კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: მაქვს ფსორიაზი. უკვე ათი წელია, ამ დაავადებით ვიტანჯები. არსებობს თუ არა წამალი, რომელიც საბოლოოდ კურნავს მას? ვხმარობ დიპროსპანის ამპულას და მრავალნაირ საცხს. თუ არსებობს სხვა წამალი?

პასუხი: ფსორიაზი საკმაოდ რთული დაავადებაა. მისი სირთულე იმითაა განპირობებული, რომ დღეისთვის, მისი გამომწვევი კონკრეტული მიზეზი, ფაქტობრივად, უცნობია. რაიმე უნიკალური საშუალება მის განსაკურნებლად არ არსებობს, მძიმე შემთხვევაში იყენებენ ჰორმონულ პრეპარატებს. გირჩევთ, გამოცდილ დერმატოლოგს მიმართოთ. სწორად დანიშნული თერაპია უთუოდ გამოიღებს ნაყოფს. ჩვეულებრივ, მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს და ითვალისწინებდეს ყველა ფაქტორს, რომელიც დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.

კითხვა: ვარ 42 წლის ქალბატონი. ერთი თვეა, მოსვენებულ მდგომარეობაში გულისცემა უეცრად მიხშირდება, თითქოს ყელში ბურთი მაწვება. გულისცემა ხან შემინელდება, ხან ისევ გამიხშირდება. პულსი 50-47, ჰგავს ამოვარდნას, განსაკუთრებით ძილის წინ ან ჯდომისას. ვერაფერს ვუკავშირებ. რა ვიღონო?

პასუხი: პულსის სიხშირე 50-47 წუთში ნიშნავს, რომ გულისცემა გახშირებული კი არა, შენელებული გაქვთ. მაჯისცემის ნორმალური სიხშირე წუთში 75-80-ია. ამოვარდნის შეგრძნება ალბათ, ექსტრასისტოლიებს უკავშირდება. კარდიოგრამის ნახვისა და პაციენტის გასინჯვის გარეშე, რამის თქმა ძნელია. თქვენ გამოკვლევის ჩატარება და კარდიოლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ.

კითხვა: ვარ 24 წლის, გასათხოვარი. მკერდზე აქამდე ღინღლიც კი არ მქონია, ახლა კი შავი ფერის ბეწვი ამომივიდა. რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს და რით შეიძლება მოვირჩინო? რა ანალიზი გავიკეთო, სანამ გვიან არ არის?

პასუხი: ახალგაზრდა ქალებში მამაკაცური თმიანობის განვითარება ჰორმონულ დარღვევებს უკავშირდება. ასე რომ, თქვენ ქალური სასქესო ჰორმონების გამოკვლევა დაგჭირდებათ. საჭირო იქნება გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც.

კითხვა: ვარ 20 წლის, ვაჟი. სახეზე, მკერდსა და ზურგის ზედა ნაწილზე ფერისმჭამელები და გამონაყარი მაქვს. მითხრეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემების ბრალიაო. მე კი ეს პრობლემა ვერა და ვერ მოვიწესრიგე – ხან შეკრული მაქვს, ხან, პირიქით – აშლილი. რა ვიტამინებია საჭირო ან კუჭ-ნაწლავის მოქმედება როგორ მოვიწესრიგო?

პასუხი: თქვენი უსიამოვნებები, როგორც ჩანს, იმ პათოლოგიის ბრალია, რომელსაც სებორეა ჰქვია და რომელსაც ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის მოშლა უდევს საფუძვლად. მოიწესრიგეთ დღის რეჟიმი. რაციონიდან გამორიცხეთ ორგანული ცხიმები, ინტენსიურად მიიღეთ A, C და B ჯგუფის ვიტამინები. კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად გასტროენტეროლოგს მიმართეთ, სებორეის მკურნალობა კი დერმატოლოგის კომპეტენციაა.

კითხვა: ვარ 32 წლის. ცალ თვალში დამიქვეითდა მხედველობა. დამისუსტდა მეხსიერება. ხელები მიკანკალებს და ზოგჯერ ნერწყვის დენა მიძლიერდება. გთხოვთ, მითხრათ, რა დაავადებაა ეს, ან ვის მივმართო?

პასუხი: თქვენი მონათხრობის მიხედვით, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს, ნერვული სისტემის დაავადებასთან. გირჩევთ, დროულად მიმართოთ ნევროლოგს. ზუსტი დიაგნოზისთვის, დამატებითი გამოკვლევები იქნება საჭირო.

კითხვა: გთხოვთ, ჩამოთვალოთ მცენარეები, რომელთა ნახარში ან ნაყენი ადედებს სისხლს და მაღლა სწევს სისხლში შაქრის შემცველობას.

პასუხი: სისხლდენის შემაჩერებელი, სისხლის შედედების გამაძლიერებელი ეფექტი აქვს: ჭინჭარს, ძახველს, ჭვავის რქას, არნიკას. გირჩევთ, მიღებამდე ყურადღებით გაეცნოთ მცენარის მოქმედების თავისებურებებს, მის ჩვენებებსა და უკუჩვენებებს. შაქარს კი მაღლა სწევს ის მცენარეები, რომლებიც მდიდარია ნახშირწყლებით, კერძოდ, გლუკოზით. ასეთი გახლავთ ყურძენი, ჭარხალი, ლეღვი.

კითხვა: ვარ შვიდი თვის ორსული. ჩიყვსა და ვირუსებზე არასოდეს გავსინჯულვარ. აღმოჩენის შემთხვევაში, აქვს თუ არა აზრი მკურნალობას?

პასუხი: მინდა გითხრათ, რომ ქლამიდია და ტოქსოპლაზმა ვირუსები არ არის. გამოკვლევებს ჩიყვსა და აღნიშნულ ინფექციურ პათოლოგიებზე ორსულებს იმ შემთხვევაში უნიშნავენ, თუ ექიმი მიიჩნევს საჭიროდ. ორსულობისას სხვადასხვა პათოლოგიის დროულ გამოვლენას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის განვითარებისა და მშობიარობის ნორმალურად წარმართვისთვის.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3