შიშველი „მანჩესტერი“
გასული სეზონის სტარტზე ვერავინ იფიქრებდა, რომ ინგლისური „ბარნლი“ პრემიერლიგის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ამ გუნდის ფეხბურთელებმა შეუძლებელი შეძლეს და უძლიერესთა შორის აღზევდნენ. ჰოდა, პრემიერლიგის მეორე ტურში „ბარნლი“ ქვეყნის ჩემპიონს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობს და ამ გუნდის ფეხბურთელები უკვე წუწუნებენ, რომ თამაშის შემდგომ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
„უკვე ვიცით, რომ „ბარნლის“ გასახდელში საერთო შხაპია, ანუ ყველა ყველას ხედავს და გამოდის, მთელი გუნდი უნდა გაშიშვლდეს და ერთმანეთს უყუროს. ასე არ შეიძლება და ანალოგიური რამ ფეხბურთის ასოციაციამ არ უნდა დაუშვას“, – წუწუნებენ „მანჩესტერის“ ვარსკვლავები.
„ცალკე კაბინების გაკეთება მთელი გასახდელების რეკონსტრუქციას გამოიწვევს, საამისო ფული კი არ გვაქვს. დასამალი არაფერია, ყველა ფეხბურთელი კაცია და თანაგუნდელის არ უნდა შერცხვეს“, – ასეთია „ბარნლის“ შეფების პასუხი.