კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქაცვის ზეთი კანის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს

ქაცვის ნაყოფისგან 12 პროცენტამდე ცხიმს ხდიან, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და კანის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. ქაცვის ზეთს ჭრილობების შეხორცებისა და ტკივილგამაყუჩებელი თვისება აქვს. მას იყენებენ დამწვრობის, ეგზემის, ძნელად მოსაშუშებელი, ძნელად შესახორცებელი წყლულების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, დასხივებით გამოწვეული და ასევე, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. მასვე პროფილაქტიკურ საშუალებად იყენებენ საყლაპავი მილის კიბოს დასხივებით მკურნალობისას ლორწოვანი გარსის ცვლილებების პროფილაქტიკისთვის

ქაცვის ზეთი გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ სუფთა სახით და კაროტინთან ნარევში. 1,5-2 მილიგრამ რაოდენობის კაროტინს ქაცვის ერთ მილილიტრ ზეთს უმატებენ. ეგზემის და სხვა დერმატოზირების წინააღმდეგ კარგია მისი მიღება.

საუკეთესო ეფექტი აქვს 5-პროცენტიან ქაცვის ზეთის მალამოს კაროტინით, რომელიც ჩქარა ხსნის ერითემას, აცხრობს სიმსივნეს, აყუჩებს ტკივილებს და წვის შეგრძნებას გამწვავებული ეგზემის დროს.

ქაცვის ზეთი გვერდით მოვლენებს არ იწვევს.

საყლაპავი მილის კიბოს დასხივებით მკურნალობისას, ქაცვის ზეთი გამოიყენება დასალევად, კერძოდ, 2-3 სუფრის კოვზი დღეში, მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში და დასხივებით მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ 2-3 კვირის განმავლობაში.


скачать dle 11.3