გრანდიოზული თანხა – უდიდესი ჯეკპოტი საქართველოს ლატარიის კომპანიისგან
2009 წლის 29 დეკემბერს, 20.55 საათზე ტელეკომპანიების „რუსთავი 2-ისა“ და „იმედის“ პირდაპირ ეთერში გაიმართება „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ახალი თამაშის – „ლოტოს“ გათამაშება, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, მოიგოთ მაქსიმალური პრიზი, უპრეცედენტო ოდენობის ჯეკპოტი – 300 000 ლარი! მაქსიმალური პრიზი გათამაშდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გამოიცნობს და დაამთხვევს თავის მიერ შერჩეული 6 რიცხვის კომბინაციას ლოტოტრონის მიერ გამოვლენილ 6 ძირითად რიცხვს. ჯეკპოტის გარდა, საპრიზო ფონდში გათვალისწინებულია სხვა 5 დამატებითი კატეგორია და ათობით ათასი ლარის მოგების შესაძლებლობა.
თამაშის პრინციპი მარტივი და სახალისოა: მომხმარებელმა უნდა აირჩიოს 6 იღბლიანი რიცხვი, მონიშნოს შერჩევის ბარათზე ან უკარნახოს ლოტოს გაყიდვის ობიექტის მომსახურე პერსონალს და 2 ლარად შეიძინოს ლოტოს ოფიციალური ბილეთი.
გაცნობებთ, რომ ლოტოს ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს ლატარიის კომპანიის სერვისცენტრში, ჭავჭავაძის გამზირი ¹34, „სახალხო ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰიპერმარკეტ „გუდვილში“, თბილისის მეტროში, პრესის ჯიხურებსა და გაყიდვის სხვა ობიექტებში.
„ლოტოს“ შედეგები გამოცხადდება გათამაშებიდან 1 საათში, ტელეკომპანიების – „რუსთავი 2-ისა“ და „იმედის“ პირდაპირ ეთერში. აგრეთვე, მეორე დღეს განთავსდება გაზეთ „პრაიმ-ტაიმში“, საქართველოს ლატარიის კომპანიის სერვისცენტრსა და კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.georgianlottery.com