კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თურქი მილიონერების სიაში წარმოშობით ქართველი სამი ძმა შედის


ნურეთინ ჩარმიკლი ცნობილი და გავლენიანი ქართული წარმოშობის თურქი ბიზნესმენია, რომელიც თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ კარგად ცნობილი მრავალპროფილიანი ჰოლდინგის „ნუროლის“ პრეზიდენტია. ჩარმიკლი საქართველოს საპატიო გენერალური კონსულია თურქეთში. საპატიო საკონსულო თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარეობს. ამ ქვეყანაში მის დიდი გავლენაზე ისიც მეტყველებს, რომ 2009 წლის აპრილში, ანკარაში ვიზიტად მყოფი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი თანმხლები პირები სწორედ ნურეთინ ჩარმიკლის სასტუმროში დაბინავდნენ და მეპატრონესთან ერთად ამერიკის პირველმა პირმა ფოტოებიც გადაიღო. თურქულმა პრესამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნურეთინი, რომელმაც ობამას მასპინძლობა ითავა, ერთადერთი ბედნიერი თურქი ბიზნესმენი აღმოჩნდა, რომელსაც წილად ხვდა ამერიკის 44-ე პრეზიდენტთან ფოტოსურათების გადაღება.

ნურეთინ ჩარმიკლის სახელი ქართულ საზოგადოებაში მას შემდეგ გახმაურდა, რაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ ნაწილი გაიხსნა. ამ პრეზენტაციისას ბიზნესმენმა განაცხადა, რომ საქართველოში მრავალმილიონიანი ინვესტიციების დაბანდებას გეგმავს.

„ჩვენ აქტიურად ვმოღვაწეობთ საქართველოში და ამ ქვეყანაში სამშენებლო პროექტებს ვახორციელებთ. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმის „ლუქსის“ ტიპის სასტუმრო კომპლექსში განხორციელებული ინვესტიცია“, – აცხადებს ნურეთინ ჩარმიკლი.

საქართველოს პრეზიდენტმა, ორ ქვეყანას – თურქეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის ჩარმიკლი 2009 წლის 26 თებერვალს სპეციალური მედლით „ოქროს საწმისით“ დააჯილდოვა.

ნურეთინ ჩარმიკლი რომ ძალზე გავლენიანი ბიზნესმენია, ამაზე ცნობილი ამერიკული ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებიც მეტყველებს. გამოცემის ინფორმაციით, 2009 წლისთვის ნურეთინ ჩარმიკლის ქონება 285 მილიონ დოლარს აღწევდა. „ფორბსის“ მიერ შედგენილ 100 უმდიდრესი თურქი მილიონერის სიაში ის 79-ე ადგილზე გავიდა. საინტერესოა, რომ უმდიდრეს და ყველაზე გავლენიან თურქთა სიაში ნურეთინის ძმებიც მოხვდნენ. ეროლ ჩარმიკლი 275 მილიონი დოლარით 81-ე ადგილზე გავიდა, მეჰმეთ ოგუზ ჩარმიკლი კი – 83-ე ადგილზე, ასევე 275 მილიონით. ქართული წარმოშობის სამი ძმის ქონება ჯამში 835 მილიონი დოლარია.

ნურეთინ ჩარმიკლი 1934 წელს თურქეთში ართვინის მხარის ქალაქ არჰავში დაიბადა. სწორედ ამ ქალაქში გაატარა მან თავისი ახალგაზრდობა და მომავალ კარიერასაც აქვე ჩაუყარა საფუძველი. ნურათინ ჩარმიკლის ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პატარა, ულამაზესი ქალაქი არჰავი თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს მთიანეთში მდებარეობს. იგი ლაზებითაა დასახლებული და მისი ლაზური სახელწოდებაა არკაბი. ადრე მას კაპისრე რქმევია. არჰავში ამჟამად 16 ათასამდე მოსახლე – თითქმის სულ ლაზები ცხოვრობენ.

ჩარმიკლების ოჯახს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ნურეთინის, ეროლისა და მეჰმეთ ოგუზის წინაპრები ვაჭრობის სფეროში საქმიანობდნენ. სამი ბიზნესმენი ძმის მამა, ეიუპ საბრი ჩარმიკლი არმადანში ეწეოდა კომერციას და საკუთარი ბიზნესი შვილებს მემკვიდრეობით გადასცა. სხვათა შორის, ართვინის ერთ-ერთი სკოლა ჩარმიკლების მამის ეიუპ საბრის სახელს ატარებს. ეს უკანასკნელი 1902 წელს დაიბადა ართვინში და 1949 წელს გარდაიცვალა. ეიუპ სარბის 5 შვილი ჰყავდა: ვაჟები – ნურეთინი, ეროლი და მეჰმეთ ოგუზი და ორი ქალიშვილი – ტურკანი და სერვი.

ნურეთინ ჩარმიკლიმ 1966 წლის 17 იანვარს კომპანია „ნუროლი“ შუათანა ძმასთან, ეროლთან ერთად, თანაბარი უფლებებით დააფუძნა და ძმები ოჯახურ ბიზნესს დღემდე წარმატებით უძღვებიან. რაც შეეხება კომპანიის სახელწოდებას, სწორედ ძმების სახელების პირველი და ბოლო ნაწილების შერწყმიდან მოდის: ნურ (ნურეთინი) და ოლი (ეროლი). იმ დროისთვის ჩარმიკლების უმცროსი ძმა – მეჰმეთ ოგუზი სკოლის მოწაფე იყო. ის ძმების ბიზნესს მოგვიანებით, 1981 წლიდან შეუერთდა. ნურეთინ ჩარმიკლი და მისი ძმები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თურქული ჰოლდინგის, „ნუროლის“ მფლობელები და პარტნიორები არიან. თავად ნურეთინ ჩარმიკლი „ნუროლ ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, მისი ძმები – ეროლი და მეჰმეთ ოგუზი კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები.

ნურეთინ ჩარმიკლი აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება შემთხვევით არ გადაუწყვეტია. მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მშობლიური ქალაქის მთებს იქით საქართველო, მისი წინაპრების სამშობლო მდებარეობდა, რომელსაც მხოლოდ შავი ზღვის ქართული სანაპიროს მხრიდან მომართული საბჭოთა სასაზღვრო პროჟექტორის სინათლის ნაკადის მიხედვით აღიქვამდა. საბჭოთა კავშირის დროს მისთვის მეზობელ საქართველოში შეღწევა შეუძლებელი იყო და შორიდან ოცნებობდა ქართულ მიწაზე მოხვედრას. მას ოცნება დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც აუხდა. ცოტა ხნის წინათ ბათუმში „შერატონის“ სასტუმროს ნაწილის პრეზენტაციაზე ნურეთინ ჩარმიკლიმ საქართველოს პრეზიდენტისგან ექსტრავაგანტური საჩუქარი მიიღო – საბჭოთა ეპოქის დროინდელი პროჟექტორი.

საქართველოში „ნუროლ ჰოლდინგმა“ აქტიური მოღვაწეობა 2006 წლიდან დაიწყო, როდესაც „ნუროლ ჯორჯია ლტდ“ დაფუძნდა. კომპანიის პირველ მიზნად ბათუმში უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო კომპლექსის, თბილისში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის აშენება გამოცხადდა.

„ნუროლი“ უახლოეს პერიოდში საქართველოში ყველაზე მასშტაბურად გამოცხადებულ სამშენებლო პროექტშიც მონაწილეობს. ლაპარაკია ნამახვანის ჰიდროკასკადის პროექტის განხორციელებაზე, რომლის მშენებლობა 2011 წლიდან დაიწყება. ნამახვანის ჰიდროკასკადის მშენებლობისას, სავარაუდოდ, 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდება. „ნუროლი“ ამ პროექტში მილიარდამდე დოლარის ინვესტირებას ახორციელებს.

ჩარმიკლების ოჯახი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილსა და უნივერსალურ კომპანიას ფლობს. ჰოლდინგის ინტერესები მთელ მსოფლიოზე ვრცელდება – სპარსეთის ყურედან დაწყებული, საქართველოთი, ბულგარეთითა და აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად „ნუროლი“ სამშენებლო ბიზნესზე იყო ორიენტირებული. ამ კომპანიის აშენებულია ისკანდერისა და ელაზიგის მეტალურგიული ქარხნები, მურგულის გოგირდმჟავას წარმოება, ვერტმფრენ „F-16-ის“ აღჭურვილობის ქარხანა და ანკარის წყალმომმარაგებელი გვირაბი. მისივე აშენებულია არაერთი სარკინიზგო მაგისტრალი, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები და საავტომობილო ტრასები. „ნუროლმა“ ნავთობით მდიდარ საუდეთში რამდენიმე ძვირადღირებული საცხოვრებელი უბანი ააშენა და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.

1999 წელს ჰოლდინგმა საკუთარი ბანკი – „ნუროლ ინვესტმენტ ბანკი“ დააფუძნა სტამბულში, რომელსაც ამჟამად ფილიალები ანკარასა და იზმირშიც აქვს.

„ნუროლ ჰოლდინგი“ – „ნუროლ გრუპ კომპანი“ ხუთ განსხვავებულ სფეროში საქმიანობს. ჰოლდინგში შემავალ 40-მდე კომპანიაში, როგორც აღვნიშნეთ, ათასობით ადამიანია დასაქმებული. „ნუროლის“ საბაზისო კომპანიაა „ნუროლ კონსტრაქშენ ენდ ტრეიდინგ ინკ“. ის პირველ ეტაპზე პროფილური კომპანია იყო. „ნუროლ კონსტრაქშენი“ 1966 წელს დაფუძნდა. ეს „ნუროლ ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შემავალი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელშიც ამჟამად 10 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიის შტაბ-ბინა ანკარაშია.

„ნუროლ კონსტრაქშენი ენდ ტრეიდინგ ინკ“ თავის მხრივ უფრო წვრილი სტრუქტურული ერთეულებისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს „ნუროლ კონსტრაქშენი“ მსოფლიოს 225 საუკეთესო სამშენებლო კომპანიას შორის დასახელდა. მისი შტაბი აბუდაბიში მდებარეობს და მისი ბიზნესმენეჯერი ქართული წარმოშობის ოგუზან ჩარმიკლია. „ნუროლ კონსტრაქშენ პარტისიფეიშენმა“ სპარსეთის ყურესა და აბუდაბიში საქმიანობის მცირე დროში, შეძლო, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაგებობა აეშენებინა. „ნუროლ კონსტრაქშენ პარტისიფეიშენმა“ სპარსეთის ყურეში განხორციელებულ პროექტებში 1,8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანია „ნუროლ ლიბია“ სამშენებლო სამუშაოებს ლიბიაში ახორციელებს. მისი აგებულია ალგარაბოლიდან მისურათას სანაპირო საავტომობილო გზატკეცილი, უნივერსიტეტი ქალაქ ალ ფატეში და რამდენიმე ეკონომიკური სასწავლებელი. კომპანიამ ლიბიაში 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. „ნუროლ ალჟირი“ 2003 წელს დაფუძნდა. მან განახორციელა პროექტი „დოუერის გუმბათი“ ალჟირის დედაქალაქიდან 20 კილომეტრში. ამ კომპლექსის ღირებულება 65 მილიონი დოლარია და მისი მშენებლობა 2010 წელს დასრულდება. „ნუროლ რაშამ“ რუსეთში საქმიანობა 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ამჟამად კომპანია რუსეთის გარდა თურქმენეთში, ყახაზეთსა და ავღანეთშიც მოღვაწეობს.

„ნუროლ ჰოლდინგის შემადგენლობაშია აგრეთვე კომპანია „ნუროლ ისტეიტ ინვესტმენტ კო“, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა. მისი შტაბ-ბინა სტამბულშია. კომპანია აქტიურად საქმიანობს თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე.

„ნუროლ ჰოლდინგი“ წარმატებით საქმიანობს თავდაცვითი პროდუქციის წარმოების სექტორშიც. კომპანია „ნუროლ მეშინერი ენდ ინდ.კო.“ 1976 წელს დაფუძნდა. ის თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ლიცენზიის საფუძველზე აწარმოებს სხვადასხვა სამხედრო ტექნიკას და სარემონტო სამუშაოებსაც უტარებს მას. მისი კომპანიები იარაღს, ტექნიკურ აღჭურვილობას, მათ შორის, ვერტმფრენებსაც აწვდიან თურქეთის არმიას. „ნუროლმა“ თავდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში მილიარდამდე დოლარის პროდუქცია გაყიდა უცხოეთში. კომპანია უშვებს „ეჯერის“ ტიპის ჯავშანმანქანებს, სამხედრო ტრაილერებს, სამხედრო ავტომობილებსა და ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ფილტრაციის სისტემებს.

„სტილ კონსტრაქშენ დივიშენი“ 1995 წელს არის დაფუძნებული. ეს ფოლადის გადამამუშავებელი წამყვანი კომპანიაა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს როგორც თურქეთში, ასევე უცხოეთში. „ნუროლ ტექნოლოჯის ინკ“, „ტურსერ ტურიზმ სერვის ენდ ტრეიდინგ ინკ“ 1983 წლიდან არსებობს. ამ კომპანიის შემადგენელი ნაწილია „ანკარა შერატონი“ და სასტუმროების კომპლექსი. თურქეთში გამორჩეული „ანკარა შერატონ ჰოტელი“ 24-სართულიანია და კლიენტებს უმაღლესი დონის მომსახურებას სთავაზობს. „ბოსფორ ტურიზმ მენეჯმენტ ინკ“ 1990 წელს დაფუძნდა და ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტურისტულ სააგენტოდ ითვლება 1980-იანი წლებიდან. კომპანია „ლაბ სალიმა ჰოლიდეი ვილიჯ ენდ ტურიზმს მენეჯმენტ ინკ“ 1994 წელს დაარსდა. ეს უმაღლესი კლასის, დასახლების ტიპის სასტუმრო ანტალიაში მდებარეობს, რომელიც 392 ნომრისგან შედგება.


скачать dle 11.3