კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამიხდინა საახალწლო ნატვრა თოვლის ბაბუამ


მოსკოვში ვარ, 31 დეკემბრის საღამოა... ქალაქში საახალწლო აურზაურია... ყველას სადღაც ეჩქარება... მაღაზიები სავსეა ხალხით. სულ რაღაც, ოთხ საათში მოვა ახალი წელი! ჩემი სახლის წინ დგას დიდი სუპერმარკეტი, სადაც მე და ჩემმა მეგობარმა საყიდლებზე წასლა გადავწყვიტეთ. სახლიდან ცოლმა გამომატანა იმ პროდუქტების სია, რისი ყიდვაც თვითონ ვერ მოასწრო (იმის მიუხედავად, რომ ათი დღით ადრე დაიწყო საახალწლო მზადება). ჯერ ხომ ათი წუთი დაგვჭირდა, რომ მაღაზიაში შევსულიყავით! იმოდენა რიგი იყო, გეგონებოდა, სურსათის მთელი ერთი წლის მარაგისთვის იყო მოსული ეს ხალხი! როგორც იქნა, შევედით! სასმელი მეორე სართულზე იყიდებოდა, სადაც ესკალატორით უნდა ავსულიყავით, სურსათი კი – პირველზე. ამიტომ, გადავწყვიტე, ჯერ ცოლის სიისთვის მიმეხედა, მაგრამ დიდი სისულელე გავაკეთე, რადგან მეორე სართულზე სავსე ურიკით მომიწია ასვლა... ვდგავარ ესკალატორზე და, უეცრად, დაბნელდა... ჯერ ვერ გავიგე, რა მოხდა. თან, ესკალატორიც გაჩერდა... თურმე დენი წავიდა! უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა! ესკალატორი ორ წუთში დაცარიელდა. არა მარტო მყიდველები, მაღაზიის დახამებული დაცვაც ხსნიდა შამპანურის ბოთლებს და ყველა დანარჩენ სასმელს, რაც კი მაღაზიაში იყო. ატყდა ერთი ბათქა-ბუთქი. გარეთ, რა თქმა უნდა, არავის უშვებდნენ, რომ სიბნელეში რამე არ მოეპარათ. ხალხმაც გადაწყვიტა, ესარგებლა სიტუაციით და, რაც მოასწრეს და რაც კი კუჭში ჩაეტეოდათ, შეჭამეს, მოსანელებლად კი ალკოჰოლური სასმელები მიაყოლეს. ჩვენც დაუფიქრებლად ვეცით კონიაკის სექციას (ამ დროს არც მახსოვდა, სად დავტოვე სურსათით სავსე ჩემი ურიკა. ტელეფონის შუქით მივაგენით ჩვენს საყვარელ კონიაკს და, რადგან არავინ იცოდა, დენი როდის მოვიდოდა, მთელი სიჩქარით, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ბოთლი დავცალეთ! შუქი მთელი 40 წუთი არ მოვიდა... ხალხმა თოვლის პაპის საჩუქრად მიიღო არსებული სიტუაცია. მეც ძალიან მადლიერი ვიყავი! როცა შუქი ჩართეს, მაღაზიაში ფხიზელს ვერავის ნახავდი! ნელ-ნელა მივაღწიე ჩემს ურიკამდე (სხვათა შორის, ყველაფერი თავის ადგილზე დამხვდა). მართალია, ისეთი მთვრალი ვიყავი, დანაკლისს მაინც ვერ შევამჩნევდი, მაგრამ, სახლში რომ მივედი, ცოლს პრეტენზიები არ გამოუხატავს.

12 საათამდე კი გამოვფხიზლდი, მაგრამ ახლა „პახმელიაზე“ ვიყავი! ათი, ცხრა, რვა.. ორი... ერთი... ვაშააა! ახალი წელი მოვიდა! მეც, როგორც ყველა ჩვეულებრივმა ადამიანმა (მჯერა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მაინც), ზუსტად 12 საათზე ჩავიფიქრე სურვილი (ძალიან ორიგინალური სურვილი მქონდა) – დავდექი ნაძვის ხესთან და ჩურჩულით წარმოვთქვი: ძვირფასო თოვლის ბაბუა, ისე მოახერხე, რომ ახალი წლის დღეებში ბევრი არ დავლიო და არ გავლოთდე-მეთქი.

31-ში ღამის 12 საათზე რომ დაიწყო ქეიფი, მთელი კვირის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ჩემი სურვილის ასრულების ნიშანს კი თოვლის ბაბუა არ იძლეოდა. არ არსებობდა მიზეზი, მე რომ თუნდაც ერთი სადღეგრძელო გამომეტოვებინა, მაგრამ რაღაცას მაინც ველოდი! მოლოდინში გავიდა ერთი კვირა და შობაც დადგა... ყოველდღე ან „პახმელიაზე“ ვიყავი, ან გალეწილი მთვრალი. უკვე აღარც კი მახსოვდა ჩემი სურვილი.

ამასობაში, დამთავრდა არდადეგები და დაიწყო მეორე სემესტრი. ერთხელაც, ბავშვის სკოლაში წაყვანა მომიწია. შევიყვანე კლასში, გამოვედი გარეთ და ვხედავ: ეზოში ზის დიდი ძაღლი და რაღაც უცნაურად მიყურებს... მე ყურადღება არ მივაქციე და გავაგრძელე ჩემი გზა... ეს ძაღლი კი უკვე წამოდგა და გაცოფებულმა დამიწყო ყეფა, თან, აშკარად არ მოვეწონე და გამომეკიდა. ჩემს ბედზე, ხალხიც არ იყო ირგვლივ, რომ ვინმე მომშველებოდა. როგორც შემეძლო, ვიგერიებდი ძაღლს, მაგრამ, ის საზიზღარი მარტო ყეფით არ დაკმაყოფილდა და ჩემი კბენაც გადაწყვიტა. რაც ძალი და ღონე მქონდა, გავიქეცი, მაგრამ ეს დამპალი ძაღლი უფრო გაბრაზდა! შარვლის ფხრეწის ხმა რომ გავიგე და მისი დიდი კბილები ვიგრძენი ფეხზე, მაშინღა მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე...

როგორც იქნა, ხალხი გამოჩნდა და მომაშორეს ეს გაცოფებული, მაგრამ კმაყოფილი ძაღლი! ნაკბენი დიდი არ აღმოჩნდა, თუმცა, მაინც წავედი ექიმთან (რა ჭირი სჭირდა იმ ცხოველს, ღმერთმა იცის). ექიმმა მაშინვე ცოფის საწინააღმდეგო შრატი გამიკეთა და სამთვიანი მკურნალობა დამინიშნა... ეს კიდევ არაფერი! ალკოჰოლური სასმელი მინიმუმ, 6 თვის განმავლობაში ამიკრძალა.

მაშინ მივხვდი, რომ თოვლის პაპამ ამიხდინა ჩემი ორიგინალური სურვილი ძალიან ორიგინალური გზით, ოღონდ, ცოტათი გადააჭარბა!

მას მერე მეშინია უპატრონო ძაღლების და სურვილების ჩაფიქრების...


скачать dle 11.3