კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქალი-პოლიტიკოსები მოხვდნენ ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი ქალებისგან შედგენილ რეიტინგში


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი


არსებობს მოსაზრება, რომ სილამაზე ხელს უშლის ქალ-პოლიტიკოსებს კარიერულ წინსვლაში. პოპულარულმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა „დეილი მეილმა“ მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალებისგან შემდგარი რეიტინგი შეადგინა და ამ რეიტინგის შემხედვარე რთულია, დაეთანხმო ზემოხსენებულ მოსაზრებას. რეიტინგის პირველი ათეული კი ასეთია.

1. პირველი ადგილი და შესაბამისად, ყველაზე სექსუალური ქალი-პოლიტიკოსის ტიტული „დეილი მეილის“ მკითხველებმა პერუელ ლუჩიანა ლეონს მიაკუთვნეს. 31 წლის ლუჩიანა პერუს პარლამენტის 2006-2011 წლების მოწვევის წევრია, პერუს „ამერიკის სახალხო-რევოლუციური“ პარტიიდან. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ლუჩიანაზე არის ის, რომ თავისი სექსუალურობითა და მომხიბვლელობით მას ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტის დამშვენება შეუძლია.

2. მეორე ადგილი ასევე პერუელს, 47 წლის მერსედეს არაოსს უჭირავს. მერსედესი პერუს ტურიზმისა და საერთაშორისო კომერციის მინისტრია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი ასაკისთვის ბრწყინვალე ფორმაში მყოფი არაოსი ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში მონაწილე მასზე გაცილებით უმცროს ლამაზმანებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მერსედესის მკერდი, რომელიც ყოველგვარი პლასტიკური ოპერაციების გარეშე ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მკერდად აღიარეს.

3. სარა ლატიფე რუიზ ჩავესი – 32 წლის მექსიკელი პოლიტიკოსი რეიტინგის მესამე საფეხურზეა. 2006 წლიდან ის არის მექსიკის კონგრესის ქვედა პალატის წევრი. პოლიტიკაში მოსვლამდე კი რუიზ ჩავესი იმით იყო ცნობილი, რომ მშობლიურ ქალაქ კოზუმელში სტრიპტიზ-ბარის მფლობელი გახლდათ.

4. ყოფილი ფოტომოდელი, შოუ-დივა, ტელეწამყვანი და კონკურს „მის იტალია 1997-ის“ მონაწილე, იტალიელი მარა კარფანია სილვიო ბერლუსკონის ფავორიტი ქალის სახელით სარგებლობს და ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პოლიტიკოს ქალად მიიჩნევა. იტალიის პარლამენტის წევრობამდე მარა საკმაოდ „გულახდილ“ ფოტო-სესიებში იღებდა მონაწილეობას და ერთხელ მას ეროტიკული ფილმებით ცნობილმა სკანდალურმა რეჟისორმა ტინტო ბრასმა თავის ფილმში როლიც შესთავაზა, რაზეც თავაზიანი უარი მიიღო. იტალიელი ხალხი მარა კარფანიას მოფერებით „მარა ლა ბელას“ – მშვენიერ მარას უწოდებს.

5. 27 წლის იაპონელი იუორი ფუჯიკავა რეიტინგის მეხუთე საფეხურზეა. იაპონელები მასზე ამბობენ – „ძალიან ლამაზია იმისთვის, რომ იყოს პოლიტიკოსი“. აღსანიშნავია, რომ იუორის მოხვედრას ამ რეიტინგში სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, რადგან იაპონიაში ცხოვრობს პორნომსახიობი ზუსტად ისეთივე სახელით და გვარით, რომელიც ძალიან წააგავს იუორის გარეგნობითაც.

6. ესტონელი პოლიტიკოსი ანა-მარია გალოიანი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ მოხვდა ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოსებს შორის, რომ მან გარისკა და მოქმედ ქალ-პოლიტიკოსებს შორის პირველმა გაიხადა ჟურნალ „ფლეიბოის“ ესტონური ვერსიისთვის. გარდა ამისა, ესტონეთში რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ძიება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით და მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში სწორედ ანა-მარია გალოიანია.

7. რეიტინგის მეშვიდე ნომერი 28 წლის ირლანდიელი ტოირეზა ფერისი, არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ევროპელი პოლიტიკოსია, რომლის ნახვა ევროპელ მამაკაცებს გაცილებით „გულახდილ“ ტანსაცმელში ურჩევნიათ, ვიდრე მკაცრ კოსტიუმებში.

8. 48 წლის იულია ტიმოშენკო რეიტინგის პირველი ათეულის ყველაზე ასაკოვანი და ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი პოლიტიკოსია ევროპიდან, რომელიც ახლო მომავალში შეიძლება, უკრაინის პრეზიდენტი გახდეს. „ლუი ვიტონის“ ბრენდის მოყვარული ტიმოშენკო ხშირად პოზირებს პოპულარული ჟურნალებისთვის და გარდა ამისა, ის არის ერთადერთი პოლიტიკოსი ამ რეიტინგიდან, რომელსაც ეროტიკული ფილმი მიუძღვნეს.

9. სინგაპურის პარლამენტის წევრი, 32 წლის ეუნის ელიზაბეთ ოლსენი ყოფილი „მის სინგაპურია“. მამამისი წარმოშობით ნორვეგიიდან იყო, რამაც მის ეგზოტიკურ გარეგნობას თავისი ეშხი შემატა. ოლსენი ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტელეშოუებში და, თუკი მისი პოლიტიკური კარიერა როდისმე დასრულდება, მას თავისუფლად შეეძლება, აირჩიოს მოდელის პროფესია.

10. 34 წლის ესპანელი პოლიტიკოსი კაეტანა ალვარეზი ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მებრძოლად მიიჩნევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. „დეილი მეილის“ ყველაზე სექსუალური ქალი-პოლიტიკოსების რეიტინგში, რომელიც 50 ქალბატონისგან შედგება, რაოდენობით ალვარეზის თანამემამულეები სჭარბობენ. საერთო ჯამში, რეიტინგში 5 ესპანელი პოლიტიკოსი ქალი ფიგურირებს.

რეიტინგის შემდგომ პოზიციებზე მდგომი ქალი-პოლიტიკოსებიდან კი, უპირველეს ყოვლისა, რუსი ალინა კაბაევას (12), არგენტინის პრეზიდენტის, 56 წლის კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი ქლინთონის (34), გამორჩევა შეიძლება.


скачать dle 11.3