რას გპირდებათ ვეფხვის წელიწადი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მთელი წლის განმავლობაში
ახალი 2010 წელი აღსავსე იქნება კოსმიური გამოცდებით.
ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი ცხოვრების დევიზი, მმართველი პლანეტა, ქვა, ფერი, ბედნიერი რიცხვი და ვარსკვლავური დრო. ამიტომ კარგად უნდა დააკვირდეთ ვეფხვის წელიწადში თქვენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დამახასიათებელ თვისებებს და გაითვალისწინოთ ისინი.
ვერძის დევიზია ამ წელს „მე ვარსებობ!“. მმართველი პლანეტაა მარსი. სასურველია ატაროთ ლალის ქვა. ფერებიდან მეტი ყურადღება დაუთმეთ წითელს და ნარინჯისფერს. ბედნიერი დღეა სამშაბათი. ვარსკვლავური დრო ვეფხვის წელიწადში დადგება ზაფხულში. ამ პერიოდში შეიძლება, წინსვლა გქონდეთ კარიერაში. წარმატება მოვა იმ შემთხვევაში თუ ინიციატივას გამოიჩენთ, ნუ ელოდებით სტიმულს, იმოქმედეთ დამოუკიდებლად.
2010 წელს კუროს დევიზია „მე მაქვს!“. მმართველი პლანეტაა ვენერა. სასურველია ამ ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა მთელი წლის განმავლობაში ატარონ აქატის ან მალაქიტის ქვები; უპირატესობა მიანიჭეთ ლიმონისფერს, ყავისფერს, კრემისფერს და მწვანეს. ბედნიერი დღეებია ორშაბათი და პარასკევი, რაც შეეხება ვარსკვლავურ დროს, ეს დადგება, 2010 წლის შემოდგომით ან ზამთრის დასაწყისში. ამ დროს თქვენ ირგვლივ გამოჩნდებიან ახალი, საინტერესო ადამიანები.
ტყუპების დევიზია „მე ვფიქრობ!“. მმართველი პლანეტაა მერკური. უპირატესობა მიანიჭეთ ქრიზოლითის და ოქროსფერი ტოპაზის ქვებს, წარმატებას მოგიტანთ ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და ცისფერი. ამ წელს თქვენთვის ბედნიერი დღეა ოთხშაბათი და კვირა. ვარსკვლავური დრო დადგება 2010 წლის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ამ დროს შესაძლოა, გააფორმოთ მნიშვნელოვანი საბუთები, შეიძინოთ ახალი მეგობრები. ისინი სასიკეთო გავლენას მოახდენენ თქვენს ცხოვრებაზე. ტყუპებისთვის ზაფხულის პერიოდი შედარებით რთული იქნება.
კირჩხიბის დევიზია ვეფხვის წელიწადში – „მე ვგრძნობ!“. მმართველი პლანეტაა მთვარე. სასურველია, მთელი წლის განმავლობაში ატაროთ ზურმუხტი ან მთვარის ქვა. კარგია ვერცხლისფერი, თეთრი და მწვანე. ბედნიერი დღეა ორშაბათი და ხუთშაბათი. ვარსკვლავური დრო კირჩხიბებისთვის დადგება ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში. ამ დროს გექნებათ კარიერაში წინსვლა.
ლომებისთვის წლის დევიზია „მე მინდა!“, მმართველი პლანეტაა მზე. ქვებიდან სასურველია, მთელი წლის განმავლობაში ატაროთ ბრილიანტი, მთის ბროლი ან ქარვა. უპირატესობა მიანიჭეთ წითელს, ოქროსფერს და ყვითელს. წლის ბედნიერი დღეა კვირა. ვარსკვლავური დრო ვეფხვის წელიწადში ლომებისთვის დადგება წლის პირველ ნახევარში და შემოდგომით, როცა შეიძლება, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.
ქალწულების წლის დევიზია: „მე ვაანალიზებ!“, ვეფხვის წელში მათი მმართველი პლანეტაა მერკური. სასიკეთო შედეგებს მოგიტანთ მთელი წლის განმავლობაში, ონიქსის და ქრიზოპრაზის ტარება. კარგია თეთრი, შავი, ყავისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი სამოსი. ბედნიერი დღეა ოთხშაბათი. ვარსკვლავური დრო დადგება წლის პირველ ნახევარში. დიდი შანსია, იპოვოთ ამ დროს ჭეშმარიტი სიყვარული. იყავით ყურადღებით, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. იღბალი, მეგობრები და ნაცნობები კი ამ მხრივ სასიკეთო ზეგავლენას მოახდენენ თქვენზე.
სასწორების წლის დევიზია: „მე გაწონასწორებული ვარ!“. მათი მმართველი პლანეტა 2010 წელს არის ვენერა. სასურველია, უპირატესობა მიანიჭოთ მთელი წლის განმავლობაში ნეფრიტის, ლაზურიტის და ჟადეიტის ქვებს, ფერებიდან კი ლურჯს, ცისფერს და მწვანეს. ბედნიერი დღეებია პარასკევი და შაბათი. ვარსკვლავური დრო სასწორებისთვის დადგება მარტიდან ივნისის ჩათვლით. ამ დროს შესაძლოა კარიერაში წარმატება. წლის ბოლოს აშკარად იგრძნობთ, რომ როგორც პროფესიონალი გაიზარდეთ.
მორიელისთვის ამ წლის დევიზია „მე მსურს!“, მმართველი პლანეტებია მარსი და პლუტონი. ქვებიდან კარგია ამ წელს ტოპაზის, ოპალის, ბერილის და ლალის ტარება. სასურველია, გეცვათ წითელი, მწვანე, ლურჯი და შავი ფერის ტანსაცმელი. 2010 წლის ბედნიერი დღე თქვენთვის არის სამშაბათი. ვარსკვლავური დრო დადგება ივნისის დასაწყისში, რომელიც ხელს შეგიწყობთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებასა და საინტერესო წინადადებების მიღებაში. სიყვარული, ოჯახი და შემოქმედებითი მუშაობა ამ პერიოდში დიდ სიხარულს მოგანიჭებთ.
მშვილდოსნისთვის წლის დევიზია „მე მესმის!“, მმართველი პლანეტაა იუპიტერი. კარგია ფირუზი და ლაზურიტი. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ლურჯს, ცისფერს და იისფერს. წლის ბედნიერი დღეა ხუთშაბათი. ვარსკვლავური დრო ვეფხვის წელიწადში მშვილდოსნებისთვის დადგება ივნისში. ამ დროს მოჰკიდეთ ხელი ახალ საქმეებს.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების დევიზი 2010 წელს არის „მე ვიყენებ!“, მმართველი პლანეტაა სატურნი, ქვებიდან კარგია: ონიქსი, მწვანე ან ყვითელი იასპი და ძოწი, ფერებიდან, მთელი წლის განმავლობაში უპირატესობა მიანიჭეთ შავს, ყავისფერს, კრემისფერს, ლურჯსა და ყვითელს. ბედნიერი დღეებია სამშაბათი და შაბათი. ვარსკვლავური დღე დადგება სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში. თქვენ ამ დროს შეძლებთ გააფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, მიიღოთ მნიშვნელოვანი საბუთი, შეიძინოთ ახალი მეგობრები, რაც მეტად სასიკეთო ზეგავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. ერთგული მეგობრების დახმარება მთელი წლის განმავლობაში შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.
მერწყულების დევიზი ამ წელს იქნება „მე ვიცი!“, მმართველი პლანეტა კი არის ურანი. უმჯობესია, მთელი წლის განმავლობაში ატაროთ ძოწი, ცირკონი, საფირონი ან აკვამარინი. ფერებიდან კარგია ცისფერი, ვერცხლისფერი და ნაცრისფერი. ბედნიერი დღეებია ოთხშაბათი და შაბათი. ვარსკვლავური დრო მერწყულებისთვის დადგება გაზაფხულზე და სექტემბრის შუა რიცხვებში, როცა შესაძლებელი გახდება, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების დევიზია „მე მჯერა!“, მმართველი პლანეტაა ნეპტუნი. ქვებიდან კარგია ამეთვისტო, მარგალიტი და გიშერი, ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ლურჯს, იისფერს, ზღვის ტალღის ფერს და მწვანეს. 2010 წელს ბედნიერი დღეები იქნება ორშაბათი და პარასკევი. ვარსკვლავური დრო თევზებისთვის დადგება გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. აუცილებლად დაიწყეთ ამ დროს ახალი საქმე. გამოავლინეთ ინიციატივა, სასიკეთოდ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება.