კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა სვათ სიცხეში ჩაი და იწვევს თუ არა წონაში მომატებას ტკბილი წვენები

ადამიანმა ნორმალური ცხოვრების რიტმის შესანარჩუნებლად დღე-ღამეში დაახლოებით ორ ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს. ამ დოზაში შედის სითხის ის რაოდენობა, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვიღებთ ხილის, სუპის, ბულიონის, კეფირისა და ბუნებრივი წყლის სახით. ადამიანს სითხის მოთხოვნილება სეზონურად ეცვლება. თუ ზამთარში, ძირითადად, ცხელ სასმელებს მივირთმევთ, ცხელ სეზონზე უფრო მეტად იზრდება სუფთა წყლისა და ნატურალური წვენების მოთხოვნილება. ერთნი უპირატესობას ბუნებრივ წყალს ანიჭებენ, მეორენი – მინერალურს. თუ თქვენ ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნებით, გახსოვდეთ, რომ არსებობს სამკურნალო და სუფრის მინერალური წყლები. სუფრის მინერალური წყალი ყველასთვის კარგია, თანაც, ის შეგიძლიათ, სვათ, რამდენიც გსურთ, სამკურნალო წყალს კი ექიმი დაგინიშნავთ, რადგან ის ორი სახისაა, კერძოდ: ბუნებრივი და სინთეზური. სინთეზური კარგია აბაზანების სახით, დასალევად კი ბუნებრივი სჯობია. წყურვილის მოკვლის საშუალებით ადამიანი არა მარტო ვიტამინებს, არამედ მინერალებსაც იღებს, ამისათვის კი კარგია სვათ წვენები, კისელი, ბურახი და ასე შემდეგ.

ადამიანის ორგანიზმი ბურახს კარგად შეიწოვს, რადგან ის მდიდარია ორგანული მჟავებითა და ვიტამინებით. ორგანული ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობით ბურახს კონკურენციას უწევს ხილის წვენები, ასევე, კენკროვანთა კისელი. ისინი ორგანიზმის კვების საუკეთესო საშუალებად ითვლება, განსაკუთრებით – ზაფხულში.

ვისაც სურს, დალიოს სითხის დიდი რაოდენობა და თანაც დაცული იყოს ზედმეტი კალორიებისგან, მაშინ კარგია ჩაი და მცენარეული ნაყენები, მაგალითად, პიტნის, ასკილის, ორკბილას, რადგან ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ვიტამინებს და ნაკლებად კალორიულია. გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით სმა არ არის რეკომენდებული.

იდეალურია, თუ ყოველდღიური კვების მენიუში შეიტანთ ხილ-კენკროვან სასმელებს, ბურახს, მაწონს, კეფირს, მცენარეულ ნაყენებს, ჩაის და ბუნებრივ წყალს. ასევე, კარგია ბულიონი, სუპი, ცოცხალი ბოსტნეული და ხილი. შეგიძლიათ, ორი კათხა ლუდიც მიირთვათ. ამის შემდეგ ყოველდღიური სითხის მიღების ნორმა თითქმის შესრულებული იქნება.

დაივიწყეთ ეგრეთ წოდებული მისაღები სითხის ნორმა, რადგან ის დოგმა არ არის, არამედ მხოლოდ ორიენტირია მათთვის, ვინც სითხეს არასაკმარისი რაოდენობით იღებს. თუ უკუჩვენება არ გაქვთ, მაშინ მიიღეთ იმდენი რაოდენობით სითხე, რამდენიც გსურთ.


скачать dle 11.3