კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ალისა შევჩენკო ზაიცევის მოდელი


18 წლის ალისა შევჩენკო დაახლოებით ერთი წელია, რაც მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა, სადაც სწავლობდა და ზაიცევის მოდელიც იყო. ალისა ამჟამად თავისუფალი მოდელია, სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

ალისა შევჩენკო: ამჟამად სამოდელო ბიზნესით ვარ დაკავებული. მოსკოვში ვცხოვრობდი და სამი წლის განმავლობაში ვიყავი მოდელი ვიაჩესლავ ზაიცევთან. მისი სამოდელო სკოლა მაქვს დამთავრებული. ზაიცევთან ქასთინგით მოვხვდი, რომელშიც დაახლოებით 200 გოგონა იღებდა მონაწილეობას. 12 გოგონა აგვირჩიეს. ძალიან მაღალი დონის, ელიტურ ჩვენებებში ვიღებდი მონაწილეობას, რომელსაც ხშირად ცნობილი ადამიანები, თვით მოსკოვის მერი ლუჟკოვიც ესწრებოდნენ.

– ალბათ, მოდელობისგან, ფოტოების გადაღებისგან დიდ სიამოვნებას იღებ?

– მე ისეთი ადამიანი ვარ, რაღაც საქმისგან თუ სიამოვნებას არ ვიღებ, იმ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებ. მინდოდა, მოდელობას ბოლომდე გავყოლოდი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქალს უნდა ჰქონდეს სერიოზული პროფესია, რათა ცხოვრებაში თავისი ადგილი იპოვოს. ძალიან მიყვარს ხატვა, მაგრამ თვითნასწავლი ვარ. ახლა ქართულ ხალხურ ცეკვებზეც დავიწყე სიარული, ვნახოთ, რა გამოვა.

– როგორი ხასიათი გაქვს?

– მხიარული ვარ, მაგრამ, თუ სიტუაცია და იქ მყოფი ხალხი არ მომწონს, მხიარული ნამდვილად ვერ ვიქნები. ადამიანებთან კონტაქტშიც ძალიან იოლად შევდივარ, მაგრამ საკმაოდ პირდაპირი ვარ. რასაც ვფიქრობ, იმას ყოველთვის ვეუბნები ადამიანებს და ეს ძირითადად არ სიამოვნებთ ხოლმე. თან, ყველას ჰგონია, რომ თავში მაქვს ავარდნილი, მაგრამ მერე, როცა გამიცნობენ, პირველი შთაბეჭდილებები ეცვლებათ ხოლმე.

– როგორი გართობა გიყვარს?

– გართობისას ძალიან მხიარული ვარ და ყოველთვის ვცდილობ, ჩემ გვერდზე მყოფ ადამიანს დადებითი ენერგია გადავცე. კლუბებში სიარული მაინცდამაინც არ მიყვარს, იმიტომ, რომ დილას მიჭირს ადრე ადგომა. უფრო წყნარი სიტუაციები მიზიდავს.

– ბრაზიანი ხარ?

– ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ უცებ ვწყნარდები და გულში არაფერს ვიდებ. შეიძლება, ამ დროს ადამიანს ისეთი რაღაც ვუთხრა, რომ ძალიან ეწყინოს, მაგრამ იციან, რომ ეს გულიდან არ მოდის, უბრალოდ, აფექტის მდგომარეობაში ვიყავი.

– ნამდვილად გეყოლება თაყვანისმცემლები. როგორ გამოხატავენ შენ მიმართ სიმპათიებს?

– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. საერთოდ, ძალიან მამაკაცური ტიპაჟები მომწონს და ბევრი არ არის ასეთი. ცდილობენ, ჩემი ყურადღება მიიპყრონ. ვარდები მიყვარს და დიდ თაიგულებს მჩუქნიან ხოლმე. ყველანაირად ცდილობენ ჩემ მოთაფვლას. ეს მხოლოდ ერთ ადამიანს გამოუვიდა, მაგრამ ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა.

– ანუ რთულია შენი გულის დაპყრობა?

– კი, რთულია. მამაკაცი, რომ მომეწონოს, მას ძალიან ბევრი მამაკაცური თვისება უნდა ჰქონდეს. ბევრს არ უნდა ლაპარაკობდეს, დინჯი და განათლებული უნდა იყოს, რომ მასთან ურთიერთობისას ბევრ რამეზე შემეძლოს საუბარი.

– მკაცრი ხასიათი უნდა ჰქონდეს?

– ყველაფერში მკაცრი არ უნდა იყოს, მაგრამ მაგიდაზე მუშტის დარტყმა უნდა იცოდეს. ასეთი ტიპები მიზიდავენ.

– ეროვნებას ყურადღებას აქცევ?

– ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ძირითადად შავგვრემანი, აზიური გარეგნობის ტიპები მომწონს, ანუ თბილისელი მამაკაცები როგორებიც არიან, ისეთები მომწონს, აზიატური ხასიათითაც – გარკვეულ საკითხებში, ოღონდ ეს ზღვარს არ უნდა გადადიოდეს.

– საყვარელი მამაკაცისგან აიტან რამის აკრძალვას?

– როცა ოჯახის შექმნაზეა საუბარი, მაშინ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანისთვის რაღაც დათმო. მე ჯერჯერობით მინდა, ჩემს პროფესიას გავყვე, ამიტომ მზად არ ვარ, ჩემი კარიერა დავთმო. ცხოვრების ამ ეტაპზე ვერაფერს დავთმობ, თუმცა ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს ჩემს ჩაცმულობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. მე ყოველთვის მაცვია ის, რაც მიხდება და მომწონს. მას თუ არ სიამოვნებს ის, რომ ქუჩაში დავდივარ და ყველა მე მიყურებს, ამას უნდა შეეგუოს. ამიტომ სულ ვამბობ, გვერდით ისეთი მამაკაცი მჭირდება, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებული იქნება და აიტანს იმას, რომ გვერდით ისეთი ლამაზი ქალი ჰყავს, რომელსაც მთელი ქუჩა უყურებს. პირადად მე, ძალიან თავდაჯერებული ვარ, მიუხედავად იმისა, ვიცი, რომ ჩემზე ლამაზებიც არიან, მაგრამ მაქვს რაღაც ეშხი, რადგან როდესაც ქუჩაში მივდივარ, ყოველთვის ვგრძნობ, რომ არც ერთი მამაკაცი არ მტოვებს უყურადღებოდ.

– როგორ ფიქრობ, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს?

– დიახ, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს. მე ჩემი ფეხები ძალიან მომწონს და ამიტომ ზამთარ-ზაფხულ სულ მოკლე კაბით დავდივარ.

– როდესაც ვიღაც მოგწონს, ყოველთვის გემჩნევა?

– ძალიან მემჩნევა და ის ადამიანი, რომელიც მომწონს, ამას ყოველთვის გრძნობს, თუმცა ძირითადად, ეს მოწონება ორმხრივია ხოლმე.

– შენი სასიყვარულო გატაცებები რამდენ ხანს გრძელდება?

– მსუბუქი გატაცებები და ფლირტი არ მიზიდავს. თუ ადამიანი მომწონს, მასზე სერიოზულ პონტში ვფიქრობ. ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი ადამიანი, დიდი სიყვარულიც მქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ყველაფერი დამთავრდა.

– როგორი ხარ შეყვარებული?

– შეყვარებული ძალიან თბილი ვარ და შემიძლია იმ ადამიანისთვის ძალიან ბევრი სიგიჟე ჩავიდინო, ყველანაირად ვცდილობ, ვასიამოვნო – ყურადღებით, ბევრი რაღაცეებით. თვითონ მამაკაციც უნდა იყოს ისეთი ტიპაჟი, რომ ასეთი რაღაცეები უყვარდეს. როდესაც ქალის გამო მამაკაცი რაღაცას აკეთებს, ეს ყოველთვის სასიამოვნოა, თანაც, როდესაც იმ ადამიანის მიმართ რაღაც გრძნობა გაქვს, ეს ორმაგად სასიამოვნოა.

– როგორ ფიქრობ, ქალი საყვარელი მამაკაცის წინაშე ბოლომდე უნდა გაიხსნას?

– ქალს რაღაც უნდა დარჩეს, რითაც მამაკაცს ყოველთვის დააინტერესებს, ბოლომდე გახსნილი არაფერი ვარგა. ქალი ყოველთვის უნდა იყოს იდუმალი, საინტერესო, მრავალფეროვანი. ერთფეროვნება ქალსაც ბეზრდება და კაცსაც. რაც მთავარია, ისინი ერთმანეთს ხასიათით უნდა უგებდნენ, ერთმანეთს ყველაფერში უნდა აჰყვნენ. სულ უნდა უნდოდეთ ერთმანეთთან ყოფნა. ურთიერთობა მრავალფეროვანი უნდა გახადონ და ამაში ორივემ უნდა შეიტანოს წვლილი.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ქალის დაკარგვის შიში?

– მამაკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეს შიში და ასევე ქალსაც – კაცის დაკარგვის შიში. ეს გეხმარება იმაში, რომ სულ ტონუსში იყო – სულ რაღაცას აკეთებდე იმისთვის, რომ იმ ადამიანმა მხოლოდ შენ შემოგხედოს და მხოლოდ შენი იყოს.

– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?

– მამაკაცს თუ სხვასთან წასვლა უნდა, ის აუცილებლად წავა, უბრალოდ, შენ უნდა შეეცადო, რომ მას არ გაუჩნდეს ამის სურვილი. თუ სურვილი ექნება, ვერ დააკავებ. მამაკაცი მუდამ სითბოს ეძებს ყველგან.

– გიყვარს ბიჭების წვალება?

– კი, თუმცა ვინც მიყვარს, იმას არ ვაწვალებ, მაგრამ თუ ისეთი „პონტია“, მაშინ ძალიან ვაწვალებ, თუმცა ზოგჯერ მეცოდებიან ხოლმე.

– ზოგი გოგონა ერთდროულად რამდენიმე ბიჭს ხვდება.

– ეს ჩემთვის მიუღებელია. თუ ადამიანთან ვარ, თაყვანისმცემლებზე არ არის საუბარი, აღარც ჩემი ნომერი იციან და აღარც ჩემი ასავალ-დასავალი. მარტო მე და ის ვრჩებით. ძალიან ერთგული ვარ ბუნებით.


скачать dle 11.3