კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცუდად დაცდილი


ანუ კეთილდაგებული


მართალია, გზების დაგება ცუდად დავცადეთ (სწორედ იმ ჩვენ მიერ დაგებული გზებით შეგრიალდა რუსული სამხედრო ტექნიკა თავის ცოცხალძალიანად კოდორის ხეობაში), მაგრამ ჩვენ მაინც არ გადავუხვიეთ იმ წმიდათაწმიდა მიზნისგან, რასაც საქართველოს გზების კეთილდაგება ჰქვია! მეტიც, საქართველოს გზების ისტორიული გზამკვლევიც შეიქმნა, გამოფენაც გაიმართა და არც იმას გვიმალავენ (ხომ შეიძლება, ამ ჭეშმარიტებას ჩვენით ვერ ჩავწვდეთ?!), რომ ჩვენი ქვეყნის მრავალათასწლიანი ისტორიის განმავლობაში არ დაგებულა იმდენი გზა, რამდენიც ვარდების რევოლუციის შემდეგ. ხოლო, ვინაიდან არ დაგებულა, პრეზიდენტმა მეგზევეები ღირსების ორდენებითაც დააჯილდოვა (თუ გავიხსენებთ, რომ ღირსების ორდენები ზოგს სიმღერის შესრულებაში ერგო, მეგზევეები ორგზის ღირსების ორდენებსაც კი იმსახურებდნენ). მართალია, „მემარჯვენეები“ გვარწმუნებენ, რომ გზების დაგებაზე ფულიც ბლომად „ტყდება“, მაგრამ, აშკარაა, რომ ხელისუფლება ოპონენტებს არ ეთანხმება, ან, შესაძლოა, გულში კიდეც ეთანხმება და ამიტომაც გზების დასაგებად ენერგიის გაასმაგებას გვპირდება. როგორც უნდა იყოს, ხშირ-ხშირად გვახსენებენ (ეგიდით: „ანგარიში – ხალხს“), რომ, მაგალითად, ბოლო წლებში საქართველოში 1 000 კილომეტრი გზა დაიგო. ციფრი, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, თუმცა, ურიგო არ იქნებოდა, იმის ანგარიშსაც თუ მოგვაწვდიდნენ, ამ ბოლო წლებში რამდენი კილომეტრი დარჩა სრულიად საქართველოსგან?!


скачать dle 11.3