რესტორანი „ქიმერიონი“ – ლამაზი გარემო, გემრიელი კერძები და საუკეთესო განწყობა...
სულ რაღაც სამი თვეა, რაც გოთუას ქუჩაზე რესტორანი „ქიმერიონი“ გაიხსნა, მაგრამ უკვე გახდა იმ ადამიანთა საყვარელი ადგილი, ვისაც ცხოვრების ბედნიერი და მნიშვნელოვანი დღეების გატარება მყუდრო და იდეალურ გარემოში სურს. დღეს თბილისში ფეშენებელური რესტორანი იშვიათი ნამდვილად არ არის, მაგრამ „ქიმერიონი“ მართლაც რომ ბევრი ნიშნით გამოირჩევა, უპირველესად კი იმით, რომ ძალიან მოსახერხებელი ადგილმდებარეობა აქვს: იმის მიუხედავად, რომ გოთუას ქუჩა საბურთალოზე, სააკაძის მოედანსა და სანაპიროს შორის მდებარეობს და თითქმის დედაქალაქის ცენტრშია, რესტორანში მისულ სტუმარს ქალაქის ხმაური დროსტარებაში ხელს არ უშლის. რესტორანს აქვს ავტოსადგომი, სადაც მანქანების მოხერხებულად გაჩერებაც შესაძლებელია. რესტორნის მეორე სართულზე მდებარე დარბაზიდან კი ქალაქის ულამაზესი ხედები მოჩანს.
„ქიმერიონის“ დარბაზები 200-მდე სტუმარს იტევს. პირველ სართულზე მდებარე დარბაზის დიზაინი ევროპულ სტილშია გადაწყვეტილი და 180 სტუმარზეა გათვლილი, მეორე სართულზე მდებარე დარბაზი კი ქართული ორნამენტებით არის გაფორმებული და, შესაბამისად, ევროპული დარბაზისგან განსხვავებით, მენიუც ეროვნულია – ხინკალი და ხაჭაპური, მწვადი და სოკო კეცზე... განმარტოება გსურთ? არც ეს არის პრობლემა „ქიმერიონში“ ათამდე კომფორტული ვიპ-ნომერია, სადაც ზამთარში სიცივე არ შეგაწუხებთ და ზაფხულში – სიცხე. ამ რესტორნის ხიბლია ულამაზესი ეზო, სადაც პატარა ჩანჩქერი მოჩუხჩუხებს, მის ირგვლივ კი ბუჩქები და ულამაზესი ყვავილები ხარობს...
„ქიმერიონის“ სავიზიტო ბარათი არის რესტორნის მენიუც. აქ ყველაზე „პრივილეგირებული“ პროდუქტი თევზია. რესტორანში თევზის ოცზე მეტი დასახელებაა: ხიზილალა, ზუთხი, სათალი, თევზის მუჟუჟი... თევზი მუდმივად ახალია, თანაც, არა მხოლოდ შავი ზღვის – რესტორნის მფლობელები ახალ-ახალ თევზს ნორვეგიიდანაც კი იღებენ, რომლითაც მარაგდება არა მხოლოდ რესტორანი, არამედ მის გვერდით მდებარე თევზის საფირმო მაღაზია და თბილისის ბევრი ცნობილი სავაჭრო ქსელი. კიდევ ბევრ სხვა გემრიელ პროდუქტს, მათ შორის, სოკოს და ხბოს ნეკნებსაც შეიცავს „ქიმერიონის“ საფირმო კერძი, რომელიც ისეთი გემრიელია, ისეთი, რომ საღერღელს იოლად აგიშლით... თევზს ღვინო უხდება და, თუ ღვინო ან სხვა სასმელი გსურთ, „ქიმერიონში“ დიდი არჩევანია. თუ მარხვას იცავთ, აქ მრავალფეროვანია სამარხვო მენიუც. თქვენს სადღესასწაულო განწყობაზე კი, ახალგაზრდა მუსიკოსები და გამოცდილი მევიოლინე იზრუნებენ. სტუმრებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა მომსახურე პერსონალი. „ქიმერიონში“ სადღესასწაულო დღეებში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა და მრავალი სიურპრიზი გელით...
გაგონილს თვალით ნანახი ჯობიაო, ამბობს ქართული სიბრძნე და, ჩვენც გირჩევთ, საკუთარი თვალით იხილოთ და, დარწმუნდებით, რომ „ქიმერიონი“ მართლაც ის ადგილია, სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი უნდა აღნიშნოთ. მოაწყვეთ დღესასწაულები, ბანკეტები „ქიმერიონში“, ისიამოვნეთ, აქ გემრიელ ქართულ და ევროპულ კერძებს დააგემოვნებთ, იდეალურ და ლამაზ გარემოში კი ისე კარგად მოილხენთ, რომ თქვენი ცხოვრების ულამაზესი დღეები არასდროს დაგავიწყდებათ.
„ქიმერიონი“ წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამით გელით!
„ქიმერიონის“ მისამართია: გოთუას ქუჩა ¹3 ტელეფონები: 37- 79-15; 899 50-52-15.