რით გამოვკვებოთ ღვიძლი
ღვიძლი შლის ორგანიზმში მოხვედრილ ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ვიტამინების სინთეზიც მას ეხება, სისხლსაც ამდიდრებს და გვიცავს ორგანიზმში მოხვედრილი საწამლავისგან. დროდადრო ღვიძლს ძალიან უჭირს. დადგენილია, რომ სწორი მუშაობისთვის მას ესაჭიროება B ჯგუფის ვიტამინები, ასევე, E და F ვიტამინი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და კალციუმი.
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ საკვები ძილის წინ. ივახშმეთ საღამოს 7 ან 8 საათზე მსუბუქად. მნიშვნელოვანია საკვების ტემპერატურაც. ის არ უნდა იყოს მეტისმეტად ცივი ან ცხელი. უპირატესობა მიანიჭეთ ხაჭოს, რძეს, თევზს, წიწიბურას, მცენარეულ ზეთს და ასე შემდეგ. ძალიან სასარგებლოა ვიტამინებით მდიდარი საკვები პროდუქტები, მაგალითად, სტაფილო, გარგარი, ჭარხალი და სხვა.
ღვიძლისთვის ძალიან კარგია ძველი პური, განსაკუთრებით კი – შავი. მავნეა თეთრი, თბილი და ფუმფულა პური. ყოველდღე მიირთვით ვეგეტარიანული წვნიანი კერძი, ასევე, მწვანილი, თაფლი, რძიანი ჩაი.
რაციონიდან ამოიღეთ სპირტიანი სასმელები, ნუ მიეძალებით ცხიმიან ხორცს და შემწვარ თევზს, სოკოს, ნაყინსა და შოკოლადს.