კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 11 აგვისტოს. რა არის მისი კარმული მისია? ამ დროს სატურნი იმყოფებოდა ლომის ზოდიაქოში და მოახდენს თუ არა ეს მის ცხოვრებაზე ზეგავლენას? ბავშვი დაბადებულია საღამოს 6-ის ნახევრიდან 6 საათამდე.

პასუხი: დაბადების მომენტში რომ სატურნი ლომის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფებოდა, ეს რასაკვირველია, მის ცხოვრებაზე მოახდენს გარკვეულ გავლენას. უპირველესად, მას გაუჭირდება, გახდეს ხელმძღვანელი პირი ან დაიკავოს დიდი თანამდებობა. ამისთვის მას დასჭირდება დიდი ძალისხმევა, ნებისყოფა, შეუპოვრობა. თუმცა, წინაღობების მიუხედავად, შეუძლებელი არაფერია. ასევე, სატურნი მას სამომავლოდ შეუქმნის პრობლემას შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორთან. შესაძლოა, დიდხანს გაუჭირდეს სასიყვარულო პარტნიორის არჩევა. ამიტომ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს, რომ შეცდომა არ დაუშვას. მაგრამ, სადაც საჭიროა, იქ მეტად აქტიური უნდა იყოს; უფრო მეტად გამოიჩინოს დიპლომატია ურთიერთობებში და იყოს წინდახედული. ასე შეძლებს სატურნისეული ბარიერების გადალახვას. რაც შეეხება მის კოსმიურ მისიას, უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. სადაც საჭიროა, იქ მებრძოლი სულისკვეთება უნდა გამოავლინოს, დაეყრდნოს მშვიდობიანობას, სამართლიანობას, დიპლომატიურობას, პატივი სცეს კანონებს. იყოს ოპტიმისტი, კომუნიკაბელური და დაეყრდნოს ცოდნის ბაზას. ეს მას სწორ ევოლუციურ გზაზე დააყენებს და წარმატებებს მოუტანს.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 14 ოქტომბერს, დილის 12 საათზე. როგორია მისი კარმული მისია?

პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება სამშობლოს, თავისი ქვეყნისადმი პატრიოტიზმს, სამშობლოს ისტორიის, ეთნოგრაფიის ცოდნას, პატივისცემას ტრადიციული ადათ-წესების მიმართ, მორალურ-ეთიკური ნორმებისადმი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეკრძალება უცხოეთში წასვლა, მაგრამ მისი ყოველი ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს. ამას გარდა, უნდა მოაგვაროს ოჯახური ურთიერთობები. მეტად დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საკუთარი საიდუმლო და დაეყრდნოს ცოდნის ბაზას. შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება ადამიანებს ან ორგანიზაციებს შორის. ეს მისი კოსმიური მისიის შესრულებაც არის და წარმატებების მომტანიც.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 15 აგვისტოს, შაბათ დღეს, დილის 5 საათზე. მაინტერესებს, რა პროფესიები იქნება ჩემთვის კარგი და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენ ლომის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. თქვენი კოსმიური მისია კი უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. ამიტომ, რაც მეტად გექნებათ კავშირი უცხოეთთან, მით მეტად წარმატებული იქნება თქვენი ცხოვრება. პროფესიებიდან კი კარგია პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მწერლობა, იურისპრუდენცია, საათების ბიზნესი ან შემოქმედება, სამართალდამცავი სტრუქტურები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, საინჟინრო საქმე, მედიცინიდან – სტომატოლოგია, ტრავმატოლოგია, ფარმაცევტიკა, ასევე, აფთიაქების ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სფერო; პედაგოგიკა, ლინგვისტიკა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 15 დეკემბერს. რა არის მისი კარმული მისია და რომელ სფეროში ელის წარმატებები სამომავლოდ?

პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ იყოს ინიციატივიანი, აქტიური, შეუპოვარი, უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოჩენა, იყოს კეთილშობილი, ოპტიმისტი, ჰქონდეს საკუთარი ძალების რწმენა. უნდა იყოს შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, ორგანიზატორული, მიზანმიმართული, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. ეს მისთვის წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიური მისიაა. ასევე, ვურჩევ, მიენდოს ინტუიციას და შეძლოს საიდუმლოს შენახვა, ჯერ ნაბიჯი გადადგას და მერე გათქვას. პროფესიებიდან კარგია: სასწრაფო დახმარების სამსახური, რეანიმატოლოგია, ფსიქიატრია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, არატრადიციული მედიცინა, მათ შორის სუჯუკ-თერაპია, ჰომეოპათია, ექსტრასენსის კვალიფიკაცია, ფიტოთერაპია. ასევე, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებო სფერო, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, დიზაინი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ეს სფეროები მისთვის წარმატების მომტანია.


скачать dle 11.3