კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფერების სქესი


ფერები ჩვენს ცხოვრებას ალამაზებს. ისინი ქვეცნობიერად ზემოქმედებენ ფსიქიკაზე და იწვევენ ემოციებს. ზოგჯერ დადებითს, ზოგჯერ კი – უარყოფითს. თქვენთვის სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, რას გამოხატავს თითოეული ფერი.

ქალი წითლებში: წითელი სიყვარულის, სისხლისა და ომის ფერია. წითლებში ჩაცმული ქალი ძლიერ, პრინციპულ, ჯიუტ და სიცოცხლისმოყვარულ არსებად აღიქმება. ის ყოველთვის იწვევს საპირისპირო სქესის ინტერესს. თუ მამაკაცი არ არის საკუთარ თავში დაჯერებული და პიროვნულად სუსტია, შეიძლება შეეშინდეს ასეთი ქალის.

ქალი ლურჯებში: ლურჯი ფერი ძალიან ცოტა ქალბატონს უყვარს. ის წითლის სრულიად საპირისპირო ემოციებს აღძრავს. ხსნის ნერვულ დაძაბულობას. მშვიდია და აგრესიას მოკლებული. ლურჯებში ჩაცმული ქალი შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს. ის ხომ ისეთი მშვიდია და უშფოთველი. ცოტათი მოსაწყენიც. ამიტომ შეეცადეთ, გაახალისოთ ის. შესძინოთ სიმკვეთრე და ბრწყინვალება.

ქალი შავებში: პატარა ბავშვები უარყოფითად რეაგირებენ შავებში ჩაცმულ ადამიანებზე. რატომ? – იმიტომ რომ, მასში ძალას გრძნობენ. დიახ, შავი ფერი ძალაუფლების ფერია. სიმკაცრის, შეუვალობის. ის გამომწვევიც არის და ეფექტურიც. რესპექტაბელურიც და ყველა სოციალური ფენისთვის მისაღებიც. მართალია, ცოტათი განწყობას აფუჭებს, მაგრამ საბოლოოდ, ის მაინც წარმატებულია.

პასტელური ფერები სინაზეს გამოხატავს და ქალიც იმაზე გაცილებით ალერსიანი ჩანს, ვიდრე შეიძლება სინამდვილეშია. მამაკაცში პასტელის ფერებში ჩაცმული ქალი სითბოს, სირბილის ასოციაციას იწვევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადვილად მისაწვდომია. ეცადეთ, რეგულარულად ატაროთ სამოსი პასტელის ფერებში, თუნდაც შარფი.

ყვითელი, ანუ ქალი ყვითლებში: ის ისე ანათებს, როგორც მზის სხივი. ყვითელი ფერი მარტო მამაკაცებში კი არა, ქალებშიც სიხარულის განცდას ბადებს. მაგრამ, ცოტათი დამღლელია. სამაგიეროდ, მატებს თავდაჯერებულობას და სითამამეს. ქალი, რომელსაც უყვარს ყვითელი ფერი, ურთიერთობაში ძალიან თავისუფალია. ზოგჯერ მაინც, თქვენს მზეს პატარა „ღრუბელი“ დაამატეთ, თუნდაც ღია ნაცრისფერი და გაცილებით ეფექტური იქნება.

ქალი მწვანეში: მწვანე ფერი ყველაზე დადებითია. ის სტაბილურობის, სიმშვიდის განცდას ბადებს. მაგრამ არ არის ეფექტური. თუ გადაწყვეტთ, რომ მწვანე ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ, ეცადეთ, შავს შეუხამოთ, რომ პოზიტიურად მიგიღონ და თქვენთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილიც გაუჩნდეთ.

ქალი თეთრებში: ქალის აჩრდილი არამიწიერი არსებაა. მამაკაცების უმრავლესობას სწორედ ასეთი ასოციაცია უჩნდება, თავიდან ფეხებამდე თეთრებში გამოწყობა არ არის მომგებიანი. თუნდაც ძალიან გიხდებოდეთ და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ. გინდათ, მამაკაცმა თქვენთან ურთიერთობაში დისტანცია დაიჭიროს?! – მაშინ, თქვენს თეთრ „განწყობას“ ფერადი აქსესუარი დაამატეთ.


скачать dle 11.3