კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთელის ცოლი დააპატიმრეს

ცნობილი სერიალის, „ფეხბურთელების ცოლების“ ერთ-ერთი გმირი, 31 წლის ჰოლი მაკგუაერი, ეკრანს მიღმაც ფეხბურთელს ხვდებოდა და ერთ დროს „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტნის, რიო ფერდინანდის გულისა და სხეულის სხვა ნაწილების გამხარებელი იყო. მერე რიო ჰოლის დაშორდა, სხვა გამხარებელი ნახა, თავად მაკგუაერი კი გათხოვდა, თუმცა გასულ კვირას ის დააპატიმრეს.

ჰოლი საკუთარი ავტომობილით მიდიოდა, როცა მოძრაობის წესები დაარღვია და პოლიციამ სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით გააჩერა. სიმთვრალეს ვინ ჩივის, ქალი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა და, როცა მისი მანქანა დაათვალიერეს, საბარგულიდან დაახლოებით 150 ათასი ფუნტის ღირებულების უმაღლესი ხარისხის მარიხუანა ამოიღეს. ასეთმა რაოდენობამ პოლიციელებიც კი გააოცა და, რაღა თქმა უნდა, მათ ჰოლის სახლიც გაჩხრიკეს. სახლში ვერა, მაგრამ ეზოში სამართალდამცველებმა მარიხუანის ას ძირზე მეტი ნარგავი იპოვეს და მაკგუაერის ქმარიც დააპატიმრეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, წყვილი ამ მცენარის გაყიდვით ირჩენდა თავს და კლიენტურის სიმცირესაც არ უჩიოდა.

სათავდებო თანხის გადახდის შემდეგ ჰოლი ციხიდან გამოუშვეს, ქმარი კი დაიტოვეს და ორივეს სასამართლო აგვისტოს ბოლოს გაიმართება. სავარაუდოდ, ქმარს ექვსწლიანი პატიმრობის სიამოვნებას მიანიჭებენ, ჰოლი კი ჯარიმით გადარჩება.


скачать dle 11.3