კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრონქული ინფექციებისა და ყელის ტკივილის დროს წამლის დალევას ნუ იჩქარებთ


თუ გაცივდით, პანიკაში ნუ ჩავარდებით, რადგან ცუდი განწყობა უარყოფითად მოქმედებს ავადმყოფ ადამიანზე.

გაციებისთანავე ნუ შეეცდებით, მასთან ბრძოლას მედიკამენტებით, რადგან წამლების მიღებამ შეიძლება, მხოლოდ შეასუსტოს ისედაც სუსტი იმუნიტეტი. სასურველია, ამ დროს საკუთარ ორგანიზმს ძალების მობილიზების საშუალება მისცეთ და ბუნებრივად მოახერხოთ დაავადების დამარცხება.

ასეთ შემთხვევაში კი სამკურნალო ბალახები დაგეხმარებათ, რომლის შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.

პიტნა – არაჩვეულებრივად და სწრაფად უმკლავდება თავის ტკივილს, ხოლო მისი ნახარში ძალიან ეფექტურია გაციების წინააღმდეგ და სიცხის დასაწევად.

როზმარინი – მისი ნაყენი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ეხმარება ადამიანს ვირუსებთან ბრძოლაში. ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას კი როზმარინის თბილი აბაზანა მოგიხსნით.

ლავანდა – თავისი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით ლავანდის ყვავილები აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას. სწორედ ამიტომ ნერვული დაავადებების დროს ის არაჩვეულებრივი და შეუცვლელი საშუალებაა. ვირუსული ინფექციებისგან თავის დასაზღვევად რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი დაასხით ცხვირსახოცზე და პერიოდულად შეისუნთქეთ მისი არომატი.

თიამინი – თიამინის ყვავილები და ფოთლები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ანტისეპტიკური, ხველებისა და სპაზმების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ხველების, ბრონქული ინფექციების და ყელის ტკივილის დროს გაიკეთეთ თიამინის ინჰალაცია.

სალბი – მას იყენებენ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადების დროს, ასევე, კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. ეს მცენარე კარგი სადეზინფექციო საშუალებაა და არაჩვეულებრივ სამკურნალო ეფექტს იძლევა ყელის ტკივილისა და ანგინის დროს. პირველივე სიმპტომის შეგრძნებისას უნდა მიიღოთ სალბის ნახარში. კერძოდ, მოადუღეთ სალბის ნაყენი – ას მილილიტრ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ოთხი ჩაის კოვზი სალბი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. ეს ნაყენი დღეში 3-4-ჯერ გამოივლეთ პირის ღრუში.


скачать dle 11.3