კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსუყე ნარჩენები


„მიყვარს ღამე სიარული, სულ მთლად გადარეული ვარ“

სრულიად საქართველო, უფრო ზუსტად, საქართველოს სრულიად ხელისუფლება, ბათუმში „ჯადოსნური ღამის“ გასატარებლად ემზადება. ჰოდა, რაკი ემზადება, არა მხოლოდ სამთავრობო გუნდი, სრულიად საქართველოს რკინიგზაც მობილიზებულია: ბათუმისკენ მატარებლების დამატებითი რეისები დაინიშნა, რათა მსურველები აჭარის დედაქალაქში შეუფერხებლად მოხვდნენ და ბათუმში მაინც გამოსცადონ თავიანთ თავზე ახალი წლის ღამის მთელი მშვენიერება. ღონისძიება კი, თუ საინფორმაციო მხარდაჭერის მიხედვით ვიმსჯელებთ, გრანდიოზული უნდა იყოს: იმ ღამეს ჩვენთან თვით ხოსე კარერასი გაატარებს (ეს, ალბათ, იმის საჩვენებლადაც, რომ, განა მხოლოდ ფონდ „იავნანას“, მეგატენორები ქართულ ხელისუფლებსაც ემეგობრებიან, და მერე რა, რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჰონორარის სანაცვლოდ?!); აღარაფერს ვიტყვით ქართველ ვარსკვლავებზე, რომლებსაც ეს ისედაც ევალებათ (რა თქმა უნდა, მორალურად); მეტიც, ბათუმურ ჯადოსნურ ღამეს „ამომავალ ვარსკვლავად“ წოდებული სოფო ნიჟარაძეც დაამშვენებს. ბუნებრივია, ღონისძიება „სუხიშვილების“ გარეშე ვერ ჩაივლიდა და ვერც ჩაივლის; უფრო მეტიც, ისტორიაში პირველად, ისინი ევროპულ ცეკვებსა და „ფლამინგოსაც“ შეასრულებენ. ეს შტრიხი იმის ხაზგასასმელადაა, რომ ჩვენი ზეიმი ჭეშმარიტად ევროპული იქნება (თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ჩვენებურ „ფლამინგოს“ სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის სურნელიც დაჰკრავს, რომელიც სასკოლო პროგრამიდან კარგა ხანია, ამოიღეს, მაგრამ ჩვენს სულებში ჩაბუდებული „ჯღანი“ შეუქცევადად იფურჩქნება!). ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და მის საინფორმაციო მხარდაჭერას კოჭებშივე ეტყობა, რომ არაერთი მილიონი ლარიც დაჯდება. ამის პარალელურად, ჯადოსნური ღამისთვის მაყურებლის გასახურებლად ცეცხლს ქართული საერთო მაუწყებლებიც უნთებენ: გოჭისა და ინდაურის გარდა, ყველას უხარია ახალი წლის დადგომაო! და ამ ჭეშმარიტებაში ჩვენ მათ ვერაფრით შევედავებით: მას შემდეგ, რაც თბილისურ სახლებში ნაგვის ბუნკერები გაუქმდა და სახლებთან ქართული ნაგვის ევროპული კონტეინერები დაიდგა, თბილისელ ღარიბ-ღატაკებს საქმე გაუადვილდათ, რადგან ნაგვის ქექვა შეუდარებლად გაიოლდა (ნაგვის კონტეინერების მქექავი და ფანრებით შეიარაღებული ჩვენი თანამემამულეები თბილისური ღამის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცნენ). შესაბამისად, მაშინ, როდესაც ზოგნი ჯადოსნური ღამით დატკბებიან და ყელს გოჭ-ინდაურით ჩაიკოკლოზინებენ, დანარჩენებს, სადაგი დღეებისგან განსხვავებით, გამოსახრავად გოჭ-ინდაურის ძვლები მაინც ერგებათ.


скачать dle 11.3