კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიქნები იდეალური


თუ ადამიანს აქვს სიყვარულის სრულფასოვანი გრძნობა, ანუ საერთოდ, შეუძლია სიყვარული, მაშინ ის საკუთარ თავსაც შეიყვარებს.

შეიძლება, სათქმელად ადვილია, „გიყვარდეს საკუთარი თავი“, მაგრამ შესასრულებლად ცოტა – რთული. არასრულფასოვნების კომპლექსი ქალში შეუცნობლად „ყალიბდება“ და როცა ის საკუთარი ღირსებების უარყოფას იწყებს, მისი ცხოვრება ნელ-ნელა ჯოჯოხეთს ემსგავსება. მას უკვე აღარაფერი მოსწონს. იწყებს რაღაცის ძიებას, იცვლის სტილს, ვარცხნილობას, თმის ფერს, მაგრამ მაინც უკმაყოფილოა. სამწუხაროდ, ცვლილება მხოლოდ გარეშე მყოფებისთვის არის შესამჩნევი. მაგრამ არსებობს რამდენიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი, რომლებიც მიგახვედრებთ, რომ პრობლემები გაქვთ. ხოლო თუ მათ დაძლევას შეძლებთ, იქნებით ისეთი, რომ არათუ სხვებს, საკუთარ „მესაც“ მოეწონებით.

* კომპლიმენტებზე უარყოფითი რეაქცია, ძალიან ცუდია და არასრულფასოვნების კომპლექსის მთავარი ნიშანი. „უი, რას ამბობთ, მე ისეთი ჩერჩეტი ვარ, უბრალოდ, შემთხვევით მივხვდი“, ან „შემთხვევით გამოვიყურები ასე კარგად“... დაივიწყეთ ასეთი სახიფათო სისულელეები.

* ნურასოდეს მიაწერთ სხვებს საკუთარ დამსახურებებს. „მე რას გავაკეთებდი, ის რომ არ ყოფილიყო“, პირიქით თქვან ეს ყველაფერი, გაცილებით აჯობებს.

* ჩვევა, არ გაანებივროთ საკუთარი თავი ახალი შენაძენით, თუნდაც წელიწადში ერთხელ, ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენს ფსიქიკაზე. სხვებზე ზრუნვა ძალიან კარგია, მაგრამ თქვენზე ვინ იზრუნებს? გახსოვდეთ, სხვამ რომ პატივი გცეთ, ჯერ თქვენ უნდა დააფასოთ საკუთარი თავი.

* ზოგიერთ ქალბატონს არასრულფასოვნების კომპლექსი საკმაოდ უცნაური ფორმით აქვს გამოხატული. თუ გრძნობს, რომ ჩვეულებრივზე უკეთ გამოიყურება, ეუხერხულება. რატომ? თქვენ ხომ ქალი ხართ და ეს თქვენი პირდაპირი მოვალეობაა. არავის მისცეთ უფლება, დაგიძახოთ დამამცირებელი, ვითომ საალერსო მეტსახელი. არავითარ შემთხვევაში, თქვენ არც „გოჭუნა“ ხართ და არც „პუსკუნ-პუტკუნა“. ნუ მიაყენებთ საკუთარ თავს შეურაცხყოფას, არამედ დაისახეთ მიზნად და იყავით იდეალური!


скачать dle 11.3