დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-50(468)
წყვილი უხმოდ გაჰყვა შეიარაღებულ მცველს, რომელიც დინჯად მიაბიჯებდა ლამაზად შეკრეჭილ გაზონებს შორის. ჰამო ყურადღებით სწავლობდა მიდამოს, რომ, გაქცევის შემთხვევაში, გზის გაკვლევა მოეხერხებინა. თუმცა, მთაწმინდელი მიხვდა, იქიდან გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო. შეიარაღებული დაცვის გარდა, ტერიტორიაზე ათიოდე უზარმაზარი გერმანული ნაგაზიც იმყოფებოდა, რომლებიც თვინიერად გამოიყურებოდნენ პატრონების გვერდით, მაგრამ, შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, მზად იყვნენ, ნებისმიერი არსება ცოცხლად გადაეყლაპათ.
მცველმა წყვილი მოჩუქურთმებულ ფასადიან სამსართულიან შენობასთან მიიყვანა და უთხრა:
– მესამე სართულზე ლიფტით აბრძანდით და მორიგე ლუდვიგ ისააკოვიჩთან მიგიყვანთ.
ლიფტიდან რომ გადმოვიდნენ, ჰამო და ლუდა სუფთად გაპარსულმა და პიჯაკში გამოწყობილმა ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდამ ერთ-ერთ კარამდე მიაცილა:
– აი, იმ თეთრ კარში შებრძანდით, ლუდვიგ ისააკოვიჩი უკვე გელოდებათ.
ქალ-ვაჟი მორიგისგან მინიშნებულ კარს მიადგა, ოთახში რომ შევიდნენ, უზარმაზარმა, ანტიკვარულმა საათმა რვაჯერ დარეკა.
„სადაცაა, ფომკა ფროლოვი უნდა გამოჩნდეს“, – გაიფიქრა, ჰამომ და ექიმ პოზნერს შეავლო მზერა, რომელიც შუა კაბინეტში შეეგება ახალმოსულებს და ორივეს ხელი ჩამოართვა, შემდეგ, სავარძელში დასხა და ჰკითხა:
– გისმენთ, ახალგაზრდებო, რით შემიძლია, გემსახუროთ?
ექიმი პოზნერი ორმოცდაათიოდე წლის, საშუალოზე მაღალი მამაკაცი იყო, რომელსაც მოკლედ შეკრეჭილი ბლანჟე ჰქონდა. ასო რ-ს ნაცვლად ლ-ს წარმოთქვამდა ლაპარაკის დროს და, მიუხედავად იმისა, რომ იღიმებოდა, თვალებში ეშმაკობა და სიმტკიცე ეტყობოდა.
ლუდამ გაუღიმა ექიმს და უთხრა:
– მაპატიეთ, ექიმო, მაგრამ თქვენთან სულ სხვა საქმეზე მოვედით და, უნდა გითხრათ, ეს სულაც არ ეხება ჩვენს მკურნალობას.
პოზნერს არ გაჰკვირვებია გოგონას სიტყვები, მაგრამ მაინც ჰკითხა:
– აბა, რატომ მეწვიეთ?
– ჩვენ, ექიმო, ერთი თქვენი პაციენტი გვაინტერესებს, რომლის მოძებნაშიც უნდა დაგვეხმაროთ.
– არა, მეგობრებო, – თავი გააქნია ექიმმა, – არავითარ შემთხვევაში! ჩვენ უმკაცრესად ვიცავთ კონფიდენციალობას – არანაირი სახელები!
– ექიმო, – გაიღიმა ლუდამ, „ეფესბეს“ წითელი წიგნაკი გაუშალა და უთხრა: – კანონის სახელით გელაპარაკებით და ნუთუ „ეფესბეს“ ოფიცრებს ინფორმაციის მიცემაზე უარს გვეტყვით?
პოზნერს ბოროტად გაეღიმა:
– არათუ „ეფესბეს“ ოფიცრებს, მის დირექტორსაც კი ვერ მივცემ კონფიდენციალურ ინფორმაციას.
– აჭარბებთ, ექიმო, – გაიღიმა ლუდამ, – ისეთს არაფერს გთხოვთ, რომ ასეთი ცივი უარით გაგვისტუმროთ.
– მაინც, რა გნებავთ?
– ფომკა ფროლოვის ნახვა გვინდა.
– ეგ ვინაა?
– თქვენი პაციენტი, დღეს ბოლო ნემსი უნდა გაიკეთოს თქვენთან. სიფილისითაა დაავადებული და სწორედ მას ვეძებთ.
– მაინც, რაში გჭირდებათ?
– დრო არ ითმენს, ექიმო, – უთხრა პოზნერს ჰამომ და საათს დახედა, – ცხრის ათი წუთია და, როგორც ვატყობ, ის აქ კი არ მოვა, თქვენს ერთ-ერთ განყოფილებაში გაიკეთებს ინიექციას. გვითხარით, როგორ მოვძებნოთ?
– მაინც, რა დააშავა? – გაიმეორა პოზნერმა.
– ცუდად მოიქცა. გვითხარით, როგორ მოვძებნოთ!
– დაპატიმრების სანქცია თუ გაქვთ?
– ექიმო, ნუ აყოვნებთ, – წამოწითლდა ჰამო, რადგან მოთმინებიდან გამოვიდა, – სადაა თქვენი პაციენტი?
– მართლა „ეფესბედან“ ხართ? – ჰკითხა პოზნერმა, – აბა, წიგნაკი მიჩვენეთ.
ლუდამ მორჩილად მიაწოდა ექიმს წითელი წიგნაკი. პოზნერმა ყურადღებით დაათვალიერა, უკან დაუბრუნა და ჰამოს უთხრა:
– თქვენი საბუთი?
– მე სასტუმროში დამრჩა. გელოდებით, ექიმო, სადაა თქვენი პაციენტი? – უთხრა პოზნერს ჰამომ.
– აქედან მიბრძანდით, ახალგაზრდებო, – უთხრა ქალ-ვაჟს პოზნერმა და საწერ მაგიდასთან მდგარ სავარძელში ჩაეშვა, – თქვენ „ეფესბეელები“ არ ხართ, რადგან ძველი წიგნაკი გაქვთ. ახლა კი ახლებს ხმარობენ.
– მართლა? – თქვა ლუდამ და წიგნაკს დახედა, – მე ეს არ ვიცოდი, აუცილებლად გამოვაცვლევინებ მამას.
ჰამო მაგიდას მიუახლოვდა, პოზნერს თვალები დაუკვესა და კბილებში გამოსცრა:
– ჩქარა გვითხარით, სადაა თქვენი პაციენტი, თორემ... – ჰამოს სიტყვა გაუწყდა, რადგან ექიმმა პისტოლეტი მიუშვირა მთაწმინდელს და ბოროტად უთხრა:
– რა თორემ, შე ცხვირმოუხოცავო! შენ მე ვიღაც ნაბიჭვარი ხომ არ გგონივარ! პროფესორი ლუდვიგ პოზნერი ვარ, „ეფესბეშიც“ კარგად მიცნობენ, მილიციაშიც და სხვაგანაც. ახლავე დაცვას გამოვუძახებ და ისინი გაარკვევენ თქვენს წარმომავლობას, – პოზნერმა ტელეფონის ყურმილი აიღო და მწვანე ღილაკს დააჭირა თითი, მაგრამ ჰამომ მაგიდას წიხლი ჰკრა და პოზნერი იატაკზე დააგდო. შემდეგ ზემოდან დაახტა, პისტოლეტი გამოსტაცა და შუბლზე მიადო:
– სულ ეს ხარ, შე ვირთხა? ჩქარა მითხარი, სადაა შენი პაციენტი, თორემ ტვინს მიგასხმევინებ კედელზე!
პოზნერი რადიკალურად შეიცვალა და ხმა აუკანკალდა, მაგრამ მაინც არ ტყდებოდა და ჰამოს უთხრა:
– თქვენც ხომ კარგად ნახეთ, რომ აქაურობა სამხედრო ბანაკივითაა. თუ არ შემეშვებით, აქედან ცოცხლები ვერ გახვალთ!
პოზნერის სიტყვებმა ჰამო უკიდურესად გააღიზიანა, ექიმს მაგრად მიაჭირა პისტოლეტის ლულა მარცხენა თვალზე და ხმას აუწია:
– ნორმალური ხარ, შე ნაბოზარო? ოქროს გთხოვ თუ ბრილიანტებს? ერთი ქეციანი ნაბიჭვარი პაციენტის ნახვა მინდა და ისე ჯიუტობ, რომ ვატყობ, ეგ თვალი ტრაკიდან გამოგივარდება!
– მოიცა, მოიცა! – საუბარში ლუდა ჩაერია. პროფესორს მუცელზე დააჯდა და გაუღიმა, – ბაბუას სიყვარული უნდა და ღობე-ყორეს იმიტომ ედება, ჩემთვის კი თქმა ერიდება. ხომ მართალი ვარ, ბაბუ?
– გეყოფა, ქალიშვილო, – თქვა პოზნერმა, მაგრამ ლუდამ კვერცხებში ჩაავლო ხელი პროფესორს, მაგრად მოუჭირა, მოქაჩა და უთხრა:
– რას ჯიუტობ, შე ბებერო პედერასტო, ჩქარა თქვი, სადაა ფომკა ფროლოვი, თორემ მაგ დაჟანგებულ ყვერებს მოგაგლეჯ და, ეზოში რომ ნაგაზები გყავს, იმათ შევაჭმევ.
– ყვერები, ყვერები! – აწკმუტუნდა პოზნერი, – გამიშვით, გამიშვით, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ.
– ასე არ ჯობია, შე ბებერო ყვერო, ამდენი რატომ გვაწვალე? – უთხრა პოზნერს ჰამომ.
– აბა, აბა, ყმაწვილო, ეტიკეტი დაიცავით! რაც არ უნდა იყოს, მე თქვენზე ბევრად უფროსი ვარ, თანაც – პროფესორი, – უთხრა ჰამოს პოზნერმა, წამოდგა, ტანისამოსი დაიბერტყა და სავარძელში ჩაჯდა.
– პროფესორი კი არა, სირი ხარ, შე ბებერო გამოქლიავებულო! ჩქარა, ტრაკი გაანძრიე, თორემ საიქიოში გაგისტუმრებ! – ხმას აუწია ჰამომ, პოზნერს ლოყაზე მიაჭირა პისტოლეტი და ზიზღნარევი ტონით უთხრა, – იცოდე, ტვინს გაგასხმევინებ, ის ნაბიჭვარი რომ ხელიდან გაგვისხლტეს!
– არსადაც არ წავა, – წარბები ასწია პოზნერმა, – ფომკა ახლა მეორე ბლოკის მეშვიდე პალატაში წევს გაკოჭილი და ხურვებას უმკლავდება.
– რა ხურვებას, რაებს როშავ? – შეუბღვირა პროფესორს ჰამომ.
– ახ-ალ-გაზრ-დავ, – დამარცვლით, ძალიან სასაცილოდ თქვა პოზნერმა და ჰამოს თითი დაუქნია, – „როშავ“ რომ ვიყო, ჩემი ბიზნესი ასეთი აყვავებული კი არ იქნებოდა! ფომკას ძლიერმოქმედი წამალი აქვს გაჩხერილი და, კედლებს რომ არ შეასკდეს და ტვინი არ მიასხას, იმიტომაა გაკოჭილი.
– ისეთი რა სჭირს მაგ უბედურს? – ჰკითხა პროფესორს ლუდამ.
– სწრაფადპროგრესირებადი სიფილისი. ან საიდან აიკიდა ასეთი საშინელი ინფექცია...
– საიდან და ლაბორატორიიდან, – გაეცინა ლუდას.
– ეგ როგორ?
– როგორ და, ასე იცის სხვისი, თანაც მეგობრის ცოლის გაჟიმვამ. ქმარმა დაითრია სიფილისის ბაცილა ლაბორატორიიდან და ცოლს აჰკიდა, იმან კი – ფომკას. ორივეზე იძია შური, მაგრამ თავადაც დაიბრიდა.
– სიფილისით?
– არა, ამ ორიოდე საათის წინ დაბრიდეს. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. შენ ის გვითხარი, ბიძაჩემო, ფომკა როდის მოვა აზრზე, ანუ სრულ ჭკუაზე როდის იქნება, რომ ჩვენს კითხვებს სწორი პასუხები გასცეს? – ჰკითხა ჰამომ პოზნერს.
პოზნერმა საათს დახედა:
– რვა საათზე წამალი გაუჩხირეს. ახლა ცხრას უკლია ოცდახუთი წუთი. მოქმედების ვადა ერთი საათია. კიდევ ოცდახუთი წუთი და ხოდზე იქნება. თუ საიდუმლო არაა, მითხარით, რა დაგიშავათ?
– გაგვქურდა. ჩვენს ნომერში შეძვრა „პრიმორსკაიაში“ და გაგვქურდა, – უთხრა ჰამომ.
– მოდი, თავი დაანებეთ და ზარალს მე აგინაზღაურებთ.
– თქვენ რატომ?
– პირდაპირ გეტყვით, – თქვა პოზნერმა და გააბოლა, – ფომკა ჩემი შვილია და გული შემტკივა მაგ ნაბიჭვარზე.
– თქვენი შვილი როგორაა? – მხრები აიჩეჩა ლუდამ, – სად ფროლოვი და სად პოზნერი?
– დედის გვარზეა. დიდი ხნის წინ დედამისთან რომანი მქონდა, მაგრამ, ისე მოხდა, იმ ქალის მიტოვება მომიხდა და სხვაგან გავემგზავრე. უკან რომ დავბრუნდი და მოვიკითხე, გაირკვა, რომ ჩემგან შვილი შესძენია. ფომკა უკვე ვზროსლი იყო და ერთი სროკიც ჰქონდა მოხდილი. ერთი წელია, თვალყურს ვადევნებ და, როგორც შემიძლია, ფარულად ვეხმარები. გადაწყვეტილი მქონდა, სიმართლე მეთქვა, მაგრამ საუბარი მის გამოჯანმრთელებამდე გადავდე. ხვალ ვაპირებდი მის აქ დაბარებას და სიმართლის თქმას.
– აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე, – თქვა ლუდამ, – მეც არ გამიკვირდა, რატომ მალავდი ასე საგულდაგულოდ მას და იარაღითაც კი დაგვემუქრე.
– რას იტყვით, ახალგაზრდებო, – გაიღიმა პოზნერმა და უზარმაზარ საფულეს დასწვდა, – თანახმა ხართ, რომ ფომკას მაგივრად მე გაგისწოროთ ანგარიში?
– ბაზარი არაა, – ჩაეცინა ჰამოს.
– ძალიან კარგი, – თქვა პოზნერმა, საფულე გახსნა, ევროს რამდენიმე მსხვილი კუპიურა ამოიღო და იკითხა: – რამდენი უნდა მოგცეთ?
– ოცი მილიონი ევრო, – მშვიდად მიუგო ჰამომ, საათს დახედა და ჩაილაპარაკა, – თხუთმეტი წუთი დარჩა.
– რა ბრძანეთ, რამდენი?
– ოცი მილიონი ევრო, ბიძაჩემო, – უთხრა პოზნერს ლუდამ, – აბა, რა გეგონათ, რაღაც ქეციანი რამდენიმე ათასისთვის შევიწუხებდით თავს?
– დამცინით?
– სულაც არა, – თავი გააქნია ლუდამ.
– კი მაგრამ, ოცი მილიონი ევრო როგორ მოგპარათ იმ კრეტინმა, სად გქონდათ შენახული ან საიდან გქონდათ ამდენი ფული?
– საიდან გვქონდა, ეს ჩვენი საქმეა. ფული კეისში გვედო, კეისი კი ნომერ-ლუქსის ტუალეტის წყლის ავზში. შენმა ნაბიჭვარმა პორტიეს ნაკოლით ეს მაყუთი კეისიდან სპორტულ ჩანთაში გადააწყო და მოხია, – განმარტა ლუდამ.
– პორტიემ საიდანღა იცოდა, რომ ამდენი ფული გქონდათ და თვითონ რატომ არ მოგპარათ? – აზარტულად იკითხა პოზნერმა.
– პორტიე ფულის აზრზე არ იყო, – გაეცინა ლუდას, – მან, უბრალოდ, ნაკოლი მისცა შენს შვილს, იმან კი შეასრულა.
– ესე იგი, პორტიე დაბრიდეთ წამებაში?
– არა, ბიძაჯან, – თავი გააქნია ლუდამ, – პორტიე ვიღაც მთვრალმა სირმა შემთხვევით დაბრიდა.
– ცხრა საათია, – ლაპარაკში ჰამო ჩაერთო და პოზნერს მიმართა: – დროა. შენი ნაბიჭვარი აზრზე უნდა იყოს მოსული და დროზე მოიყვანე აქ, თორემ, თუ ვერ მოვიხელთეთ და გაგვექცა, ოც მილიონ ნაჭრად აგქნით!
– ოცი მილიონი ევრო, ოცი ევრო ხომ არაა... – იმეორებდა პროფესორი.
– კრეტინს, ალბათ, შენს ნაბიჭვარს უწოდებ, პროფესორო, ხომ? – გაეცინა ლუდას.
– აბა, ვის! – სიმწრისგან გაეცინა პოზნერს, – განგებამ ასეთი საჩუქარი გაუკეთა და ამ კრეტინმა კი გამაზა!
– ბიძაჯან, – კბილებში გამოსცრა ჰამომ და პოზნერს მარცხენა თვალზე მიაჭირა პისტოლეტის ლულა, – შენი ბაზარი მე არ მომწონს და იცოდე, რამე რომ იხიმანდრო, მაგ თვალს შენი ტრაკიდან მოუწევს გამოვარდნა!
– კორექტულად, ახალგაზრდავ, კორექტულად! უკვე მერამდენედ მოგიწოდებთ ზრდილობისკენ. არც ისეთი სულელი ვარ, რომ თუნდაც ოცი მილიონი ევროსთვის თავი გავწირო. ან რა ჩემ ფეხებად გამომადგება მკვდარს ეგ ფული? თქვენ კი გეტყობათ, რომ შემსრულებლები ხართ და ხუმრობა არ გიყვართ, – თქვა პოზნერმა.
– სწორად ჩასწვდომიხარ საქმის არსს, ბიძაჩემო, მაგრამ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, რომ, პატარა იაღლიში და – გაუფრთხილებლად დაგიშვებ! – უთხრა ჰამომ.
პოზნერი ტელეფონის ყურმილს დასწვდა და სანამ მწვანე ღილაკს დააჭერდა თითს, ლუდას უთხრა:
– მეორე ბლოკში დავრეკავ და ფომკას აქ მოვაყვანინებ. მერე კი დავკითხოთ, ფულის ამბავი გავარკვიოთ და, თქვენსას რომ მიიღებთ, მშვიდობიანად წადით თქვენს გზაზე.
– მოსულა! მიდი, დარეკე! – თქვა ლუდამ.
პოზნერმა მწვანე ღილაკს დააჭირა თითი და ყურმილში ჩასძახა:
– ბორია! მეშვიდე პალატაში პაციენტი ფროლოვი უნდა გყავდეს და მაინტერესებს, როგორ ჩაიარა პროცედურამ.
– ახლახან მოვრჩით ბოლო პროცედურას, ლუდვიგ ისააკოვიჩ და პაციენტი იცვამს. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. მართალია, თავიდან საკმაოდ გაუჭირდა და ხურვებისგან ლამის ღვედები გაწყვიტა, მაგრამ, ეპილოგი დამაკმაყოფილებელი იყო.
– კეთილი, ბორია, ძალიან კარგი. ფროლოვი ჩემთან ამოიყვანე, რეკომენდაციები და დამატებითი სამკურნალო აბები უნდა მივცე.
– კარგი, ლუდვიგ ისააკოვიჩ, ახლავე მოვიყვან! – უთხრა ბორიამ პროფესორს და ყურმილი დაკიდა.
– ათ წუთში მოვლენ. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ფომკას ნურაფერს ავნებთ! – სთხოვა მან ჰამოს.
– ფული მოჯვას და კისერიც უტეხია! – მხრები აიჩეჩა ჰამომ, – თუ არაფერი მიჰქარა და შენსავით არ გაჯიუტდა, არაფერს ვავნებთ.
– ხოლო თუ შენსავით რქები დაიდგა და ვერ მოვხერხეთ, – ჩაერთო ლუდა, – იმ სიფილისიან საოხრეს პირადად მოვწყვეტ ძირში.
– ეჰ, ეჰ, – თავი გააქნია პოზნერმა, – რა ახალგაზრდობა წამოვიდა! არც უფროსი იციან და არც უმცროსი. არადა, ჩემს ახალგაზრდობაში ქალს რომ სიგარეტი მოეწია, ბოზის სახელს ვერ მოიშორებდა. დღეს კი ყველაფერი თავდაყირა დადგა – ახალგაზრდა გოგონამ ლამის სასქესო ორგანო მომაგლიჯა.
– მოგაგლიჯე, თორემ მეც კაცობრიობა არ დამეღუპა, – გადაიკისკისა ლუდამ, – მასეთი გინდ გქონია, გინდა – არა, ერთი ჭირია.
– გრცხვენოდეთ, ქალიშვილო, რაც არ უნდა იყოს, მამის ტოლი კაცი ვარ და ასე არ უნდა მელაპარაკოთ.
– მრცხვენია, ბაბუჯან, მრცხვენია. მრცხვენია და ბოდიშს გიხდი. თან გპირდები, რომ აღარასოდეს მოგკიდებ ხელს სასქესო ორგანოზე, მით უმეტეს, არ მოგაგლეჯ.
კარზე დააკაკუნეს და პოზნერმა თქვა:
– მოვიდნენ.
ჰამომ პისტოლეტი ქამარში გაირჭო და პროფესორს უთხრა:
– ხომ გახსოვს, რა გითხარი. პატარა იაღლიში და შენს თავს დააბრალე. უთხარი, შემოვიდნენ!
– მობრძანდით! – გასძახა პოზნერმა.
კარი გაიღო, პროფესორის კაბინეტში ორმოციოდე წლის თეთრხალათიანი, მამაკაცი შემოვიდა და თქვა:
– გამარჯობა!
– ფროლოვი სადაა, ბორია? – ჰკითხა თეთრხალათიანს პოზნერმა.
– არ წამომყვა, – უპასუხა ბორიამ.
– არ წამოგყვა? კი მაგრამ, რატომ? ჩემი სიტყვები გადაეცი?
– დიახ, გადავეცი, ლუდვიგ ისააკოვიჩ და თავდაპირველად უპრობლემოდ წამომყვა, მაგრამ შუა გზაზე გაჩერდა, წამით ჩაფიქრდა და თავისთვის ჩაილაპარაკა: „ექიმმა ხომ მითხრა, ბოლო ნემსის მეტი არაფერი გჭირდებაო და რა აბები?“ მერე კი მომიბრუნდა და მითხრა – ახლა გამახსენდა, რომ სასწრაფო საქმე მაქვს და მაგვიანდება. ხვალ გამოგივლითო, შემდეგ შეტრიალდა და წავიდა, – თქვა ბორიამ.
ჰამოს სახე წამოეჭარხლა, პისტოლეტი ამოაცურა, პოზნერს ყელზე მიაჭირა და უღრიალა:
– შენი დედაც, შე ნაბოზარო! ჩქარა მითხარი, სად წავიდა შენი ნაბიჭვარი, თორემ აქვე გაგათავებ!
– დამშვიდდი, ახალგაზრდავ, ნუ ღელავთ! ყველაფერს ვიღონებ, რომ ის ბაცაცა არ გაგვექცეს. როგორც ეტყობა, მიხვდა, რომ მახეში ებმებოდა და ბორიას იმიტომ არ წამოჰყვა, მაგრამ შორს არ იქნება წასული და შევეცდები, დავაკავოთ, – სხაპასხუპით თქვა შეშინებულმა პროფესორმა.
– როგორ, როგორ უნდა დავაკავოთ? ჩქარა, თქვი, შე ნაბოზარო, თორემ გაგასხმევინე ტვინი! – ღრიალებდა ჰამო და თვალებს აკვესებდა. გაოგნებული ბორია კი შიშისგან ცახცახებდა.
– დამშვიდდი, ახალგაზრდავ, ახლავე გავარკვევ ყველაფერს, – უთხრა ჰამოს პროფესორმა და ტელეფონზე დარეკა:
– სტანისლავ, კლინიკიდან ფომკა ფროლოვი თუ გავიდა?
– დიახ, ლუდვიგ ისააკოვიჩ, ამ წუთს გავიდა და მონიტორზე ვხედავ რომ მანქანაში ჯდება, „ჟიგულიში“.
– დააკავე, სტანისლავ, გესმის? სასწრაფოდ დააკავე და ახლავე მოვალ! – იღრიალა პროფესორმა და ჰამოს უთხრა:
– დააკავებენ.
ჰამომ იარაღი მიაჭირა პოზნერს, წინ გაიგდო და უღრიალა:
– სწრაფად, გასწი და გაფრთხილებ, რომ, თუ ვინმემ სცადა ჩემი განიარაღება, მოგკლავ!
აცახცახებული და დაბნეული ბორია პოზნერის კაბინეტში დარჩა და იქვე, კართან ჩაიკეცა. პროფესორი, ჰამო და ლუდა კი თავქუდმოგლეჯილები გაცვივდნენ კლინიკის გასასვლელისკენ. თუმცა, გაქცეულ ფომკას ვერ მიუსწრეს და სტანისლავმა, რომელიც სამორიგეოს წინ იდგა, პოზნერს უთხრა:
– გიჟივით გავარდა, ლუდვიგ ისააკოვიჩ. სამწუხაროდ, ვერ დავაკავე.
– ჩქარა, წამოდი! – უღრიალა ჰამომ პროფესორს, მაჯაში წაავლო ხელი და „მანქანისკენ“ წაათრია, გვერდით დაისვა და „ჯიპი“ ადგილიდან მოწყვიტა.
– ფრთხილად, ახალგაზრდავ, ავარია არ მოგივიდეთ! თქვენი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი არაა, ვიდრე ოცი მილიონი ევრო? – უთხრა ჰამოს პროფესორმა. მაგრამ, უკანა სავარძელზე მჯდომმა ლუდამ კეფაში წამოარტყა პოზნერს და უთხრა:
– ჩუმად, შე ბებერო ყვერო! ეგ ნატაციები შენი ნაბიჭვრისთვის რომ წაგეკითხა, ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდით.
– ნუ ღელავთ, ახალგაზრდებო, დრანდულეტი „ჟიგულით“ შორს ვერ წავა და აუცილებლად დავეწევით, – იმეორებდა პოზნერი.
– ვერ დავეწევით და, როგორც შეგპირდი, ტვინს მიგასხმევინებ! – კბილებში გამოსცრა ჰამომ.
– აი, ფომკაც, ტყუილად ღელავდით, ახალგაზრდავ, – გაღიმება სცადა პოზნერმა და საჩვენებელი თითი წინ გაიშვირა.
განათებულ ტრასაზე დიდი სისწრაფით მიჰქროდა თეთრი ფერის ჟიგული, რომელსაც შეშინებული ფომკა ფროლოვი მართავდა. ის დიდი სისწრაფით და საკმაოდ ოსტატურად შევარდა მკვეთრ მოსახვევში და ხელმარცხნივ აიღო გეზი, სადაც უახლესი ტექნოლოგიით დაგებული გზატკეცილი იყო გაჭიმული. ფომკამ ბოლომდე მიაჭირა გაზის „პედალს“ ფეხი და სპიდომეტრი 180-მდე აიყვანა.
– ოსტატურად მართავს მანქანას შენი ნაბიჭვარი, – უთხრა პროფესორს ჰამომ და სისწრაფეს მოუმატა.
ფომკამ ტყვიასავით ჩაუქროლა ფანტასტიკურად განათებულ სანატორიუმ-პანსიონატების მწკრივს, მაგრამ, მოულოდნელად „ჟიგულიმ“ ნელ-ნელა სვლას უკლო, ბენზინი გამოელია. მანქანა ახლადაშენებული, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექს „ჩერნომორსკოესთან“ გაჩერდა, რომელიც ზღვაში მცურავ უზარმაზარ ხომალდს ჰგავდა... ფროლოვი მანქანიდან გადახტა და ფერად-ფერადი შუქებით გაჩახჩახებული სასტუმროსკენ გაიქცა. ჰამო „ჯიპით“ დაედევნა გაქცეულს და მანქანა სასტუმროს წინ გააჩერა. შემდეგ, ლუდასთან ერთად გადახტა მანქანიდან და სანამ სასტუმროში შევარდნილ ფროლოვს დაედევნებოდნენ, პროფესორს უთხრა:
– შენი ნაბიჭვარი ვერსად წაგვივა და დავიჭერთ. მაგრამ, იცოდე, აქ დაგვხვდი და ხიმანდრობა არ გაბედო, თორემ მიწიდან ამოგთხრით.
ფომკა ფროლოვმა „ჩერნომორსკაიას“ უკანა მხრიდან შემოუარა და სამსახურებრივი შესასვლელიდან შევარდა. პროფესორ პოზნერის უკანონო შვილი კარგად იცნობდა ახალაშენებულ სასტუმროს, რადგან იქ მისი საყვარელი და კრიმინალური მეწყვილე დუნია მუშაობდა დამლაგებლად. მეტიც, ფომკას, სწორედ „ჩერნომორსკაიაში“ ჰქონდა გადამალული ოცი მილიონი ევროთი სავსე სპორტული ჩანთა – პატარა საკუჭნაოში, სადაც დამლაგებლები თავიანთ რეკვიზიტებს ინახავდნენ. თუმცა, დუნიას წარმოდგენა არ ჰქონდა ამის შესახებ. ფომკა ფროლოვს მარტოს ჰქონდა გადაწყვეტილი უცხოეთში გაქცევა ფულიანად და ამის გაკეთებას გემით აპირებდა. მას მეზობელი ჰყავდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი და მისი დახმარების იმედი ჰქონდა. გემი მეორე დღეს, დილით გადიოდა და ფროლოვს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მომზადებული. მაგრამ, მდევარმა მას მთელი გეგმები აურია და იძულებული გახდა დამალულიყო. ფომკა გარბოდა და ფიქრობდა: „ბედის ირონიაა, რომ მანქანა სწორედ „ჩერნომორსკაიასთან“ გაჩერდა. ან ეს ნაბოზრები როგორ გამოვიდნენ ჩემს კვალზე? თითქოს ყველაფერი სუფთად გავაკეთე, კვალი არ დამიტოვებია და საიდან მომაგნეს?“ ფროლოვმა ორი სართული შეუსვენებლად აირბინა. მეხუთეზე უნდოდა ასვლა, სადაც დუნიას საკუჭნაო მდებარეობდა. ფომკა ფულის აღებას, პორტში მისვლას და გემზე დამალვას აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კლინიკაში ჩატარებული პროცედურის, შემდეგ კი დიდი ფიზიკური დატვირთვის გამო, რასაც ნერვიულობაც ემატებოდა, ძალიან დაღლილი იყო, ოც მილიონ ევროზე ფიქრი ძალებს ჰმატებდა და დაუოკებლად მიიწევდა წინ. ფომკა ფროლოვმა ისე აირბინა ხუთი სართული, არავინ შეხვედრია. სიჩუმე იყო მეხუთე სართულის დერეფანშიც. ფომკა კატასავით ფრთხილად მივიდა საკუჭნაოსთან და კარი დანით გააღო. შემდეგ შიგნით შევიდა, კარადას კიბე მიაყუდა, აძვრა და ცოცხების გროვიდან უზარმაზარი, შავი ფერის ტყავის ჩანთა გამოაძვრინა, გახსნა და, რომ დარწმუნდა, ფული ადგილზე იყო‚ კვლავ დაკეტა და ისევე ფრთხილად წავიდა, როგორც მოვიდა. ის ჯერ ლიფტით ავიდა მეთხუთმეტე სართულზე, შემდეგ სახურავზე აძვრა და ფრთხილად გაუყვა დაკიდებულ ხიდს, რომელიც ჯერ არ ფუნქციონირებდა და სასტუმროს პირველ კორპუსს მეორესთან აერთებდა, ფროლოვმა მშვიდობიანად დაძლია ეს დაბრკოლება, შემდეგ საევაკუაციო კიბეს დაუყვა და ისე ჩავიდა მეორე კორპუსის სარდაფში, სადაც მანქანების სადგომი მდებარეობდა, რომ ძეხორციელი არ შეხვედრია. ფომკა თეთრ „მერსედესს“ მიუახლოვდა, დანა ამოიღო, მანქანა ჩვეული ოსტატობით გააღო, ჩაჯდა, ფულით სავსე ჩანთა გვერდით დაიდო და ძრავა ჩართო... ფროლოვი გამარჯვებას ზეიმობდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ შეუმჩნევლად დააღწია თავი მდევარს და სრულ ბედნიერებასა და უზრუნველ, მდიდრულ და თავისუფალ ცხოვრებას სულ რამდენიმე საათი აშორებდა – ზუსტად იმდენი დრო, რაც გემის გასვლამდე იყო დარჩენილი. გემი დილის 6 საათზე გადიოდა. ფომკას საათის ისრები კი ღამის 10 საათს უჩვენებდა. ფროლოვი გასასვლელისკენ დაიძრა, რომ სადგომიდან პირდაპირ პორტში წასულიყო. ახალთახალი, სპორტული „მერსედესი“, გედივით გასრიალდა ავტოსადგომის გლუვ იატაკზე და, ის იყო გასასვლელამდე დარჩენილი ბოლო 100 მეტრიც უნდა გაევლო, რომ მის წინ, ათიოდე მეტრში, პისტოლეტმომარჯვებული ჰამო აღიმართა... მთაწმინდელმა თითო ტყვია წინა საბურავებში მოარტყა მანქანას, შემდეგ ფომკა მარჯვანა მხარში დაჭრა. ფროლოვმა რომ მუხრუჭს დააჭირა ფეხი და მანქანა ადგილზე გააქვავა, ჰამო „მერსედესში“ შეხტა. ფომკას პისტოლეტის ტარი სთხლიშა კბილებში და მოკეცა, შემდეგ ფული შეამოწმა და, რომ დარწმუნდა, ადგილზე იყო, ფროლოვს კიდევ ერთხელ უთავაზა იარაღის ტარი, ამჯერად უკვე კეფაში, გათიშა და ჩანთამოკიდებულმა დატოვა მიწისქვეშა გარაჟი... ფომკა ფროლოვის კვალზე დადგომა კი ვიდეოკამერების მეშვეობით მოახერხა: როდესაც ფომკამ სასტუმროს შეაფარა თავი, ლუდა და ჰამო სამორიგეოში შევიდნენ, „ეფესბეს“ ვადაგასული წიგნაკი უჩვენეს დაცვას და სახელმწიფო დამნაშავის დაკავებაში დახმარება სთხოვეს.
– დარდი ნუ გაქვთ, კოლეგებო, – გულთბილად გაუღიმა ქალ-ვაჟს შუახნის ბრგე მამაკაცმა, – სასტუმროდან ბოროტმოქმედი შეუმჩნევლად ვერ გააღწევს, რომელიმე ვიდეოკამერა მაინც დააფიქსირებსო.
ლუდა და ჰამო უზარმაზარ ოთახში შეიყვანეს, სადაც ასამდე მონიტორი იდგა და ვიდეოკამერებმა ფომკას თითქმის ყველა გადაადგილება დააფიქსირეს. როდესაც ფომკა მიწისქვეშა სადგომზე ჩავიდა, ჰამო მარტო გაემართა ფომკას მოსახელთებლად, რაც წარმატებით შეასრულა. ფულით სავსე ჩანთით, ლუდასთან ერთად დაბრუნდა „ბეემვესთან“, სადაც ლუდვიგ ისააკოვიჩ პოზნერი იმავე პოზაში დახვდათ, როგორშიც დატოვეს.
– ვხედავ, რომ ფული დაგიბრუნებიათ, – უთხრა პოზნერმა ქალ-ვაჟს.
– სწორად ხედავ, ბაბუჯან! – მხიარულად უთხრა პროფესორს ლუდამ.
– ფომკა დაბრიდეთ?
– გეკადრებათ, პროფესორო? – ღიმილით მიუგო ჰამომ, – მიწისქვეშა გარაჟში, სპორტულ „მერსედესში“ გდია გათიშული, ან უკვე სასტუმროს დაცვას ჰყავს დათრეული. მიდით და გამოიხსენით საფულეში რომ კუპიურები გიწყვიათ, ვფიქრობ, მის გამოსახსნელად გეყოფათ. ახლა კი ბოდიში, ადგილი უნდა გაგვითავისუფლოთ, გვეჩქარება. თუმცა, თუ თქვენი ნაშიერის ბედი არ გაღელვებთ, მაშინ იჯექით და სადაც გვეტყვით, იქ მიგიყვანთ.
– არა, გადმოვალ, – თავი გააქნია პოზნერმა, მანქანიდან გადმოვიდა და ჩაილაპარაკა: – რაც უნდა იყოს, ჩემი სისხლი და ხორცია, უნდა მივხედო.
ჰამომ მანქანის ძრავა ჩართო და პროფესორს პისტოლეტი მიაწოდა:
– დაიბრუნეთ, აღარ გვჭირდება. მხოლოდ ორჯერ გავისროლე და ისიც მერსედესის ბორბლების მიმართულებით, ორჯერ კი ფომკას ვუთავაზე ტარი კბილებსა და კეფაში.
პროფესორმა ჰამოს პისტოლეტი გამოართვა და შეინახა. შემდეგ უცნაურად გაიღიმა და უთხრა:
– თუ უხერხული არ იქნება, იქნებ ოცი მილიონი ევრო მაჩვენოთ, ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოიყურება ამდენი ფული.
ლუდას გაეცინა, ჩანთა ბოლომდე გახსნა და პროფესორს ტკიცინა დასტები დაანახვა, თან ჰკითხა:
– როგორია?
– დიდებული სანახავია. უფრო კარგი კი ისაა, როდესაც ეს თანხა შენ გეკუთვნის. თუმცა, ხომ იცით, რაც არ გერგება, არ შეგერგება. მშვიდობით!
– მშვიდობით, პროფესორო! – ერთდროულად გამოემშვიდობა პოზნერს ქალ-ვაჟი. ჰამომ კი ძრავა ჩართო და „ბეემვეს ჯიპი“ სასტუმრო „პრიმორსკაიასკენ“ გააქანა.
***
ქალ-ვაჟი შუაღამისას დაბრუნდა სასტუმროში. ჰამოს ნომერში განმარტოვდნენ, ფული დაითვალეს და კვლავ კეისში ჩაალაგეს. ლუდამ ჰამოს უთხრა:
– წავედი, უნდა დავიძინო. უკიდურესად დაღლილი ვარ და სანამ კარგად არ გამოვიძინებ, არაფერი მინდა, ჟიმაობაც კი.
– შენებური რომ არ დააყოლო, არ შეგიძლია, – ჩაეცინა ჰამოს, – წადი, ლუდოჩკა და ტკბილად დაიძინე. ძილი ნებისა!
ლუდა მედვედევა კარისკენ გაემართა, მაგრამ შეჩერდა და ჰამოს უთხრა:
– კი გითხარი, დაღლილი ვარ და ჟიმაობა არ მინდა-მეთქი, მაგრამ, თუ შენ სურვილი გაქვს...
ჰამომ სწრაფად ასწია ხელები და ლუდას უთხრა:
– არავითარი „მაგრამ“, არაფრის არანაირი სურვილი არ მაქვს. ღამე მშვიდობისა!
– ღამე მშვიდობისა! – მხრები აიჩეჩა ლუდამ და გავიდა.
ჰამომ კარი გადარაზა, ფულით სავსე კეისი ლეიბის ქვეშ ამოიდო და დაიძინა. თვალები რომ გაახილა, მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო და სასტუმრო ოთახის საათი დილის თორმეტის ნახევარს უჩვენებდა. მთაწმინდელი წამოდგა, გაიზმორა და ფულით გატენილი კეისი შეამოწმა. შემდეგ სააბაზანოში შევიდა და ნახევარი საათის განმავლობაში ნებივრობდა. რომ გამოვიდა და საათს შეხედა, ისრები პირველის ნახევარს უახლოვდებოდა. ჰამომ ჩაიცვა და ჩაილაპარაკა: „ეს წაკლაშკა სადაა, ეტყობა, სძინავს, თორემ აქამდე ათასჯერ შემომეხმიანებოდა. როგორც ეტყობა, მართლაც ძალიან დაღლილი იყო და თავი ვერ ასწია“. ჰამოს შიოდა და რესტორანში ჩასვლა უნდოდა, მაგრამ ლუდას გაღვიძებას მოერიდა და გადაწყვიტა, პირველ საათამდე მოეცადა. პირველი რომ შესრულდა, მთაწმინდელმა ლუდას დაურეკა, მაგრამ ტელეფონზე არავინ უპასუხა. შემდეგ მობილურზეც დაურეკა და როდესაც მობილურზეც არ გამოეხმაურა, ჰამო შეშფოთდა. სასწრაფოდ გავიდა გარეთ და მედვედევას ნომრის კარს ბრაგუნი აუტეხა.
– ნომერში არავინაა, ბატონო, – უთხრა ჰამოს სართულის მორიგემ, რომელმაც დერეფანში იმ დროს ჩაიარა, როდესაც მთაწმინდელი ლუდას ეძებდა.
– შენ რა იცი? – ჰკითხა ჰამომ სართულის მორიგეს.
– ახალგაზრდა ქალბატონი ჯერ კიდევ დილის 9 საათზე დაეშვა კიბეებზე, თუ არ ვცდები, პლაჟზე მიდიოდა საბანაოდ.
ჰამოს გულზე მოეშვა. ჯიბეში ჩაიყო ხელი, პირველივე კუპიურა ამოიღო, რომელიც ხელში მოხვდა და მორიგეს გაუწოდა.
მორიგემ კუპიურა გამოართვა ჰამოს, რომელსაც „100 ევრო“ ეწერა და ჰკითხა:
– დახურდავება გნებავთ?
– არა, – თავი გააქნია ჰამომ, – გჩუქნი.
– ასევროიანს მჩუქნით?
– ცოტაა?
– რას ბრძანებთ?! – შეცბა მორიგე, – ჩემი ერთი თვის ხელფასია.
– ძალიან კარგი, – გაუღიმა ჰამომ მორიგეს, – ჩათვალე, რომ კარგი მომსახურებისთვის მეცამეტე ხელფასი მიიღე. ერთი თხოვნა მაქვს: რესტორანში ჩადი, 2 საათისთვის ორი ადგილი დაგვიჯავშნე და საფირმო სადილი შეუკვეთე.
– მივფრინავ! – დასჭყივლა მორიგემ და რესტორნისკენ გაქუსლა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში