დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-51(469)
სართულის მორიგის საქციელზე ჰამოს გულიანად გაეცინა, თავის ნომერში დაბრუნდა, აივანზე გავიდა და პლაჟზე მწოლარე ლუდას მოჰკრა თვალი, რომელსაც მამაკაცთა მთელი ლეგიონი ეხვია გარს. მედვედევა ნებიერა კატასავით გატრუნული იწვა შეზლონგზე, მთელი თავისი სექსუალური ავლადიდება როგორც ვიტრინაში, ისე ჰქონდა გამოფენილი და მისი მომხიბვლელობით თავბრუდახვეული მამრები ბუზებივით დასტრიალებდნენ. ჰამომ თავი გააქნია და ჩაილაპარაკა: „რესტორანში სადილი ჩაიშალა. ჯობს, ნომერში შევუკვეთო საჭმელი, თორემ ეს წაკლა ახალ შარში გაგვხვევს. თანაც, არც მაყუთის დატოვება შეიძლება უპატრონოდ“. მთაწმინდელმა სართულის მორიგის გამოძახება დააპირა, რომ რესტორანში შეკვეთილი მაგიდა გაეუქმებინა, მაგრამ ის თავად ეწვია ჰამოს და უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა, ბატონო, მაგიდა შევუკვეთე და ზუსტად 2 საათზე ყველაფერი მზად იქნება.
ჰამომ ორმოცდაათევროიანი ჩაუდო სართულის მორიგეს ჯიბეში და უთხრა:
– მაპატიე, ჩემო კარგო, მაგრამ რესტორანში სადილი გადავიფიქრე და რაც იქ შევუკვეთეთ, უთხარი, აქ მოგვიტანონ.
მორიგი გასამრჯელოთი ფრთებშესხმული მორიგე აღტაცებას ვერ მალავდა და ჰამოს ჰკითხა:
– სადილი 2 საათზე მოგართვან?
– კი.
– გასაგებია. პირადად მივადევნებ თვალს, რომ ყველაფერი ხუთიანზე შესრულდეს, – თქვა მორიგემ და ნომრიდან გავიდა.
ჰამო კვლავ აივანზე გავიდა და ლუდაც დაინახა, რომელიც პლაჟიდან ბრუნდებოდა. გოგონას მხოლოდ ერთი ახალგაზრდა მოჰყვებოდა გვერდით და რაღაცას გაცხოველებით ესაუბრებოდა. დანარჩენები კი პლაჟზე დარჩნენ და შურიანი თვალებით უყურებდნენ წყვილს. ლუდა და ახალგაზრდა გაზონთან შეჩერდნენ და სამწუთიანი საუბრის მერე, მამაკაცი უკან გაბრუნდა, ლუდა კი სასტუმროში, ჰამოს ნომერში შევიდა.
– გაგიღვიძია, – უთხრა ჰამოს.
– მე – ოდნავ გვიან. შენ კი ტოროლასავით ადრე წამოფრენილხარ.
– ჰო, არ დამეძინა და პლაჟზე გასვლა გადავწყვიტე. ცურვა მომენატრა და გული ვიჯერე.
– კმაყოფილი ხარ?
– ისე, რა... – მხრები აიჩეჩა ლუდამ, – კარგი პარტნიორი რომ მყოლოდა, კმაყოფილი მაშინ ვიქნებოდი. მარტო მომიწია შორს გასვლა და ამდენი მამაკაცებიდან ვერავინ გაბედა, ცურვაში ამყოლოდა.
– ყველამ ხომ არ იცის შენნაირად ცურვა?!
– ცურვის ცოდნა რა შუაშია, უბრალოდ, უტრაკოები არიან, – ხელი ჩაიქნია ლუდამ, ჰამოს გაუღიმა და უთხრა, – ხომ არ გვესადილა. ძალიან მომშივდა. მოდი, რესტორანში დარეკე და სადილი შეუკვეთე.
– უკვე შევუკვეთე, მაგრამ აქ, – თქვა ჰამომ, საათს დახედა და ლუდას გაუღიმა, – ზუსტად 10 წუთში, 2 საათზე მოიტანენ.
– მშვენიერია. ტანსაცმელს გამოვიცვლი და მოვალ, – თქვა ლუდამ, გავიდა და 10 წუთში რომ დაბრუნდა, სადილი უკვე გაშლილი იყო, ჰაერში გემრიელი კერძების სურნელი ტრიალებდა.
წყვილი მაგიდას მიუჯდა და ჭამას შეუდგნენ, მაგრამ ათიოდე წუთიც არ იყო გასული, კარზე დააკაკუნეს. კარი გაიღო და ჰამოს ნომერში ის ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, ლუდა პლაჟიდან რომ მოაცილა. მამაკაცს შავი პიჯაკი ეცვა, ხელში ბოთლი ეკავა, უცნაურად იღიმებოდა.
– შეიძლება? – უთხრა ქალ-ვაჟს მოსულმა.
ჰამოს პასუხი არ გაუცია. ლუდამ კი მიუგო:
– რადგან მოხვედი, შემოდი, ვსადილობთ და შემოგვიერთდი.
ახალგაზრდას მეორედ თქმა არ დასჭირვებია. ბოთლი მაგიდაზე დადგა და სანამ დაჯდებოდა ჰამოს გაეცნო:
– კარენ ერევანსკი.
– ჰამო მთაწმინდსკი, – უთხრა ჰამომ და ჭამა განაგრძო.
ერევანსკიმ ლუდას გაუღიმა, ბოთლი გახსნა, სითხე სამ ჭიქაში ჩამოასხა და თქვა:
– მსოფლიოში საუკეთესო სასმელია, სომხური კონიაკი და ძალიან სასიამოვნო დასალევია. მივირთვათ, – კარენმა ჭიქა ცხვირთან მიიტანა, დაყნოსა და სანამ დალევდა, თქვა, – ამის დამყენებელს გაუმარჯოს!
წყვილს ხელიც არ უხლია კონიაკით სავსე ჭიქებისთვის, ჭამას განაგრძობდნენ. კარენმა კი ისევ შეივსო ჭიქა და თქვა:
– ამით, იმ ადგილს გაუმარჯოს, სადაც ეს სითხე დაწურეს, – შემდეგ დალია და საერთო თეფშიდან სოკოს ჩანგალი ჩაარჭო და პირისკენ გააქანა. მესამედ შეივსო ჭიქა და სანამ გადაჰკრა თქვა, – ამით იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც ეს სითხე დაიწურა.
კარენის საქციელზე ჰამოს სისხლმა ყელში აასხა. თავი ძლივს შეიკავა, რომ არაფერი შეემჩნია. ფორთოხლის წვენი დალია.
კარენმა მეოთხედ აივსო ჭიქა, მაგრამ ხელი არ უხლია. სიგარა ამოიღო, მოუკიდა და თეფშში დაიწყო ჩაფერფლება, თუმცა ბროლის საფერფლე იქვე იდგა და კარენი ამას მშვენივრად ხედავდა. მან წვრილი სიგარა ნახევრამდე მოსწია, თეფშზე დადო, კონიაკით სავსე ჭიქა ასწია და თქვა:
– ეს მსოფლიოს იმ საუკეთესო ქალაქს გაუმარჯოს, სადაც მე დავიბადე, ქალაქს, სადაც მე დავვაჟკაცდი, ზრდილობა და ცხოვრების ავ-კარგი ვისწავლე, რაც ძალიან გამომადგა. ამით ერევანს გაუმარჯოს! – კარენმა მეოთხე ჭიქაც გადაჰკრა, სოკო კვლავ ნაპირალი ჩანგლით აიღო და პირში გაიქანა. შემდეგ ფორთოხლის წვენი მოიყუდა, ყლუპუნ-ყლუპუნით ჩაისხა სტომაქში და ბოლოს კვლავ სიგარას დასწვდა.
ლუდამ ჰამოს შეხედა და მიხვდა, რომ მთაწმინდელს მოთმინების ფიალა ევსებოდა და რამდენიმე წამში დინამიტივით იფეთქებდა. ამიტომ, კარენს გაუღიმა და უთხრა:
– მე მგონი, ჯობია გავისეირნოთ. რაღაც ძალიან დამცხა და ზღვაზე ბანაობა არ გვაწყენდა. წამოხვალ?
კარენმა ლუდას გაუღიმა და უთხრა:
– რაზეა ბაზარი, წავედით, ლუდოჩკა, ვიცურაოთ!
– იცურაო, თორემ, შენც ბოსფორი არ გადაცურო, – უთხრა ქალმა, – დიდი-დიდი ოციოდე მეტრი გაცურო და უკანვე მოცოცხავ, ნაპირისკენ. მე კი სივრცეში შეჭრა „მევასება“. ჩემი ძმაც კარგი მოცურავეა, მაგრამ ფეხების დასველება არ უყვარს.
– არ უყვარს და მერე რა, – თქვა კარენმა, ჰამოს გახედა, გაიღიმა და ლუდას მიუბრუნდა, – შენი ძმა მშვიდად უნდა იყოს, რადგან საიმედო კაცის ხელში ხარ და ვერავინ გაწყენინებს. წავედით?
– წავედით, – მიუგო ლუდამ კარენს და წამოდგა, მაგრამ ჰამომ გამჭოლი მზერა ესროლა მედვედევას და კბილებში გამოსცრა:
– დაეტიე მანდ, ფეხსაც ვერ მოიცვლი! – შემდეგ კარენს მიუბრუნდა და უთხრა, – შენ კი აქედან „დაახვიე“, შე ბინძურო, დორბლიანო ღორო.
კარენი წამით შეცბა, მაგრამ მხოლოდ წამით, შემდეგ სახე აელეწა და კბილებში გამოცრა:
– შენ მე ღორი მიწოდე და ჩათვალე, რომ „ტრუპი“ ხარ. ქურდის ასეთი შეურაცხყოფა ძვირი დაგიჯდება!
– რას იპარავ, შე ღორო, დედაშენის ტრიკოს? – ირონიულად უთხრა ჰამომ, – თუ მამაშენის ნიფხავს. ქურდი კი არა, ბინძური ღორი ხარ!
კარენი პომიდორივით გაწითლდა და ნახევრამდე დაყვანილ კონიაკის ბოთლს წამოავლო ხელი, მაგიდის კიდეზე გადაამსხვრია, ჰამოსკენ გაემართა და უთხრა:
– შენ ახლა „ლაგერის“ ქათამივით მოკვდები.
– მე მეუბნები, შე ღორო და „ლაგერის“ ქათმების უსტაბაშო! – ირონიით უთხრა მთაწმინდელმა ბოთლმომარჯვებულ კარენს და სამი თითის კომბინაცია დაანახვა, – ამას ხომ ხედავ, აი, ამასვე მიიღებ ერთ ადგილას.
ჰამოს სიტყვებმა ბოთლმომარჯვებული კარენი უკიდურესად გააღიზიანა. მან ბოთლი მოუქნია მთაწმინდელს და ყელში გამოსმა მოუნდომა, მაგრამ ჰამომ მოხდენილი მოძრაობით აართვა კარენს ბოთლი და ბიჭი იატაკზე დააგდო. შემდეგ ბოთლი ჩამოუსვა ლოყაზე და უთხრა:
– ესეც ბოზური შრამი ლოყაზე, შე ღორ-ქათამა, შენა!
კარენს სისხლი წასკდა მარჯვენა ლოყიდან და აღრიალდა:
– შენი დედაც! ტრუპი ხარ, ნაღდი ტრუპი და ვერაფერი გადაგარჩენს. რომ გაიქცე და დაიმალო, მოგძებნი, მიწიდან ამოგთხრი და გაგანადგურებ!
– ჩემზე ხომ არ ამბობ? – ირონიულად უთხრა ჰამომ კარენს, რომელიც იატაკზე იწვა და ადგომას არც კი ფიქრობდა, თუმცა არც ჩერდებოდა და ღრიალებდა:
– შენზე ვამბობ, შენზე, შე „ბესპრიძელშინა“.
ჰამომ ბოთლი იქვე დააგდო, კარენთან ჩაიცუცქა, გაშლილი ხელი ჩაარტყა თავში და დასცინა:
– ქურდი ხარ თუ ღორივით გაგორებული, დასისხლიანებული ქათამი, აეთრიე და აქედან დაახვიე, თორემ ყვერებსაც მოგაჭრი და შეგაჭმევ.
ლუდამ კი, რომელიც უკვე ნანობდა თავის საქციელს, იატაკზე გაგორებულ კარენს „ეფესბეს“ წიგნაკი გაუშალა და უთხრა:
– უშიშროებიდან ვართ, შე „ყვერო“ და აქ საქმეზე ჩამოვედი. შენ კი ჟიმაობა მომინდომე. აქედან გააჯვი და დაივიწყე, რაც მოხდა, თორემ ციმბირს უკან დაგატოვებინებთ და სომხური კონიაკის მაგივრად თეთრი დათვების ფსელს დალევ!
„ეფესბეს“ წიგნაკმა მაგიურად იმოქმედა კარენზე და იატაკიდან გველნაკბენივით წამოხტა. სისხლით გაჟღენთილ ლოყაზე ხელსახოცი მიიდო და სანამ სასწრაფოდ დატოვებდა იქაურობას, ჩაილაპარაკა:
– თავიდანვე მასე გეთქვა, შე დალოცვილო...
კარენი რომ გავიდა, ლუდა ჰამოს მიუახლოვდა, ხელები შემოხვია და უთხრა:
– ნამეტანი მომივიდა, ბოდიშს ვიხდი.
ჰამო მკვეთრად შეტრიალდა, ლუდას სილა გააწნა, იატაკზე დააგდო და დააყოლა.
– ჩათლაშკა! შენი გამოსწორება არ იქნება, ღორი ღორია და მაინც ტალახში ჩაწვება...
ლუდა წამოდგა, კარისკენ გაემართა და სანამ გავიდოდა, ჰამოს უთხრა:
– მაპატიე, მართალი ხარ. ღორი ვარ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე შენ მართლა მიყვარხარ და ვერ გივიწყებ.
ჰამომ თავი გააქნია და ლუდას უპასუხა:
– მოწესრიგდი, 2 საათში გავდივართ. გვეყო სოჭში ბაირამობა.
ლუდა უხმოდ გავიდა. საღამოს 5 საათზე კი ჰამო „ბეემვეს ჯიპის“ საჭეს მიუჯდა და მანქანა სასტუმრო „პრიმორსკაიას“ ეზოდან გაიყვანა, გზატკეცილზე სისწრაფეს მოუმატა და როსტოვისკენ აიღო გეზი...
***
ლუდა და ჰამო რომ როსტოვში შევიდნენ, ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა. წყვილმა შეუსვენებლად იარა სოჭიდან როსტოვამდე და მხოლოდ ერთხელ შეჩერდნენ, ისიც 5 წუთით, რომ ბენზინის ავზი აევსოთ. ისინი თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. სასტუმრო „ინტურისტის“ წინ ჰამომ მანქანა გააჩერა, ლუდას უთხრა:
– ნომერს რომ ავიღებთ, რესტორანში შევიდეთ და ვივახშმოთ.
– არ მშია.
– გეყოფა, ლუდა, მთელი დღე არაფერი გიჭამია.
– მეძინება, მარტომ ივახშმე.
– ნუ იბუტები, ლუდა. მშვენივრად იცი, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს და შენ კი ამ სამ დღეში უამრავი შარი აიკიდე, – უთხრა ჰამომ გოგონას და ხელკავი გამოსდო. „ინტურისტის“ ჰოლში შეიყვანა და პორტიეს უთხრა:
– ნომერი ლუქსი გვინდა და საუკეთესო ვახშამი. გვირჩიეთ რამე.
პორტიემ ჰამოს გაუღიმა და უპასუხა:
– ჩვენთან ყველაფერი საუკეთესოა. ლუქსი დღეში 150 ევრო ჯდება და თუ გაწყობთ...
– გვაწყობს, – თავი დააქნია ჰამომ, – ორი დღით შევჩერდებით თქვენთან. ვახშამზე რას გვირჩევთ?
– შეგიძლიათ, ჩვენს რესტორანში ივახშმოთ. საუკეთესო მზარეულები გვყავს და ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ. ახლავე გაგიფორმებთ ნომერს და შეგიძლიათ, სავახშმოდ შეხვიდეთ, აი, იქ მარცხნივ, – უთხრა პორტიემ ჰამოს და ხელი გაიშვირა.
სანამ პორტიე საბუთებს აფორმებდა, ჰამომ ლუდას ხელი მოხვია და ჰკითხა:
– რესტორანში ჯდომას ხომ არ აჯობებდა, ნომერში გვევახშმა?
ლუდა მედვედევა გაოცებული შეჰყურებდა ჰამოს და ყურადღებით ათვალიერებდა. ბოლოს მხრები აიჩეჩა და უთხრა:
– ეს შენ ხარ, ჰამო, თუ მეჩვენება?
– მე ვარ.
– დარწმუნებული ხარ, რომ მართლაც ერთ ნომერში უნდა ვიცხოვროთ?
– სრულიად.
– თანაც ორი დღე?
– თანაც ორი დღე, – თავი დაუქნია ჰამომ და ჰკითხა, – მაგრამ, შენ თუ არ გაწყობს, მაშინ თქვი და სხვადასხვა ნომრებს ავიღებ.
– არა, ერთი ნომერი ჯობია.
– ვახშამზე რას იტყვი?
– ნომერში აჯობებს ვივახშმოთ.
პორტიემ საბუთების შევსება დაასრულა, ჰამოს გაუღიმა და უთხრა:
– თქვენზე 300 ევროა.
ჰამომ ფული გადაიხადა, პორტიეს 50 ევრო აჩუქა და უთხრა:
– ნომერში თუ შეიძლება, ვახშმის შეკვეთა?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, – გაიღიმა პორტიემ, ჰამოს გასაღები მიაწოდა და უთხრა, – თქვენი ოთახია ¹505, მეხუთე სართული, ბრწყინვალე ღამის ხედით. რაც შეეხება ვახშამს, გნებავთ, მე შევუკვეთავ თქვენი სახელით, გნებავთ, თქვენი ნომრიდან დარეკეთ და შეუკვეთეთ.
– ჩვენ შევუკვეთავთ, – უთხრა ჰამომ პორტიეს. კეისს ხელი დაავლო და ლუდასთან ერთად ლიფტისკენ გაემართა.
¹505 მართლაც რომ მშვენივრად იყო მოწყობილი და სამოთახიანი ლუქსი ერთი დიდი საძინებლის, სასტუმრო ოთახისა და კაბინეტისგან შედგებოდა. ჰამომ კეისი საძინებელში შეიტანა, უზარმაზარი საწოლის ქვეშ შეაცურა, შემდეგ ლუდას მიუბრუნდა და უთხრა:
– დარეკე და რესტორანში ვახშამი შეუკვეთე. მთელი დღის მშივრები ვართ და რაც იმ ნაბოზარ კარენას ბოზური შრამი ჩამოვუსვი, სულ მშია.
ლუდამ რესტორანში დარეკა და ვახშამი შეუკვეთა. შემდეგ სავარძელში ჩაჯდა, „მარლბორო“ გააბოლა და ჰამოს თვალიერება განაგრძო. კაცი მის მოპირდაპირე სავარძელში იყო ჩაფლული, ეწეოდა და მედვედევას უღიმოდა.
– კარგ ხასიათზე ხარ, ჰამო, და თუ საიდუმლო არაა, მითხარი, რატომ?
– ცუდზე რატომ უნდა ვიყო? – კითხვა შეუბრუნა ჰამომ გოგონას.
– რა ვიცი? – მხრები აიჩეჩა ლუდამ, – კეთილი სიტყვის თქმას მამადლი, რას არ მიწოდებ და დღეს ხელითაც კი შემეხე.
– რაც იყო – იყო, დავივიწყოთ, ვივახშმოთ და... – აღარ დაასრულა ჰამომ.
– და რა? – ჰკითხა ლუდამ.
– დავიძინოთ.
გოგონამ არაფერი უპასუხა ჰამოს და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა. ოთახში კი ორი მიმტანი შემოვიდა. ორი უზარმაზარი ლანგრით ნაირნაირი საჭმელ-სასმელი შემოიტანეს, წყვილს გაუღიმეს და ერთ-ერთმა მათგანმა ჰამოს ჰკითხა:
– სად გავშალოთ სუფრა?
ჰამომ ლუდას გადახედა და უხმოდ ანიშნა, შენ უთხარიო. მედვედევამ კი მიმტანებს უთხრა:
– აქვე, აი ამ დაბალ მაგიდაზე.
მიმტანებმა ლამაზი სუფრა გაშალეს და ერთ-ერთმა მათგანმა ჰამოს მიმართა:
– თქვენზე ორას ოცი ევროა.
ჰამომ სამი ცალი ასევროიანი ამოაცურა, მიმტანს გაუწოდა და უთხრა:
– ხურდა არ მინდა, 40-40 ევრო გაინაწილეთ.
მიმტანები სახტად დარჩნენ, ამდენ ფულს მათ არავინ ჩუქნიდა. ძლივს გამოერკვნენ და ათასი მადლობა გადაუხადეს ჰამოს. დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვთში მომსახურება შესთავაზეს და ძალიან ნასიამოვნებმა დატოვეს იქაურობა.
წყვილი უხმოდ შეუდგა ვახშმობას და რადგან ძალიან მშივრები იყვნენ, ათი წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ. ცოტა რომ დანაყრდნენ, ჰამომ კონიაკით აავსო ორი ჭიქა, ერთი თვითონ ასწია, მეორე – ლუდას მიაწოდა, მიუჭახუნა და უთხრა:
– გაგვიმარჯოს!
– გაგვიმარჯოს! – გაიმეორა ლუდამ და დალია, შემდეგ სიგარეტი გააბოლა და ჰამოს უთხრა, – თქვი, რა ბუზმა გიკბინა. ასე კარგად რატომ მექცევი.
– გიკვირს?
– ნამდვილად მიკვირს.
ჰამომ კვლავ კონიაკით აავსო ჭიქები, ლუდას მიუჭახუნა და თქვა:
– ამით კარენას ხსოვნა იყოს, იმ კრეტინის, ჩემს თვალწინ რომ აპირებდა შენს გაჟიმვას და კინაღამ თავი წააგო.
– ხსოვნა იყოს, – გაიმეორა ლუდამ, გადაკრა და ჰამოს ყურადღებით შეხედა. შემდეგ თავი გააქნია და ირონიით თქვა, – მე მგონი, მივხვდი, რაშიცაა საქმე. შენმა თავმოყვარეობამ ვერ აიტანა კარენას ნაგლობა და ქურდ კაცს ბოზური შრამი დაადე. ჰამო, ჰამო, ვინც არ გიცნობს, ანგელოზი ეგონები. სინამდვილეში კი შანსს არ გაუშვებ, ცხვირზე ბუზსაც არ დაისვამ და თუ დაგჭირდა, ადამიანს სულსაც კი ამოაძრობ. რა, არ ამოგიძვრია თუ?!
– მე არა, – თავი გააქნია ჰამომ, – საქმეს თუ დასჭირდა.
– რა საქმეს თუ დასჭირდა? – ვერ მიხვდა ლუდა.
– საქმეს თუ დასჭირდა, ადამიანს იმ შემთხვევაში ამოვაცლი სულს, თანაც ისეთს, რომელიც აქეთ შეეცდება ამის გაკეთებას.
– შენ და საქმე რამ გაგყოთ, – ირონიულად თქვა ლუდამ. შემდეგ ჭიქები კონიაკით შეავსო, ჰამოს მიაწოდა და თქვა, – ამით ჩვენს საქმეს გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს! – გაიმეორა ჰამომ და დალია. შემდეგ ლუდასთვის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მედვედევა ადგა, საძინებლისკენ გაემართა და ჰამოს უთხრა:
– ძალიან მეძინება. მე წავედი, ღამე მშვიდობისა, ჰამო.
– ღამე მშვიდობისა, – მიუგო ჰამომაც. ქალი საძინებელში შევიდა, კარი მიიხურა და მთაწმინდელი გაშლილ სუფრასთან მარტო დატოვა.
ჰამოს ჩაეცინა და ცოტა კიდევ ჭამა. შემდეგ, ერთი ჭიქა კონიაკი დალია, იქვე, ტახტზე დაწვა და რადგან ძალიან დაღლილი იყო, მალევე ჩაეძინა... თუმცა, სულ რაღაც ნახევარი საათის მერე, ჰამოს ლუდას ხმა ჩაესმა ძილში, თვალი გაახილა და დედიშობილა ლუდა დაინახა, რომელიც თავზე ადგა მთაწმინდელს და მტაცებლური თვალებით უმზერდა.
– ლუდა შეენ? – აღმოხდა ჰამოს და წამოდგომა სცადა. მაგრამ, ლუდა კატასავით მიახტა მთაწმინდელს, გაშმაგებული კოცნა დაუწყო და დილამდე არ გაჩერებულა. როდესაც სიყვარულით გაძღა და ტახტზე წამოჯდა, სიგარეტი გააბოლა, საათს შეხედა და ჰამოს უთხრა:
– შვიდი საათია, კვიცო, თითქმის ხუთი საათის განმავლობაში ვჟიმაობდით გადაბმულად და შენ ადრინდელზე უფრო მაგარი გამხდარხარ.
– მეძინება, – თქვა ჰამომ და წამოჯდა. შემდეგ გააბოლა, ლუდას შეხედა და უთხრა:
– შენ კი, ძველად რომ იყავი, ისეთივე სასტიკი მტაცებელი ხარ და ცოტა თუ არ დავისვენე ბოლოს შენს კრიტიკას დავიმსახურებ.
– მეც მეძინება, – გაუღიმა ლუდამ ჰამოს და შხაპის მისაღებად შევიდა სააბაზანოში. შემდეგ საძინებელში შევიდა, საწოლში დედიშობილა ჩაწვა და დაიძინა. იგივე გაიმეორა ჰამომ და ლუდას გვერდით დაიძინა.
წყვილს მხოლოდ დღის 2 საათზე გაეღვიძა და ისევ სიყვარულის მორევში გადაეშვნენ. მხოლოდ ხუთსაათიანი ალერსის მერე წამოდგნენ, შხაპი მიიღეს, თითქმის ხელუხლებელი ვახშმით ისამხრეს და ლუდამ ჰამოს უთხრა:
– საღამოს როსტოვში ხომ არ გაგვევლო?
– შეიძლება, – თავი დააქნია ჰამომ. მაგრამ, მზერა კეისზე გადაიტანა, რომელიც საწოლის ქვეშ იყო შენახული და ლუდას უთხრა, – ამას რა ვუყოთ? არ გახსოვს, რა დაგვემართა სოჭში?
– თან წავიღოთ.
– თან წავიღოთ?
– რა მოხდა, მერე? მშვენიერი კეისია. თუ სადმე შევალთ, კეისსაც თან შევიტანთ.
– 20 მილიონი ევროთი ვირბინოთ როსტოვის ქუჩებში?
– ვინ რა ფეხებს მოგვჭამს, რო?
– რა იცი? ეშმაკს არ სძინავს. რამე რომ მოხდეს და ახალ შარში გავეხვიოთ?
– კარგი რა, ჰამო, რა შარში უნდა გავეხვიოთ? ჩვენც ნუ ჩამოვალთ მანქანიდან. არ გვინდა ეს რესტორნებში სიარული. მანქანაში ვისხდეთ. მე შენ გვერდით ყოფნა მსიამოვნებს და არც ისეთი სულელი ვარ, დავიჯერო, რომ ეს ბედნიერება დიდხანს გაგრძელდება. ჩავუტანთ მათეს „მაყუთს“. შენ მერე თბილისში დაბრუნდები და ისევ სოფისი იქნები. მე კი, ძველებურად, „გამოსირებული“ დონ-ჟუანების ამარა უნდა დავრჩე. ამიტომ, ჩემო კვიცო, ნუ გიკვირს, რომ უქმად დროის დაკარგვა არ მინდა და უარს ნუ მეტყვი.
ჰამოს ძალიან შეეცოდა ლუდა და მის ნებას დაჰყვა. კეისს ხელი დაავლო და ჯერ კიდევ დღის შუქით განათებულ ქუჩაში გავიდა. „ჯიპში“ ჩასხდნენ და მანქანა ადგილიდან დაიძრა...
***
ჰამო და ლუდა ზაფხულის არომატით გაჟღენთილ როსტოვის ქუჩებში დასრიალებდნენ „ბეემვეთი“ და მედვედევა ისეთი ბედნიერი იყო, ენა არ გაუჩერებია. შეუსვენებლად კითხულობდა ლექსებს. მთაწმინდელი კი უხმოდ უსმენდა მას და გულის სიღრმეში ეცოდებოდა ლუდა.
– თავი მოგაბეზრე, ხომ, „კვიცო“? – უთხრა ლუდამ ჰამოს, როდესაც მორიგი ლექსის კითხვა დაასრულა და ჰამოს შეხედა, რომელსაც ნელი სვლით მიჰყავდა „ბეემვე“.
– არა, პირიქით, ძალიან კარგად კითხულობ.
– მართლა?
– მართლა, მართლა, – გაიღიმა ჰამომ და ქალს ლოყაზე მიეფერა.
ლუდამ ცას ახედა და მთაწმინდელს უთხრა:
– ახლა, საღამოს შხაპუნა დაუშვებს. ძალიან მიყვარს ასეთი ამინდი. შენ?
– მეც.
– მოდი, დონის პირას ჩავიდეთ. შეხედე, რა ლამაზად ირეკლავს წყალი შუქს. ცოტა ხნით შევჩერდეთ და სასტუმროში დავბრუნდეთ.
ჰამო ამჯერადაც დაჰყვა ლუდას ნებას და დონის პირას დაეშვა, თუმცა უკვე საკმაოდ წვიმდა და იმის დიდი საშიშროება არსებობდა, წვიმა სეტყვაში გადაზრდილიყო.
– მაგრად ჩამოასხა, ლუდა, სასტუმროში ხომ არ დავბრუნდეთ? – ჰკითხა ჰამომ ლუდას. მაგრამ მოულოდნელად სამი ახალგაზრდა აღიმართა „ჯიპის“ წინ და ჯერ რკინის ჯოხებით ჩაამსხვრიეს შუშები, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი „კაპოტზე“ შეხტა და სალონში დააპირა შეღწევა. თუმცა, ჰამომ მკვეთრი უკუსვლით მოსწყვიტა „ჯიპი“ ადგილს და „კაპოტზე“ შემხტარი ახალგაზრდა მიწაზე დაენარცხა.
– დროზე, ჰამო, გავიქცეთ! – იკივლა ლუდამ, მაგრამ უკნიდან მომდგარმა „ჟიგულმა“ გასასვლელი დაბლოკა. მანქანიდან გადმომხტარმა ორმა ახალგაზრდამ პისტოლეტი და მოკლე ავტომატი მიუშვირა წყვილს და ავტომატიანმა უღრიალა კიდეც:
– არ გაინძრეთ, ფარერებო, თორემ ადგილზევე დაგადუღებთ!
– ესენიღა გვაკლდნენ... – გადაულაპარაკა ჰამომ ლუდას და მორჩილების იმიტაცია გააკეთა. ამ დროს კი მანქანა უეცრად მოწყვიტა ადგილიდან და მარჯვნივ გაიჭრა. შემდეგ მკვეთრად შემოატრიალა და შეიარაღებული ახალგაზრდებისკენ გააქანა. მათ აქეთ-იქით გადახტომა მოასწრეს. თუმცა, „ჯიპს“ ბორბლები დაუზიანეს და ოციოდე მეტრში ბორცვთან გაიჭედა, საიდანაც დონისკენ ხევი ეშვებოდა.
– ჩქარა, გავიქცეთ, – შეჰყვირა ლუდამ ჰამოს და მთაწმინდელთან ერთად მანქანიდან გადახტა, რომელსაც 20 მილიონი ევროთი სავსე კეისი ეპყრა ხელთ.
წყვილი ტყეში შეიჭრა და ღამის უკუნეთში ჩაძირულ ხეებს შორის გაიქცნენ. თავდამსხმელები უკან დაედევნენ. თუმცა, არ ესროდნენ, რადგან მილიციის გამოჩენის ეშინოდათ. წყვილმა კიდევ ორასიოდე მეტრი გაირბინა და შეჩერდნენ.
– რატომ გაჩერდი, ჰამო? – ჰკითხა ლუდამ მთაწმინდელს, – დაიღალე?
– არა, ლუდა, უბრალოდ სწორი ორიენტირებაა საჭირო, რომ ამ „ნაბოზრებმა“ ვერ მოგვიხელთონ, – უთხრა ჰამომ გოგონას. მაგრამ სიტყვა შუაზე გაუწყდა, რადგან ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და გაუჩინარდა.
– ჰამო, ჰამო! – აკივლდა ლუდა, რადგან იფიქრა, ჰამო მიწამ ჩაიტანა და დაიღუპაო. კივილი არც მაშინ შეუწყვეტია, როდესაც ხმაურზე მოსულმა თავდამსხმელებმა გოგონა შეიპყრეს და ძალით წაიყვანეს. თან პირზე აფარებდნენ ხელს, რომ მისი კივილი ვინმეს არ გაეგო.
გოგონა „ჟიგულთან“ მიიყვანეს, მანქანაში ჩააგდეს. პისტოლეტიანმა ახალგაზრდამ კი იარაღი მიადო ნიკაპზე და უთხრა:
– ხმა ჩაიწყვიტე, შე ძუკნავ, თორემ აქვე გაგათავებ!
– ძუკნას ხმა მესმის, – ამოისლუკუნა ლუდამ, რომელსაც ჰამო დაღუპული ეგონა და მზად იყო, თავი შეეკლა შეიარაღებული თავმდამსხმელებისთვის. ამიტომ ზიზღნარევი მზერა ესროლა პისტოლეტიანს, სახეში შეაფურთხა და უთხრა, – ჩათვალე, რომ ცოცხლებში აღარ წერიხარ!
პისტოლეტიანმა, რომელსაც თმა და სახე სველი ჰქონდა, ლუდას ფურთხი სახეზე ხელით შეიზილა, პათოლოგიურად გაიცინა და გოგონას უთხრა:
– უკიდურესად აღმაგზნე და ახლა ისე უნდა გაგჟიმო, სულ თავბედი გაწყევლინო.
პისტოლეტიანის სიტყვებმა ლუდას ჰამოს გაუჩინარების ამბავიც კი დაავიწყა წამით, გადაიხარხარა და უთხრა:
– გამომივიდა ახალი გრიშკა რასპუტინი! შენისთანები მინახავს? თავბედს იქით გაწყევლინებ, შე „პეტუხო“!
ლუდას სიტყვებზე დანარჩენმა ოთხმა თავდამსხმელმა გულიანად გაიცინა, პისტოლეტიანმა კი კოპები შეკრა და კბილებში გამოსცრა:
– ახლავე აგისრულებ მუქარას!
ლუდა უკიდურესად გაამხიარულა თავდამსხმელის მუქარამ, კვლავ გადაიხარხარა და უთხრა:
– პირველად მესმის, რომ ქალს ჟიმაობით ემუქრებოდნენ. მიდი მერე, რას უდგახარ? ან იქნებ არ გიმუშავებს ეგ საოხრე და მხოლოდ ენის ტარტალი იცი?
დანარჩენებმა ისევ გადაიხარხარეს, პისტოლეტიანი დაიბნა და ხან ლუდას უყურებდა, ხან – თავის მეგობრებს. მაგრამ, თავისი სიტყვების ასრულებას არ ჩქარობდა. ლუდამ მაცდურად გაუცინა პისტოლეტიანს და თითქმის კნავილით უთხრა:
– ტრაკი არ გაქვს თუ შენი პაძელნიკების აქ ყოფნა გზღუდავს? შენ კი მემუქრებოდი, მაგრად გაგჟიმავო, – ლუდამ მკერდი მოიშიშვლა, ერთ-ერთ თავდამსხმელს ანთებული სიგარეტი გამოართვა, ნაფაზი დაარტყა და პისტოლეტიანს შეაბოლა, თან უთხრა, – რას უდგახარ, თუ მოდიხარ, მოდი!
პისტოლეტიანი დანარჩენებს მოუბრუნდა და ბრძანების კილოთი უთხრა:
– მანქანიდან გადადით და „ბეემვეში“ დამელოდეთ!
დანარჩენი თავდამსხმელები მონუსხულები შეჰყურებდნენ ლუდას მკერდს და თვალს ვერ წყვეტდნენ. პისტოლეტიანის ნათქვამზე ყურიც არ შეუბერტყავთ და ეტყობოდათ, მანქანიდან გადასვლას არც აპირებდნენ.
– რა ვთქვი მე? – გაიმეორა ისევ მან, – ჩქარა, მანქანიდან გადადით!
– მიდი და შენ თვითონ გადადი! – მიუგო ავტომატიანმა, – ვინ ხარ, რომ ბრძანებლობ?
– დაგავიწყდა, ვინ ვარ? – კბილებში გამოსცრა პისტოლეტიანმა და იარაღის ლულა მარჯვენა თვალზე მიადო. მაგრამ, ავტომატიანის იარაღის ლულა, პისტოლეტიანს მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი.
– გეყოფათ ჩხუბი! – ჩაერია ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც ჰამომ „ბეემვეს“ კაპოტზე ააგდო და ნეკნები დაუზიანა, – რის გამო ხიპიშობთ, ძუკნა იმისაა, რომ ყველამ გავჟიმოთ. შენ კი მანქანიდან გვაგდებ?!
პისტოლეტიანმა ნეკნებდაზიანებულზე გადაიტანა მზერა და უთხრა:
– ყველა ერთად ხომ არ გავჟიმავთ? პირველი მე ვარ, თქვენ კი რიგში ჩადექით!
– რიგში ჩავდგეთ, რა, მარმელადს ხომ არ ვყიდულობთ? – სიტყვა გააწყვეტინა პისტოლეტიანს ავტომატიანმა, – კენჭი ვყაროთ და ამგვარად გავარკვიოთ, ვის რა ნომერი ერგება.
ლუდა კვლავ მკერდმოღეღილი იჯდა, ისევ აბოლებდა და ყურადღებით უსმენდა მოდავეებს, თან მომენტს არჩევდა, იარაღს დაუფლებოდა და თავდამსხმელები გაენეიტრალებინა. მედვედევა ყველაფრისთვის იყო მზად და ოთხივე თავდამსხმელის დახოცვის სურვილით ისე იყო შეპყრობილი, თვალსაც არ დაახამხამებდა ისე გამოასალმებდა სიცოცხლეს სათითაოდ. მიაჩნდა, რომ ჰამოს დაღუპვა მათი ბრალი იყო და საშინელი შურისძიებისთვის ემზადებოდა. ქალმა ნაფაზი დაარტყა და გაიფიქრა: „რა ბედნიერი ვიყავი ის რამდენიმე საათი, ჰამოსთან ერთად რომ გავატარე... მაგრამ რაც არ გერგება, არ შეგერგებაო, ნათქვამია და არც მე შემერგო. ჯერ ამ პეტუხებს დავხოცავ და მერე კი, ალბათ, თავსაც მოვიკლავ“.
მოდავეებს თითქმის გადაავიწყდათ ლუდა და კამათს განაგრძობდნენ. ბოლოს დანარჩენი ოთხის ზეწოლამ გადაწონა და თავდამსხმელები კენჭისყრაზე შეთანხმდნენ. სიგარეტის კოლოფიდან ვერცხლის ქაღალდი ამოგლიჯეს, „ჟიგულის“ საბარგულში ავტოკალმის გული იპოვეს, ქაღალდები ხუთ ნაწილად დაჰყვეს, შესაბამისად დანომრეს და სიგარეტის კოლოფში ჩაყარეს. ნეკნებდაზიანებულმა მეგობრებს გადახედა და თქვა:
– პირველი მე ამოვიღებ, – შემდეგ სიგარეტის კოლოფში თითი ჩაჰყო, ქაღალდი ამოაცურა, გაშალა და თქვა, – მეხუთე ვარ!
შემდგომ ორ თავდამსხმელს შესაბამისად, მესამე და მეოთხე რიგითობა შეხვდათ და ბოლოს პისტოლეტიანი და ავტომატიანი დარჩნენ.
პისტოლეტიანმა ავტომატიანს გახედა და უთხრა:
– მიდი, ამოიღე, იქნებ გაგიმართლოს!
ავტომატიანმა ირონიულად გაიღიმა, სიგარეტის კოლოფში თითი ჩაჰყო, ქაღალდი ამოაცურა, გახსნა, ჩახედა და პაუზა გააკეთა.
– რა ენა ჩაგივარდა, თქვი, რა ნომერი შეგხვდა, – შეუღრინა პისტოლეტიანმა.
– მეორე ვარ.
პისტოლეტიანს გაუხარდა. გადაიხარხარა, სიგარეტის კოლოფიდან ბოლო ქაღალდი ამოაცურა, გაშალა, ერთიანი ყველას დაანახვა და ამაყად თქვა:
– რაც არ გერგება, არ შეგერგება. თავიდანვე მე ვიყავი პირველი და ხომ ხედავთ, ტყუილად ამიხიპიშდით. ახლა კი, აქედან აახვიეთ, „ბეემვეში“ დამელოდეთ და სანამ არ დაგიძახებთ, აქ მოსვლა არ გაბედოთ! პირობა მაქვს შესასრულებელი და ეს ძუკნა ახლა გაათმაგებული სიბრაზით უნდა გავჟიმო.
ოთხი თავდამსხმელი უხალისოდ გადავიდა „ჟიგულიდან“ და „ჯიპისკენ“ გაიქცნენ, რადგან კვლავ ძალიან წვიმდა. დარჩენილი მძარცველი მკერდგაღეღილ ლუდას მიუბრუნდა და მანქანის სავარძლები გაშალა. პისტოლეტი „ჟიგულის“ ტორპედოზე დადო, შარვალი სწრაფად გაიძრო და ლუდას მკერდს დაეძგერა...
ლუდა უკანა სავარძელზე იყო მიყრდნობილი და კარგად ხედავდა, რა ხდებოდა გარეთ. მედვედევას უნდოდა, როგორმე ტორპედოზე დაგდებულ პისტოლეტს მისწვდომოდა და ჯერ მასთან მყოფი თავდამსხმელი მოეკლა, შემდეგ „ბეემვეში“ მსხდომებიც ჩაეხოცა და ბოლოს თავიც მოეკლა...
– ახლოს მოიწიე, – ჩასჩურჩულა ლუდამ უკიდურესად აღგზნებულ თავდამსხმელს და როდესაც ის ლუდას უფრო ჩაეხუტა, გოგონამ მოხერხებული მოძრაობით ამოატრიალა, პისტოლეტს დასწვდა და შუბლზე დაადო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში