კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა შემოყაროს ახალი წლის ღამეს მეკვლემ სახლში და როგორ უნდა მოიქცნენ გასათხოვარი გოგონები, სანამ 12 საათი ჩამოჰკრავს


ყოველ ახალ წელს ადამიანები იმედითა და უკეთესი მომავლის რწმენით ხვდებიან. ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან, ძველ წელს აცილებენ და სამომავლოდ, სურვილების ახდენას ელიან. ყველა ოჯახში ტრადიციულად იშლება სუფრა, ოჯახის წევრები ერთმანეთს ულოცავენ ახალი წლის დადგომას, უძღვნიან საჩუქრებს, ელოდებიან ფეხბედნიერი მეკვლის მოსვლას და დილამდე მხიარულობენ.

ახალ წელს, უძველესი დროიდან, დიდი მაგიური დატვირთვა აქვს. ამ დღეს უნდა გაითვალისწინოთ სწორედ ის რეკომენდაციები, რომლებიც სამომავლოდ თქვენი და თქვენი ახლობლების წარმატებასა თუ ბედნიერებაზეა პასუხისმგებელი.

თუ როგორ დავიბედოთ სიკეთე, ბედნიერება და სასურველი მომავალი, რა გავითვალისწინოთ საახალწლოდ და რა მოვიმოქმედოთ 12 საათის ჩამოკვრისას, ამ თემებზე გვესაუბრება და სასიკეთო რჩევებს მოგვაწვდის, დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოსი ქალბატონი ლალი. თუ მის რეკომენდაციებს და რჩევებს ყურადღებას მიაქცევთ, დარწმუნებული იყავით, რომ მომავალი 2010 წელი თქვენთვის იღბლიანი აღმოჩნდება.



ლალი: ახალი წლის დადგომა თითოეულ ჩვენგანში იმედებისა და ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება. ვცდილობთ, ძველ წელს გავატანოთ ტკივილი, სევდა და სასიამოვნო განცდითა და მომავალი ბედნიერების იმედით დაველოდოთ ახალ წელს. აუცილებელია იცოდეთ, რას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ახალი წლის დღეებში, რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენივე ბედნიერებისთვის და ოჯახური წარმატებისთვის. დაკვირვებული ვარ, როგორი პრობლემებიც არ უნდა გვქონდეს, რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, შინაგანად ყველანი ახალ წელს მაინც სასწაულს ველოდებით. აფორიაქებულები ვართ, გვინდა, არ გავიხსენოთ ტკივილი, დარდი და უსიამოვნება, მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ. ტყუილად როდი ამბობდნენ ჩვენი წინაპრები, ახალ წელს კარგი განწყობით უნდა შეხვდეთ, მაშინ მოგეცემათ შანსი, მომავალი წელი წარმატებული გქონდეთო. განწყობა კი ჩვენვე უნდა შევიქმნათ ამ დღეს. ასევე, უნდა იფიქროთ სადღესასწაულო ჩაცმულობაზე, გარეგნობაზე. აუცილებლად შეიძინეთ რაიმე ახალი. თუ ახალი ტანსაცმლის შეძენას ვერ შეძლებთ, რაიმე აქსესუარი მაინც შეიძინეთ. გამოკოხტავდით და სუფრას ისე მიუჯექით. ეს მნიშვნელოვანია ამ დღეს. აუცილებელია, ყველა ოჯახში დაიდგას ნაძვის ხე საახალწლოდ. მასზე კი ის სათამაშოები უნდა დაკიდოთ, რაც თქვენს პირად ცხოვრებას თუ ოჯახის წევრების ოცნებების ახდენას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ვაშლი უძველესი დროიდან ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება. ის შეგიძლიათ, ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ და დაელოდოთ ბედში ცვლილებას მთელი წლის განმავლობაში. კვერცხი კი ჰარმონიის და კეთილდღეობის სიმბოლოა. თუ გსურთ თქვენი პირადი ცხოვრება სწორედ ასეთი იყოს, მაშინ ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ მისგან დამზადებული სათამაშო, რომელიც ათასგვარი ბრჭყვიალა ლენტით იქნება გაფორმებული. ეს შეგიძლიათ, თავად გააკეთოთ ან შეიძინოთ, კვერცხის ფორმის სათამაშო. მას კი, ვისაც მარტოობა ტანჯავს და სასურველი სასიყვარულო პარტნიორი ჯერაც ვერ უპოვია, მათთვის არსებობს ერთი მარტივი რიტუალი. კერძოდ, ახალ წელს, სანამ საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, მაგიდის ქვეშ უნდა შეძვრეთ და ახალი წლის დადგომას იქ დაელოდოთ. ასევე, გამახსენდა ერთი მეთოდი დასაოჯახებლებისთვის: როგორც კი თორმეტ საათს ერთი წუთი დააკლდება, წინასწარ მომზადებულ ფურცელზე დაწერეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვის გვერდითაც გსურთ თანაცხოვრება. თან მიუთითეთ, როგორი ურთიერთობა გსურთ მასთან მომავალ წელს. მოუკიდეთ ცეცხლი და თუ ქაღალდი თორმეტ საათამდე დაწვას მოასწრებს, დარწმუნებული იყავით, რომ ეს თქვენი სურვილი, კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, მომავალი წლის განმავლობაში აუცილებლად ასრულდება. ოღონდ იმედი არ უნდა დაკარგოთ და თან ჭკვიანურადაც იმოქმედოთ. ახლა რომ ამ რიტუალებზე ვსაუბრობ, ერთი ანეკდოტი გამახსენდა: კაცი იხრჩობოდა და ღმერთს შესთხოვდა, გადამარჩინეო. ღმერთმა უთხრა, ხელ-ფეხი გაანძრიე და გეშველებაო. ახლა, თქვენ თუ სურვილები ჩაუთქვით, მომავალ წელს კი ფეხი-ფეხზე გადაიდეთ და ელოდეთ, ახდებაო, ასე არ არის. თქვენც უნდა იმოქმედოთ და სურვილს ახდენაში შეუწყოთ ხელი.

– თუ არსებობს რაიმე წესი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ახალი წლის ღამით მომავალზე შევიტყოთ ინფორმაცია?

– ამ მხრივ ახალი წელი სწორედაც რომ ზედგამოჭრილი დროა (იცინის). მე გასწავლით წესებს, რომლებიც თქვენი სურვილისამებრ, უნდა გაითვალისწინოთ. სანამ ამაზე გესაუბრებით, გეტყვით, რომ აუცილებლად შეიძინეთ საახალწლოდ ახალი ცოცხი. ეს წესი, უპირველესად, გასათხოვარმა გოგონებმა უნდა გაითვალისწინონ. 12 საათს რომ რამდენიმე წუთი დააკლდება გამოხვეტეთ სასტუმრო ოთახი და მტვერი არ გადაყაროთ, სანამ ახალი წელი არ დადგება. კუთხეში მიხვეტეთ ისე, რომ არ ჩანდეს და როგორც კი ახალი წელი დადგება გარეთ გახვეტეთ ახალივე ცოცხით. ასევე, როგორც კი ჩამოჰკრავს 12 საათი და დაილოცებით, ადექით და გამოაღეთ ფანჯრები. ამით ძველ წელს გარეთ გაუშვებთ, ახალს კი შემოუშვებთ. ახლა კი იმ მაგიურ რიტუალებზე მოგახსენებთ, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. კერძოდ, თუ გსურთ სურვილი აიხდინოთ, მაშინ ქაღალდის ფურცელზე ფანქრით უნდა დაწეროთ თქვენი სურვილი, სანამ ახალ წელს საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, უნდა მოასწროთ სურვილის დაწერა, ქაღალდის დაწვა, ფერფლის შამპანურის ჭიქაში ჩაყრა და დალევა. ამ ყველაფრის მოსწრების შემთხვევაში, სურვილი აუცილებლად აგიხდებათ. თუ გასათხოვარი ხართ, მაშინ გარეთ გადით თორმეტ საათზე და ჩაიფიქრეთ სურვილი გათხოვებაზე. მაგალითად, როგორი საბედო გსურთ, ვის სიყვარულზე ოცნებობთ, ვისთან გინდათ ოჯახის შექმნა და ასე შემდეგ. შემდეგ, ცაში უნდა აიხედოთ და ოცნება გულში რამდენიმეჯერ გაიმეოროთ. ამის შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა, რაიმე ნივთი, რომელიც საახალწლო ნაძვის ხეზე ან მის ქვეშ დევს, უნდა აიღოთ და ბალიშის ქვეშ დაიდოთ. არ არის გამორიცხული სიზმარში საბედო მოვიდეს და წინასწარ გაიგოთ თქვენი მომავალი მასთან. ასევე, უძველესი ტრადიციაა ბედობა დღეს, 2 იანვარს, მომავლის გაგება ბეჭდით.

– ეს როგორ უნდა მოვახერხოთ?

– ღამის თორმეტ საათზე აიღეთ ჩვეულებრივი, გამჭვირვალე, სწორძირიანი ჭიქა, ჩაასხით მასში წყალი ნახევრამდე. ჩააგდეთ წყალში ქორწინების ბეჭედი. აანთეთ თეთრი ფერის სანთელი, ცოტა ხანს უყურეთ მას და თან გულში სამჯერ თქვით: „მითხარი ის, რაც ჩემს თავს უნდა მოხდეს, არ დამიმალო და მეც გავითვალისწინებ“. შემდეგ, ეს სანთელი წყალში ჩაუშვით და ასე ჩააქრეთ. ნახევრად ბნელ ოთახში ჩაიხედეთ ჭიქაში და დააკვირდით, რას ხედავთ ბეჭდის შუა, სივრცეში. აუცილებლად მარტო უნდა იყოთ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაინახოთ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს. სხვათა შორის, გასათხოვარი გოგონები ამ დროს ჭიქაში მომავალი საბედოს გამოსახულებას ხედავენ. დაოჯახებულები კი საინტერესო მოვლენებს იგებენ წინასწარ.

– მეკვლესთან დაკავშირებითაც ხომ ვერ მოგვცემთ რჩევებს?

– დიდი სიამოვნებით. მინდა ყველა ოჯახში ბედნიერება და ჰარმონია სუფევდეს. ამიტომ, ყველა რჩევას გაგიზიარებთ, რაც კი ვიცი და ოდესმე მსმენია საახალწლო რიტუალთან დაკავშირებით. მეკვლის გარეშე, მართლაც რომ, წარმოუდგენელია. ის მომავალი წლის დამბედებლად, მაცნედ მოიაზრება. მეკვლედ ისეთი ადამიანი მოიპატიჟეთ სახლში ახალ წელს, რომელიც შეძლებული ოჯახიდანაა, მშობლებიც ცოცხალი ჰყავს და გასული წლის განმავლობაშიც არავინ დაღუპვია. ისე, სასურველია, მისი ფეხი დაცდილი გქონდეთ. აქვე გეტყვით, რომ დაუპატიჟებელი მეკვლესიც არ უნდა შეგეშინდეთ. მთავარია, მან წრფელი გულით, ტკბილეულით, ბრინჯითა და ხურდა ფულით შემოდგას მარჯვენა ფეხი პირველმა ახალი წლის ღამეს.

– ბრინჯი და ხურდა ფული რაღა საჭიროა ახალი წლის ღამეს?

– ამით მეკვლეს ოჯახში სიკეთე, დოვლათი და ბარაქა შემოაქვს. თან ხურდა ფულისა და ბრინჯის შემოყრა სახლში მეკვლის ხელით, ფინანსურ უზრუნველყოფას გპირდებათ მთელი წლის განმავლობაში.


скачать dle 11.3