კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყელისა და დეკოლტეს მოვლა


ქალის ასაკს რამდენიმე „სავიზიტო ბარათი“ აქვს: ხელები, თვალები, ტუჩები, ყელი და დეკოლტე.

დღეს შემოგთავაზებთ ყელისა და დეკოლტეს მოვლის წესებს.

როგორც იცით, უკვე გაჩენილ ნაოჭებს ძნელად თუ ეშველება, ამიტომ, წინასწარ მიიღეთ ზომები, რომ თავიდან აიცილოთ ნაადრევი სიბერე:

* პირველ ყოვლისა, მოიწესრიგეთ სასთუმალი: დაძინებისას ნუ დადებთ თავს მაღალ ბალიშზე.

* დღეში ერთხელ, 5 წუთით მაინც, თავზე დაიდეთ მოზრდილი წიგნი და იარეთ ოთახში. ამით თავიდან აიცილებთ ღაბაბის გაჩენას.

* თუ შეამჩნიეთ, რომ ყელზე კანი ოდნავ მოშვებული გაქვთ, გული არ გაიტეხოთ: კვირაში 2-3-ჯერ რეგულარულად შეიზილეთ შემთბარი ზეითუნის ზეთი ან კოსმეტიკური რძე, წრიული მოძრაობით ლავიწიდან ნიკაპამდე და დეკოლტეს მიდამოებში. ამავე მიმართულების მოძრაობით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი ერთი მუჭა ოდნავ დანამული მარილით, კანის ოდნავ შეწითლებამდე. შემდეგ საჭიროა ცხელი კომპრესი: რამდენიმე ფენა დოლბანდი დაასველეთ ცხელ წყალში გაზავებულ რძეში (პროპორციით 1:1) და დაიფინეთ ყელსა და დეკოლტეზე 5 წუთით. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე, მონაცვლეობით (მარილით მასაჟი – კომპრესი). ბოლოს შეისხით ცივი წყალი და წაისვით კრემი.

* დილას და საღამოს, პირის დაბანის შემდეგ, ყელზე დაიტყაპუნეთ სპეციალურ ხსნარში დასველებული ტამპონი. ხსნარი: 1 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით ერთი სადილის კოვზი სუფრის მარილი, 1 სადილის კოვზი არაყი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. შემდეგ შეისხით გრილი წყალი, ყელზე და დეკოლტეზე წაისვით მკვებავი კრემი ან ზეითუნის ზეთი, გაიჩერეთ 20 წუთი და აიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.

* ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი გადმოასხით პატარა ჭურჭელში და შეათბეთ წყლის აბაზანაზე. დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და წრიული მოძრაობით (ლავიწიდან ნიკაპამდე) წაისვით ყელზე და დეკოლტეზე და შეიხვიეთ ოთხად დაკეცილი რბილი ქსოვილით. ნახევარი საათის შემდეგ ქსოვილი მოიხსენით. ზეთს კანი შეიწოვს, ნარჩენი კი აიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.

* ნაოჭებიანი და გამხდარი ყელის მასაჟისთვის მოამზადეთ შემდეგი სახის ნარევი: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ვიტამინიზებული მკვებავი კრემი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შეიზილეთ ისე, რომ კანი ხელის მოძრაობით გახურდეს. ამ მასაჟით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მაღლდება კუნთების ტონუსი.

* მოდუნებული და მომჭკნარი ყელისთვის რეკომენდებულია შემდეგი ნიღაბი: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და ნახევარი ლიმონის წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით ყელსა და დეკოლტეზე, გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით მკვებავი.


скачать dle 11.3