კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პროცესები ვითარდება ალკოჰოლით ინტოქსიკაციისას და რა უნდა გავითვალისწინით ახალ წელთან დაკავშირებით


მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში, ალკოჰოლის მიღება საახალწლოდ საგრძნობლად იმატებს. საქართველო ღვინის სამშობლოა და ქართველი კაცი ამაყია ამით. ღვინო ქართული სუფრის უცვლელი და ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, მისი მიღების მიზეზები კი ჭარბადაა ახალი წლიდან ძველით ახალ წლამდე. გადაჭარბებული რომ არაფერი ვარგა, ეს ცნობილი ფაქტია და ალკოჰოლურ სასმელებზეც ვრცელდება. სამწუხაროდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ფაქტის დაფიქსირებისას, მრავალი სახიფათო პროცესი შეიძლება განვითარდეს, რომელთა ცოდნას, ცალკეულ შემთხვევაში, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ალკოჰოლით ინტოქსიკაცია მოწამვლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მოწამვლის ეს ფორმა, ბოლო დროს, მოზარდ ასაკში საკმაოდ ხშირია და ასევე ერთ-ერთი გავრცელებულიც, ამ ასაკისთვის დამახასიათებელ ინტოქსიკაციებს შორის. მოწამვლას ყველაზე ხშირად ის ალკოჰოლური სასმელები იწვევს, რომელშიც ეთანოლის კონცენტრაცია მაღალია. ესენია ლუდი, არაყი და ქართული სუფრის მუდმივი ატრიბუტი – ღვინო. საგულისხმო და გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ეთანოლი ნარკოტიკული მოქმედების შხამია. ეთანოლი ასევე სამკურნალო წამლების, ანტისეპტიკური ნაერთების, მადეზინფექცირებელი აგენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების, მაგალითად, ოდეკოლონისა და სუნამოების შემადგენელი კომპონენტია. ალკოჰოლის მიმართ, ყველა ტოქსიკური ნაერთის მსგავსად, ბავშვის ორგანიზმი და მოუმწიფებელი ქსოვილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა. პატარა ასაკში, მძიმე ინტოქსიკაცია შეიძლება, განვითარდეს 20-30 მილილიტრის შემთხვევაშიც, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილის დაცვაა საჭირო. შესაბამისად, ბავშვს არამცთუ უნდა ვუბიძგოთ დღესასწაულებზე მცირე დოზის ალკოჰოლის მოხმარებისაკენ, არამედ საერთოდ უნდა ავკრძალოთ მსგავსი ქმედება. მოზრდილებში ინტოქსიკაციას განაპირობებს 100-200 მილილიტრი ეთილის სპირტის მიღება. ჩვენ თანამოქალაქეებზე დაკვირვების მიხედვით კი, ეს რიცხვები არადამაჯერებლად ჩანს, რადგან არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, საკმაოდ აქტიურად მოიხმარს ალკოჰოლს. სპირტიანი სასმლის არასახიფათო დოზის განსაზღვრა, საკმაოდ რთულია. ზრდასრულ ასაკში ის დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე, რომლებიც ყველა ადამიანში განსხვავებულია. ამას პრაქტიკულადაც ვხედავთ, ზოგი უფრო გვიან თვრება ზოგი კი, შედარებით ადრე. ეთილის სპირტი ზოგადად, ძალიან კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ასაკში. სისხლში ალკოჰოლის მაქსიმალური კონცენტრაცია, სხვა ნივთიერებებთან შედარებით, საკმაოდ მალე, 40-90 წუთში მიიღწევა. საახალწლო და ზოგადად, სადღესასწაულო სუფრაზე, აუცილებლად მივირთმევთ სხვადასხვა არაალკოჰოლურ გაზიან სასმელს. ალკოჰოლი, გაზიან სასმელთან ერთად, უფრო სწრაფად შეიწოვება. ამ დროს, ეთანოლით იჟღინთება ყველა ორგანო და ქსოვილი. ადამიანის უგუნურების საკომპენსაციოდ, ევოლუციურად ჩამოგვიყალიბდა, ბუნებრივი თავდაცვის სხვადასხვა საშუალება. იმის გამო, რომ ნერვული ქსოვილი ყველაზე მგრძნობიარეა ტოქსიკური ნივთიერებების მიმართ, ტვინს გააჩნია თავდაცვის უნიკალური ხერხი. მისი მომმარაგებელი სისხლძარღვების კედელი ძნელად შეღწევადია სხვადასხვა ნივთიერებისთვის და ქმნის ბარიერს, რომელსაც ჰემატოენცეფალური ბარიერი ეწოდება. გაზიან სასმელთან ერთად მიღებული ალკოჰოლი ამ ბარიერსაც უპრობლემოდ და სწრაფად გადის. ამიტომ ამახვილებენ სპეციალისტები დიდ ყურადღებას მსგავსი ფაქტორის მიმართ.

ალკოჰოლით

მოწამლულის დახმარება

მიღებული ალკოჰოლური ნივთიერების მოცულობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია ინტოქსიკაციის განვითარების სისწრაფეზე. ამ დროს ეთანოლი და მისი მეტაბოლიტები მწვავე ნეიროტოქსიკურ ეფექტს ავლენს. მძიმე შედეგები ახლავს ალკოჰოლის მიღებას რაიმე ორგანული დარღვევების თანაარსებობისას. ასეთია: გულის პათოლოგიები, თირკმლისა თუ ღვიძლის უკმარისობა, ინფექციური დაავადებები. განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლის მიღება რაიმე სხვა პრეპარატთან ერთად. ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ხარისხს ასევე განაპირობებს, სქესი, რასა, გენეტიკური ფაქტორები და ასე შემდეგ. ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ამოცნობა რთული არაა. მოწამლულის ტანისამოსს და ამონასუნთქ ჰაერს ალკოჰოლის სუნი აქვს. დარღვეულია მეტყველების უნარი, არასწორხაზოვანია და დაქვეითებული გარემოში ორიენტირება, დაზარალებულს აღენიშნება გულისრევის შეგრძნება და საბოლოოდ, როგორც ორგანიზმის თავდაცვის აქტი, გამოვლინდება ღებინება. ასევე, ადგილი აქვს მხედველობის გაორებას და გონების დაკარგვას. სხეულის ტემპერატურა ეცემა, ისევე როგორც არტერიული წნევა. სუნთქვა ხდება ზედაპირული და ხშირი. მძიმე შემთხვევისას, ადგილი აქვს ჰალუცინაციებსაც. კონცენტრაცია ეთანოლისა, რომლის დროსაც ადგილი აქვს ალკოჰოლით ინტოქსიკაციას, 100 მილიგრამია. ეთანოლის კონცენტრაციის შემდგომი ზრდა სისხლის პლაზმაში გრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოხდება დეჰიდროგენაზების მარაგის და მისი წარმოქმნის უნარის გაქრობა. შემდეგ უკვე, კონცენტრაცია და ინტოქსიკაციის სიღრმე ერთმანეთზე აღარაა დამოკიდებული. ასე რომ, ძირითადად, მოწამვლის შემთხვევა, იმის მაჩვენებელია, რომ ავადმყოფმა იმდენი დალია, ადგილი ჰქონდა ზემოთ აღწერილ მოვლენას. აქედან გამომდინარე, ეთანოლის კონცენტრაცია სისხლში, არ მეტყველებს ინტოქსიკაციის კლინიკურ სურათზე. მოზარდები, რომელთაც აქამდე არ აღენიშნებოდათ ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევები. ტოლერანტობით განსხვავდებიან იმის გამო, რომ მათში ფერმენტების გამომუშავება ძალზე სწრაფად ხდება, მწვავე მოწამვლა საკმაოდ დაბალმა კონცენტრაციამაც შეიძლება გამოიწვიოს. თავდაპირველად, საჭიროა, ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზება. აუცილებელია, პირისა და კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა, გამოვიღოთ ზემო სასუნთ გზებში არსებული მასები. ხშირია, როდესაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად, სუნთქვა ჩერდება, აუცილებელია ხელოვნური სუნთქვის პროცედურის ჩატარება. კუჭი უნდა გამოირეცხოს მხოლოდ სუნთქვის აღდგენის შემდეგ. ჰოსპიტალიზების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის გაწმენდა ალკოჰოლისაგან ჰემოდილუციისა და ფორსირებული დიურეზის მეშვეობით ხდება. ამ დროს სისხლს ატარებენ დანადგარში, რომელშიც მოთავსებულია გამწმენდი მემბრანა – ერთგვარი ფილტრი, ანუ ხდება თირკმელებისა და ღვიძლის დახმარება. მდგომარეობის სტაბილიზების შემდგომ, უნდა ჩატარდეს სიმპტომური თერაპია, ანუ უნდა ვუმკურნალოთ იმ მოვლენებს, რომლებიც გამოვლინდება და საერთო მდგომარეობას დაამძიმებს. უცილებელია, გავათბოთ ავადმყოფი. სახლის პირობებში, მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, სასარგებლოდ მოქმედებს ცხელი ჩაი. მას მატონიზებელი ფუნქციის გარდა, მსგავს სიტუაციაში სხვა აუხსნელი სასარგებლო ზეგავლენაც აქვს ორგანიზმზე. ახალი წლის დღეებში, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა განახორციელოთ. გადაჭარბება, უმეტესად უარყოფითად მოქმედებს, ალკოჰოლის შემთხვევაში კი, შესაძლებელია, საბედისწეროც კი იყოს. გამოკვლეული და დამტკიცებულია, რომ ალკოჰოლის, მით უმეტეს, ღვინის ზომიერი მიღება, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, ჩვენი ქმედებებიც, ზომიერების წყალობით, წარიმართება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და არა მის საზიანოდ.




скачать dle 11.3