კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უსვამს ხაზს ნანუკა ჟორჟოლიანი მეუღლის პიროვნებას და რის მონანიებას ცდილობს ამით


ის ადგა და ჩვენს სახლში მოვიდა, კარი შემოაღო და ოჯახის ნამდვილ წევრად იქცა. ყოველ ოთხშაბათს ნანუკა ჟორჟოლიანი მთელი საქართველოს სტუმარია და თითოეული ჩვენგანის სახლში სხვა, ჩვენთვის საყვარელ სტუმრებსაც იღებს. მისმა გადაცემამ ძალიან მალე მოიპოვა მაღალი რეიტინგი და უკვე ფიქრობს, რომ დამდეგი 2010 წელი მისთვის კიდევ უფრო დიდი წარმატების მომტანი გახდება.


ნანუკა ჟორჟოლიანი: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გადაცემა ეთერში არ გასულა, მაინც შემიძლია „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ ასე თუ ისე შეფასება და იმის დანახვა, თუ საით მივდივართ: მივდივარ მაყურებელთან, რაც შეიძლება ახლოს. გადაცემას ყველაზე მეტი კრიტიკა სწორედ იმის გამო მოჰყვა, რომ ზედმეტად შინაურული ვარ. დიახ, ეს შოუ ზედმეტად შინაურულია. ყველა სვამს შეკითხვას: რატომ მაქვს შეგრძნება, თითქოს ეს გოგო ჩემთან სახლშია მოსული? ზუსტად ამას ვცდილობ, რომ ყველა მაყურებელთან სახლში მივიდე. სახლში უკვე შესული ვარ და ახლა მინდა, თავად მაყურებელთან ვიყო, რაც შეიძლება ახლოს.

– რა გინდოდათ თავიდან და გამოვიდა თუ არა ის, რაც ჩაიფიქრეთ?

– ჯერ კიდევ ძალიან შორს არის გადაცემა იმისგან, რაც ჩანაფიქრში იყო. მეტი უშუალობა მინდა, ძალიან ბევრი შეცდომა და ხარვეზია, რომელიც უნდა გამოსწორდეს. სულ ცოტა ხანია, რაც რეჟისორი ავიყვანეთ და, მიმაჩნია, რომ ყველაფერს ახლა ვიწყებთ. თავი რომ დავანებოთ ტექნიკურ მხარეს, ამ გადაცემას ჯერ კიდევ ბევრი ნაკლი აქვს, რაც დროთა განმავლობაში დაიხვეწება. ყველაზე მეტად კი, რაც მინდა, სტუდიაში მოსული მაყურებლის მაქსიმალური ჩართულობაა. გადაცემის მიმდინარეობის დროს. გადაცემაში, რომლის მთავრი სტუმარი ლიკა ქავჟარაძე იყო, ამას მივაღწიე. გადაცემა რომ დამთავრდა, ყველა სტუდენტი ადგა და ვაშლი აიღო. იცით, რას ნიშნავს ეს?! იმას, რომ მათ ჩემთან ურთიერთობაში თავიდან ბოლომდე მოშალეს ბარიერი.

– თუ ეხმარება შენი უშუალობა და გულწრფელობა შენს სტუმრებს? უამრავ ისტორიას ყვები საკუთარი ცხოვრებიდან, ხდება ანალოგებისა და შედარებების მოყვანა...

– ახლა ყველაზე მწარე ანალოგი მქონდა, როდესაც ვთქვი თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოპულარული გახდე: ფულიანი იყო – არაფერია, ვიღაცას ქმარი წაართვა – ესეც არაფერია, ორჯერ გათხოვდე – ეს ხომ სულ არაფერია. ძალიან ხშირად მომისმენია, რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი პირად ცხოვრებაზეო. ხალხი ვერ ხვდება, რომ ამ ყველაფერში, სადღაც, შესაძლოა, ძალიან ღრმად, მონანიების, ბოდიშის ქვეტექსტია. ძალიან ცუდია, როდესაც, წამყვანის ან სტუმრის ნათქვამი ასე პირდაპირ არის გაგებული. ჩემი ქორწინება ის შემთხვევაა, რომელსაც პოპულარიზება აღარ სჭირდება. შესაბამისად, ჩემი საუბრები სულაც არ არის გამოწვეული იმით, რომ ვიღაცას მაინცდამაინც გავაგებინო, ვისი ცოლი ვარ. რა სისულელეა, პირიქით! ხშირად მომისმენია შეფასებები, განსაკუთრებით, ვირტუალურ სამყაროში: რა საჭიროა ამდენჯერ იმის ხაზგასმა, თუ ვისი ცოლიაო. ამას ხაზს იმიტომ კი არ ვუსვამ, რომ მგონია, ვინმემ არ იცის. რეალურად, ხან მონანიებისა და ბოდიშის მოხდის ქვეტექსტია, ხან კი, პირიქით, ვეუბნები საზოგადოებას: არა, ამის გამო ბოდიშს არ ვიხდი-მეთქი. თან, მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიცაა: როდესაც ადამიანს გადაცემაში ეპატიჟები იმ მიზნით, რომ მოვიდეს და ძალიან გულახდილი იყოს, შენი მაგალითით უჩვენებ, რომ ეს ადვილია.

– მაშინ, როდესაც შესაძლოა შენც გაქვს რაღაც დასაფარავი, ხომ?

– დიახ, თუმცა, აღარ მგონია, რომ ასეთი რამ კიდევ დარჩა. რაღა არის დასაფარავი, მართლა ვერ ვხვდები. რა თქმა უნდა, არსებობს ინტიმი, ინტიმური თემები. არის გულახდილობა, რომელიც სიბინძურეში გადადის. თუ უკვე ისეთი გულახდილი ხარ, რომ ბინძურ ამბებს ყვები, ეს აღარ მაინტერესებს. გულწრფელობა იქამდე უნდა იყოს მისული, სანამ საზოგადოებისთვის მისაღებია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოყოლის ფორმასაც. წარმოგიდგენიათ, თეონა კონტრიძეს კი არა, ვინმე სხვას რომ ეთქვა, გაისეირნა, დაფეხმძიმდა და მოისეირნა?! ეს ხომ ყველას გააღიზიანებდა, მაგრამ მან ეს ისე ჩვეულებრივად და მარტივად მოყვა, თითქოს არაფერი.

– შენ გვერდით მყოფი პიროვნება ცოტა მისტიკურია, თითქოს არსებობს და, თან, არც არსებობს. შესაძლოა, ამის გამოც აქვს მაყურებელს გამახვილებული ყურადღება მის ხსენებაზე. რეალურად ხომ, ალბათ, სამჯერ მეტად ჰყავთ ნანახი.

– სამი კიდევ ბევრია (იცინის). გეთანხმები, ეს, ალბათ, სერიოზული მიზეზია იმისა, რომ მისი ხსენება ყოველთვის ხაზგასმულად ჩანს. ამას წინათ შეხვედრაზე ვიყავი, სადაც მკითხეს, ქმრის ფაქტორი იღებს თუ არა თქვენს ცხოვრებაში რაიმე მონაწილეობასო. ვუპასუხე, რა თქმა უნდა, იღებს-მეთქი. თუ გულწრფელობაზეა ლაპარაკი, როგორ არ არის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ, როგორც დავაკვირდი, პირიქით ხდება-მეთქი. მაგალითად, ვთქვათ, სადღაც მივდივართ. ხომ გინახავთ, „ნუ პაგადიში“ – „ზაეც? ვოლკ? ზაეც? ვოლკ?“ ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა: ჯერ მცნობენ მე და ამის შემდეგ ხვდებიან, რომ ეს სავარაუდოდ „ის“ არის.

– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს შენი საუბრებით აბუნებრივებ და აადამიანურებ შენს ქმარს.

– ასეა, ისიც ჩვენს პლანეტაზეა, არ არის უცხოპლანეტელი და საშიში. ჩვეულებრივი, აი, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბიჭია. არსებობს ადამიანებისგან შექმნილი მითები. რა თქმა უნდა, სასურველია, ეს მითები პოზიტიური იყოს, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ალბათ, ჯობია, ადამიანები მივეჩვიოთ რაღაც თემებზე გახსნილად საუბარს. მეც ვამკვიდრებ ამას. არა იმიტომ, რომ ვთქვა, ასეთია თუ ისეთია, პირიქით, ზუსტად იმიტომ, რომ მითიურია, პოზიტიურად თუ ნეგატიურად, ეს მეორეხარისხოვანია. ვამბობ, რომ ასეთ ადამიანებზეც კი შესაძლებელია ჩვეულებრივად საუბარი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, პირველივე გადაცემაში რომ არ გამესვა ხაზი ამ თემისთვის?! პირველივე გადაცემაში რომ არ დამეწყო ამაზე ხუმრობა, მაშინვე დაიწყებოდა ლაპარაკი: „აუ, ეს იმის ცოლი არ არის?!“ გარდა ამისა, სულ ვცდილობ, თითქმის ყველა გადაცემაში ხაზი გავუსვა ქართულ მანკიერ მხარეებს, იმას, რომ აუცილებლად უნდა გარდაიცვალო ან სადმე, უცხო ქვეყანაში გაღიარონ, რომ შენს ქვეყანაში არ ჩაგქოლონ. მაგრამ, მაინც, შენზე საუბარს ჭორაობით დაიწყებენ.

– შენ მიხვიდოდი „ნანუკას შოუში“?

– მე „ნანუკას შოუში“ ვარ, „ნანუკას შოუს“ რესპონდენტი ვარ. იქ ისეთი შეფასებები მაქვს, რის შემდეგაც იწყება გულახდილი საუბრები. რა თქმა უნდა, არავინ არ ავალდებულებს წამყვანს, თავისი ცხოვრების ისეთ დეტალებზე ისაუბროს, როგორსაც მე ვყვები.

– მას შემდეგ, რაც ოპრა უინფრიმ გადაცემაში მამობილის მხრიდან მის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე უამბო მაყურებელს, ის თოქ-შოუს ნომერ პირველი წამყვანი გახდა ამერიკაში.

– ოპრაზე მეტად შედარებას გავაკეთებდი „ელენს შოუზე“, რომელმაც, არ ვიცი, რომელი ცოლი თუ რომელი ქმარი მოიყვანა ეთერში. ეს არ ნიშნავს, რომ მას ვბაძავ, უბრალოდ გარემოებები მკარნახობენ, როგორ მოვიქცე.

– მოიწვევ შოუში ირაკლის?

– შოუში ირაკლის ძალიან დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი, მაგრამ ჩემი გადაცემა აპოლიტიკურია...

– არ შემიძლია, არ შევეხო ემოციებისა და ცრემლების თემას...

– რაც მაგიჟებს. მართლა მაოცებს რესპონდენტების ასეთი გულწრფელობა და ემოციურობა. თეონა კონტრიძე თუ ტირილს დაიწყებდა, მართლა არ მეგონა. აი, ლიკა ქავჟარაძემაც რომ იტირა, კითხვა დავსვი: რამე ხომ არ მჭირს, ხომ ჩვეულებრივად გამოვიყურები-მეთქი, მაგრამ, ყველა სტუმარი ერთსა და იმავეს მეუბნება: ისე გავიხსენი, ისე ვიგრძენი თავი და ისეთი ემოციები მომაწვა, თავი ვერ შევიკავეო. მით უმეტეს, ჩემი კითხვები არ არის ხოლმე ისეთი, რომ მასზე ვინმემ იტიროს, არ დამისვამს ასეთი კითხვა. ვფიქრობ, ამას უფრო გულწრფელობის ხარისხი განაპირობებს.

– მაკა ასათიანი საერთოდ გაიქცა.

– ჰო, მაკა გაიქცა, რადგან ის არის რესპონდენტი, რომელიც ამჯობინებს კულისებში ტირილს და უკან დაბრუნებას. თუ გაიგონეთ, გასვლისას კომენტარი გააკეთა, დავწყნარდები და შემოვალო. მას არ გავყევი, სავარძელში ველოდებოდი, როდის დამშვიდდებოდა და დაბრუნდებოდა. არ მიყვარს ასეთი ემოციების დროს „დამშვიდდი-დაწყნარდის“ ძახილი. არ არის საჭირო ზედმეტი „ქირურგიული“ ჩარევები. ჯობია, ადამიანი თვითონ დამშვიდდეს. დაახლოებით ათ წუთში მაკა დაბრუნდა. ლიკა ქავჟარაძემ იტირა, როდესაც პარალელები გაავლო მარიტასა და თავის ცხოვრებას შორის, რომლებიც აბსოლუტურად იდენტურია.

– ყველა გადაცემა „ბენტლიზეა“. ეს „ბენტლები“ კი ბევრნი არ არიან. როდემდე გეყოფა?

– მართლა ძალიან ბევრნი არიან, ვერც წარმოიდგენთ, იმდენად ბევრნი. დიდი სია მაქვს ასეთი ადამიანებისა, რომელთაგან უმრავლესობა საქართველოში არ ცხოვრობს, ზოგი ცნობილია, ზოგი – არა. მაგრამ ამ ყველაფრით რისკზე მივდივარ, რადგან ამ გადაცემებს, შესაძლოა, დიდი რეიტინგი არ ჰქონდეთ, იმ „გაფეისებული“ „პაპსებისგან“ განსხვავებით, რომლებიც ქვეყანაში არიან. მაგრამ ამ რისკზე მივდივარ.

– რომელი ახალი წელი გახსენდება ყველაზე კარგად?

– ბოლო პერიოდში რაღაცნაირი ახალი წლები მქონდა. მოგიყვებით: სამი წლის წინ ვიყავი ლონდონში, ახალ წელს შევხვდი იქ, ვითომ ძალიან მაგარ კლუბში და ეს იყო სრული საშინელება, ამაზრზენი და ვერაფრით მივხვდი, რატომ დავხარჯეთ ამ სისულელეზე ამდენი ფული, საერთოდ რატომ ვიყავით იქ. მომდევნო ახალ წელს შევხვდი პარიზში, რომელიც უფრო ამაზრზენი იყო, საშინელი. პარიზი შემზიზღდა. ყინვა, მინუს თვრამეტი გრადუსი, ქუჩაში გასული, ფოიერვერკის დანახვით აჟიტირებული ხალხი, ამაზე გავგიჟდი. წელს კატეგორიულად გადავწყვიტე: ახალ წელს ვხვდები სახლში, სადაც გოზინაყი და საცივი მექნება. 12 საათს შევხვდები ჩემს პატარა ოჯახთან ერთად. ამის შემდეგ აუცილებლად გავალ ქუჩაში, ბევრ ხალხში, თან, ვიცი, რომ რუსთაველზე გრანდიოზული კონცერტი იგეგმება, მეც დავდგები და გავერთობი. მართალია, კლუბებით განებივრებული ქალაქი არ გვაქვს, მაგრამ გვიან, ალბათ, სადმე შევაფარებ თავს, სადაც რომელიმე ქართველი მომღერალი იმღერებს. მოკლედ, ამ ახალ წელს „არაბენტლურად“ შევხვდები.


скачать dle 11.3