და მეცადინეობას. მგონია, რომ ეს ჩარჩოები იმდენად მძაფრი აღარ არის, როგორც ადრე იყო. თუ გოგოსთან ურთიერთობას ადვილად მიაღწევენ, ფიქრობენ, რომ ის არ არის პატიოსანი და, თუ მეორე დღეს ისევ ახსოვთ, ისევ გაუჩნდებათ მასთან ყოფნის სურვილი – ეს უკვე ეპრობლემებათ. ძალიან გოიმური ამბავია. მე, პირიქით, ამის გამო უფრო ვაფასებ და მიყვარდება გოგო, რომ თავისუფლად და ზედმეტი კომპლექსების გარეშე უყურებს ცხოვრებას. ის, რომ გრძნობებმა იფეთქა და თავს არ იკავებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. ისე, მამაკაცების მხრიდან ამ დამოკიდებულების გამო უფრო იკავებენ გოგოები თავს თავისუფალი ურთიერთობისგან, რადგან ეშინიათ. გოგოებს კი იმაში ვადანაშაულებ, რომ ნორმალური ადამიანის არჩევა უნდა იცოდნენ. ამიტომ, მე არ მაქვს ურთიერთობა „ცუდ“ გოგოებთან. ცუდ გოგოებში, ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? – სნობებს, სნობურ „დვიჟენიაში“, რომ არიან. ვიღაცას, შეიძლება, როგორ გაეგო ჩემი „ცუდი გოგოები“, იცი? – „ქორწილამდე სექსი რომ აქვს, ის ცუდი გოგოა, აბა რა!“ რა სისულელეა. პირიქით, ასეთი გოგოები კარგები არიან ჩემთვის.

– ისეთი შემთხვევა თუ გქონია, როცა ერთ დღეში ისე გადარეულხარ გოგოზე, რომ შეგყვარებია?

– ერთი ნახვით შეყვარება სწორედ იმ შემთხვევაში იყო, რომელიც მოგიყევით, ის ერთადერთი უდიდესი სიყვარული იყო. ურთიერთობა არ მქონია, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გამომივიდა. მასთან სიყვარულის დამთავრება ძალიან მტკივნეულად გადავიტანე. სიყვარულის დამთავრებაც ცოტა პირობითი რაღაცაა. სულ მეყვარება ჩემი წარსული და სულ იქნება ის ადამიანი ჩემთვის ძვირფასი. რა უნდა მოხდეს, რომ ის ადამიანი ოდესმე ცუდად მოვიხსენიო?!

– ხვდებით ხოლმე ერთმანეთს?

– იშვიათად და ეს შეხვედრები ყოველთვის უბრალო მოკითხვით მთავრდება. დაშორებიდან ერთი-ორი წლის განმავლობაში, მისი ნახვისას მქონდა „გაცივების“ მომენტები, ვერ ვიყავი მშვიდად, მაგრამ ახლა აღარ. გადის დრო და რაღაცეები გირჩება, მიუხედავად ყველაფრისა, მას მაინც უდიდეს პატივს ვცემ და ყველაზე ძვირფას მოგონებად დამრჩა.

– ამის შემდეგ შეყვარების შიში არ გქონდა?

– შიში არა, სურვილი აღარ მქონდა. სიყვარულის „ფაილი“ ჩემს „კომპიუტერში“ გაუქმებული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში აღდგა. ადამიანი მიდრეკილია ამისკენ. თუმცა, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ, თურმე, უდიდესი სიყვარული შემიძლია, კარგი და რომანტიკული.


скачать dle 11.3