კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეკა ელოშვილის პირველი პერსონალური გამოფენა


22 დეკემბერს გალერეა „ჰობიში“ სპორტული ფოტოგრაფის, ეკა ელოშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „სპორტული ქორეოგრაფია“. გალერეაში გამოფენილი იყო ფოტოგრაფის სულ ორმოცდაორი ნამუშევარი, რომელთა ნახევარი სპორტულ თემატიკას ეძღვნებოდა – სპორტულ შეჯიბრებებს, რომლის დროსაც სპორტსმენები თავისებურად „ცეკვავენ“. სურათების მეორე ნახევარზე კი აღბეჭდილნი იყვნენ სხვადასხვა სტილის მოცეკვავეები: „ერისიონის“ ქართული ცეკვის ანსამბლის საკონცერტო ნომრები, ოპერის საბალეტო დასის რეპეტიცია, „ბრეიქ დანსისა“ და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ „თელას“ მოცეკვავეები. გამოფენის გახსნას, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა, დაესწრო სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტსმენები და ეკას კოლეგები. გამოფენამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია გალდავამ, ეკას სპორტული ფოტოჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.


скачать dle 11.3