კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მასაც გაუგეთ!


ჟესტების ენაზე მამაკაცებიც საუბრობენო, ვთქვით და ასეც არის. მთავარია, მიუხვდეთ მათ და მისცეთ საშუალება, გადმოდგას პირველი ნაბიჯი. მაგალითად, ამბობენ, რომ, როცა მამაკაცი პერანგის ღილს იხსნის და საყელოს იღეღავს, ის ფლირტისთვის ემზადება. რატომაც არა, ხომ მართალია?!. თუკი სათანადო სიგნალი მოდის, ის უნდა მიიღო.

* საათი და სამაჯეები – საათსა და სამაჯეებს ხშირად თავდაჯერებული მამაკაცები ისწორებენ. მით უმეტეს, თუ ერთიც ძვირფასია და მეორეც. ის განიშნებთ: მე ვიცი ჩემი თავის ფასი და შეიფერე, რომ არჩევანი სწორედ შენზე შევაჩერეო. თუ არ გინდათ, მან თქვენზე ძალაუფლება განამტკიცოს, მაშინ თავი ამაყად ასწიეთ და მიახვედრეთ, რომ ღირსეული მოწინააღმდეგე ხართ.

ჰალსტუხი – ეს მამაკაცისთვის ნივთიც არის და პროფესიულ-სოციალური ატრიბუტიც. ღირსება ამ ერთ ნივთშია გამონასკვული. მამაკაციც ცდილობს, თავისი პრინციპული, სერიოზული დამოკიდებულება გაჩვენოთ ყველაფრისადმი. ერთი სიტყვით, თქვენ წინ ძალიან სერიოზული და მიზანდასახული მამაკაცია.

ბეჭედი – დიდი, თვალშისაცემი ბეჭდები მოსწონთ მამაკაცებს, რომლებსაც არც პრობლემების ეშინიათ და არც თქვენი უარის. სცადეთ და წინ აღუდექით მის სურვილს!


скачать dle 11.3