კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სვით არაყი! – გვირჩევენ ამერიკელები


– ვისკიმ, ყოველ შემთხვევაში, ამერიკულმა, შესაძლოა, გამოიწვიოს უფრო ძლიერი ნაბახუსევის სინდრომი, ვიდრე არაყმა, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის შტატ როდ-აილენდის ბრაუნის უნივერსიტეტის სწავლულები.

ექსპერიმენტში 95 მოხალისე იღებდა მონაწილეობას. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც სიმინდის ვისკის, ბურბონს სვამდა, გაცილებით მძიმე ნაბახუსევის ნიშნები ჰქონდათ – თავის ტკივილი, გულისრევა, წყურვილი, დაღლილობა ვიდრე მათ, ვინც არაყს მოიხმარდა. მაგრამ, რაიმე საქმის გასაკეთებლად მობილიზების უნარი ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს თითქმის ერთნაირი ჰქონდათ.

ექსპერიმენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დამარის როჰზენაუ, ნაბახუსევის სინდრომების ასეთ განსხვავებას ხსნის იმით, რომ ვისკი შეიცავს გაცილებით მეტ გვერდით პროდუქტებს, როგორიცაა: აცეტონი, ძმრის ანჰიდრიდი და ტანინი, – ვიდრე არაყი.


скачать dle 11.3