კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასაბინავებელი


მარად უჭკნობი


რაკი ძველი მინისტრი უკვე დაბინავდა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ახალი მინისტრიც შეურჩიეს. ამ, წესითა და რიგით, მეტად საპასუხისმგებლო სავარძელში, 30-ოდე წლის ხათუნა კალმახელიძე ჩააბრძანეს. ქ-ნი კალმახელიძე, იმის გარდა, რომ ნატურალურად ახალგაზრდაა, ასაკზე უკეთაც კია შენახული. თუმცა, რაკი პრობაციისა და ა. შ. მინისტრობა მუხლჩაუხრელ შრომას გულისხმობს, ბუნებრივია, ქ-ნი კალმახელიძის ბიოგრაფიას ჩავუსხედით: მან უმაღლესი განათლება აშშ-ში მიიღო (სამშობლოში, წამლადაც კი, ერთი დღე არ უსწავლია). შრომა კი 2004 წელს დაიწყო საქართველოში გაეროს საქართველოს მისიაში; 2006 წელს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში გადავიდა; შემდგომ ორ წელს კვლავ ისწავლა (რა თქმა უნდა, აშშ-ში) და ასე ნასწავლ-განათლებული 2008-ში საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედაც დაინიშნა, თუმცა, სულ ახლახან, სამუშაო პროფილი იცვალა და ამიერიდან ცოდნა-გამოცდილება საქართველოს კანონარმორჩილი მოქალაქეების აღზრდას უნდა მიუძღვნას. ჩვენ არ ვიცით, რატომ დაინიშნა, მაინცდამაინც ახალგაზრდა ქალი საქართველოს მთავრობის ამ არცთუ მარტივ სტრუქტურაში, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქ-ნმა კალმახელიძემ თავისი სამოქმედო მიზნები შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: მსჯავრდებულმა თავი არ უნდა იგრძნოს გარიყულად და არ უნდა ჩამორჩეს საზოგადოების განვითარებასო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ-ნ კალმახელიძეს ჯერ ქართული სასჯელაღსრულებისა არაფერი გაეგება, რაც ფრიადაც მისასალმებელია, რადგან ბევრის ცოდნა მალე აბერებს.


скачать dle 11.3