კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იგემა 15 წლის ასაკში თიკო ნატროშვილმა და როდის არ იკომპლექსებს ის მამაკაცთან ურთიერთობისას თავს


მოდელი და ჟურნალისტი თიკო ნატროშვილი ნამდვილად მიეკუთვნება საქმიანი ქალების რიცხვს. ის ერთდროულად რამდენიმე საქმით არის დაკავებული, თუმცა ყოველთვის ახერხებს ყველაფრის ხარისხიანად გაკეთებას. თიკო ცოტა ხნის წინ საქართველოში ოფიციალურად დაფუძნებული ირაკლი ნასიძის ბრენდის სახე და პროექტების მენეჯერი გახდა, შესაბამისად, მას კიდევ უფრო მეტი საქმე გამოუჩნდა.


თიკო: ცოტა ადრე რომ ჩაგეწერა ჩემთან ინტერვიუ, გეტყოდი, ძალიან უსაქმური ვარ-მეთქი, მაგრამ მაშინ ასე მინდოდა. საკუთარი თავის ერთგვარი რელაქსაცია მოვახდინე. ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი „ჯიპაში“ და კინაღამ დეპრესიაში ჩავვარდი. გადაღლილობისგან სტრესიც დამეწყო. ერთდროულად მუშაობა და სწავლა, განსაკუთრებით კი იმ სიტუაციაში, რასაც „ჯიპა“ გიქმნის, ძალიან ძნელია. ანუ მთელი დღის განმავლობაში, დილიდან ღამის ათ საათამდე, მუხლჩაუხრელად მუშაობ, სულ „ჯიპაში“ ხარ, მერე რაღაც საქმის გამო შეიძლება, სამსახურში გამოვვარდნილიყავი და მერე უკან დავბრუნებულიყავი. ამ ყველაფერს სამოდელო საქმიანობაც ემატებოდა. ხშირად ვხუმრობდი ხოლმე, როცა „ჯიპას“ სჭირდება, სამსახური მიწყობს ხელს, როცა სამსახურს – „ჯიპა“ და როცა პოდიუმზე გამოვდივარ, ორივე ერთად მეხმარება-მეთქი. თანაც, როცა სირთულეს გადალახავს ადამიანი, მერე უფრო მეტი სირთულის გადასალახავად არის მზად.

– შენ თქვი, გარვეული ხნის განმავლობაში საკუთარ თავს უსაქმურს ვეძახდიო, თუმცა არ მგონია, რომ საქმე არ გქონდა.

– ვმუშაობდი, მაგრამ როდესაც „ჯიპა“ დავამთავრე, მეტი დრო გამომიჩნდა, ნელ-ნელა მივხვდი, რომ შემიძლია უფრო მეტად გავერთო, მეტი კონტაქტი მქონდეს ადამიანებთან, მეგობრებთან და ეს ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ მერე უკვე სიზარმაცისკენ წავედი. ეტყობა, ჩემი ცხოვრებაც ისე არ არის მოწყობილი, რომ მოდუნების საშუალებას არ მაძლევს და უცებ კიდევ ახალი საქმეები დამეყარა თავზე, რაც ძალიან მომწონს.

– შენი პირველი საქმე გახსოვს?

– 15 წლის ასაკიდან ვმუშაობ, შესაბამისად, შრომას მიჩვეული ვარ და პირველად საკუთარი ფულის გემო 15 წლის ასაკში გავიგე. ეს იყო ერთჯერადი სამუშაო. ერთ-ერთ კომპანიაში გასაუბრებით 20 გოგონადან 4 აგვირჩიეს. საკუთარი პროდუქტის რეკლამა სჭირდებოდათ. ჩემი ასაკისთვის და იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა ავიღე. დედას გავუკეთე საჩუქარი, ჩემთვის შევიძინე სამოსი და კიდევ რაღაცეებში დავხარჯე, აღარ მახსოვს. შემდეგ უკვე ჩემი პირველი სერიოზული სამუშაო უკავშირდება „ჯორჯიან თუდეის“, ასევე გაზეთს „6 საათზე“, რომელიც ყოველდღიურად გამოდიოდა. ჯერ პრაქტიკაზე ვიყავი და შემდეგ უკვე ჰონორარს ვიღებდი. სარედაქციო საქმიანობა ავითვისე, ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან დავიხვეწე, როდესაც რადიო „100 და 3-ში“ მოვხვდი, როდესაც „105“ დაიშალა, ნიკა ქავთარაძე, ალეკო მალხაზიშვილი და სხვები გადავიდნენ „100 და 3-ში“ და მე მათთან მომიწია მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე მიმართლებდა, იმიტომ რომ ვხვდებოდი გამორჩეულ ადამიანებთან. ჯერ კიდევ პირველ სამსახურში, რომელზეც წეღან ვლაპარაკობდი, ბევრი მაგალითი ავიღე ჩემი უშუალო უფროსისგან, გვანცა ებრალიძისგან. მან ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა – რომ მე მშრომელი ადამიანი ვყოფილყავი, სახლში არ დავმჯდარიყავი და იმ გოგონების კატეგორიაში არ ვყოფილიყავი, რომლებიც სახლებში სხედან და საკუთარი გარეგნობით ბედს ელოდებიან. ქალი თავისებურად რეალიზებული უნდა იყოს, თუმცა ზოგთან წარმატება ლანგარზე დადებული მიდის, ზოგს კი ამისთვის ბევრი შრომა სჭირდება.

– ანუ შენთან წარმატება იოლად მოდის?

– შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ – ლანგრით არასდროს მოსულა. ზოგადად, ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ყოველთვის ისეთი გარემო იქმნება ჩემ გარშემო, რომ ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. საკუთარ თავზე დამოკიდებული ვხდები ხოლმე. ის კი არა, მშობლებს, ოჯახის წევრებსაც ვერ ვეყრდნობი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ვარ, ძალიან ბევრი დამხმარე მყავს. ხშირად ვამბობ ხოლმე, მეგობრები რომ არ მყავდეს, ალბათ, დავიღუპები-მეთქი, იმიტომ რომ ცხოვრებისეული ბევრი სირთულე ხშირად მათი დახმარებით გადამილახავს. მაგრამ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ შეიძლებოდა რაღაც მომენტში ვინმე მჭირდებოდა, ჩემს გვერდით არ იყო და მარტოს გამიკეთებია ეს ყველაფერი.

– როგორ რეაგირებ წინააღმდეგობებზე?

– შემხვედრია წინააღმდეგობები, მაგალითად, ახალი სამუშაოს ძიებისას. ქასთინგების შერჩევის დროს მე ბევრჯერ დავრჩენილვარ ჩრდილში, იმიტომ რომ, სხვადასხვა კრიტერიუმები არსებობს და შეიძლება, სულაც არ ვიყავი იმის განწყობაზე, რომ დამემტკიცებინა, მე ამის კეთების ღირსი ვარ, ვიმსახურებ-მეთქი. თუნდაც „ჯიპას“ შემთხვევა ავიღოთ: მე პირველ წელს ვერ მოვხვდი და მეორე წელს გავხდი სტუდენტი. ეს ერთგვარი მიზანი იყო, რომელსაც მივაღწიე. საერთოდ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ თავზე უნდა მემუშავა. ხშირად ამბობენ, ადამიანის შეცვლა არ შეიძლებაო. რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ საკუთარ თავზე კარგად იმუშავებ, კომპლექსებს, მავნე ჩვევებს დაძლევ.

– შენ რის დაძლევა მოგიწია?

– ძალიან ბევრი რამ გამოვასწორე საკუთარ თავში, მე არ ვარ უკომპლექსო ადამიანი. ვინც ჩემ გვერდით არის, ის ვერ იტყვის, რომ მე არ ვარ კომუნიკაბელური, არ შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ახლაც ხშირად მიჭირს იმის გადალახვა, რომ უცხო ადამიანთან შევიდე კონტაქტში. მაგრამ, როდესაც ეს საქმეს სჭირდება, რადიკალურად სხვანაირი ვხდები. შინაგანად ყოველთვის მახასიათებს მორიდების, უხერხულობის განცდა, უცხო ადამიანთან კონტაქტისას, მაგრამ როდესაც ეს საქმეს სჭირდება, ამის აუცილებლობას, გარემო მოითხოვს, მე ეს კომპლექსი წამში გადამილახავს. ეს ვისწავლე. ერთხელ და ორჯერ რომ გამომივიდა, მერე უკვე თვისებად ჩამომიყალიბდა.

– როდესაც საქმე პირად ცხოვრებას ეხება, მაშინაც შეგიძლია, თამამად გადადგა ნაბიჯი, დასძლიო უცხო ადამიანთან ურთიერთობით გამოწვეული მორიდებულობის განცდა?

– მიჭირს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით, ჩემი გამოცდილება მწირია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ ხნის განმავლობაში არავინ მომწონებია. პირიქით, ვამბობ, რომ სულ შეყვარებული ვარ. შეიძლება, კონკრეტული პიროვნება არ მყავდეს, მაგრამ მყავს, თუ არ მყავს, მაინც ჩემი შინაგანი მდგომარეობა ასეთია. ყოველთვის ვარ იმის ხასიათზე, რომ მიყვარდეს, თუმცა, როდესაც მეც მომწონს ადამიანი და მასაც მოვწონვარ, თავს არ ვიკომპლექსებ, ჩვეულებრივი ვარ და ყველაფერი თავისთავად ხდება. მაგრამ, როდესაც საქმე თაყვანისმცემელს ეხება, სულ ვცდილობ, დისტანციური ვიყო. თუ ის ადამიანი არ მომწონს, მასთან ჩემი მომავალი არ წარმომისახავს, არ მინდა იმედი ჩავუსახო, ჩემთან დაკავშირებით ილუზია შევუქმნა. მირჩევნია, იმ ადამიანთან ნაცნობობა იქვე დამთავრდეს, ვიდრე გაგრძელდეს და მერე ამას რაღაც გაუგებრობა მოჰყვეს. და, ვინ იქნება დამნაშავე, რა თქმა უნდა, ქალი. მე კი არ მინდა, დამნაშავე? ქალის როლში ვიყო ვინმესთან. შეუმცდარი არავინაა, მაგრამ ასეთ დროს ყოველთვის თავდაცვის მექანიზმი მერთვება. არასდროს ვიღებ თაყვანისმცემლებისგან, გარდა ფორმალური საჩუქრებისა, ნივთებს, ტანსაცმელს, რაც მე დამავალდებულებს. შეიძლება, ადამიანი საკუთარ თავთან რომ რჩება, მაშინაც არ აღიარებდეს, რომ ამას რაღაც მიზნისთვის აკეთებს, მაგრამ მის ქვეცნობიერში ყოველთვის არის ის, რომ ამ თავბრუსხვევით როდისმე საკუთარ თავს მოგახვევს თავზე. მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, დამისრულებია ურთიერთობა და ეს ამიხსნია კიდეც.

– ხშირად საქმიანი ქალები ამბობენ, რა დროს სიყვარულია, ამისთვის არ მცალიაო, მაგრამ შეიძლება, ადამიანს სიყვარულისთვის არ ეცალოს?

– ბერჯერ მითქვამს, რომ ამისთვის ნადვილად არ მცალია. უბრალოდ, შეიძლება, შენ გვერდით იყოს ადამიანი, რომელზეც გაგიჟდე, მაგრამ იმ წუთში ვერ მოახერხო ამაზე კონცენტრირება; მაგრამ მე ბედის მჯერა, შეიძლება, თვეები გავიდეს და იმას იმ დროს შეხვდე, როდესაც კონცენტრირებას ახერხებ. ეს რომ მოხდება, ის იმდენად შენი ხდება, იმდენად შეგესისხლხორცება, რომ ამისთვის დრო ნამდვილად აღარ გჭირდება. ის შენი დროის, ცხოვრების ნაწილი, შენი მეორე ნახევარი ხდება ფიზიკურად, სულიერად, მორალურად და არ შეიძლება, ამან ხელი შეგიშალოს.

– რა მოთხოვნები გაქვს მამაკაცის მიმართ და ზოგადად, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც შენ გვერდით იქნება?

– ვცდილობ, ნაკლებად პრეტენზიული, ურთიერთობაში მარტივი, ჩვეულებრივი ვიყო. ცხოვრება ბევრი წვრილმანი პრობლემებისგან შედგება და ეს შეგიძლია ისე გაატარო, რომ ხელი არ შეგეშალოს. ერთი ვიცი, რომ უნდა ვუყვარდე, პატივს მცემდეს, უყურადღებოდ არ დამტოვოს, თუმცა ყურადღებას რა ფორმით გამოხატავს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც გრძნობ, რომ გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც ეყრდნობი, შეგიძლია, მას გაუზიარო შენი პრობლემა, სიხარული; გრძნობ, რომ ის შენი ცხოვრებით ცხოვრობს, მაშინ უკვე მზად ხარ შენც მისი ცხოვრებით იცხოვრო.


скачать dle 11.3