კანავარომ იტალიელები გააშიშვლა
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფაბიო კანავარომ კლუბის მთავარ მწვრთნელთან, ჩირო ფერარასთან ერთად, საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომლის მიზანიც ნეაპოლში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაა. კანავარო და ფერერა წარმოშობით ნეაპოლიდან არიან და თანამოქალაქეთა დახმარებას ყველანაირად ცდილობენ. ჰოდა, ფაბიომ ახალი აქცია წამოიწყო და, სავარაუდოდ, ამ გზით ფონდს რამდენიმე მილიონ დოლარს შეჰმატებს.
იტალიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ყოველი ახალი წლის წინ ყველაზე ცნობილი 134 იტალიელი მოდელი, შიშვლდება და მათი ფოტოები კალენდრის 12 თვეზე ნაწილდება. კანავარომ ანალოგიური რამის გაკეთება გადაწყვიტა, ოღონდ, ამჯერად ფეხბურთელები გააშიშვლა და თვადაც გაშიშვლდა. კალენდრები გასაყიდად იანვარში გამოვა.
- თუ ქალბატონების კალენდრებს კაცები ყიდულობენ, რატომ არ უნდა იყოს პირიქით? დარწმუნებული ვარ, ჩვენი კალენდარიც დიდი ტირაჟით გაიყიდება და დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით, – განაცხადა კანავარომ.
მათ რიგებში, ვინც ქველმოქმედებისთვის გაშიშვლებას დასთანხმდა, ალბერტო ჯილარდინო, ლუკა ტონი, მარკო მატერაცი, მატეო ფერარი და იტალიის ნაკრების სხვა ცნობილი სახეები არიან.