კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპელი კანიბალები


თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ძველი სამარხების გათხრების დროს ასეულობით ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, ეს იმის დასტურია, რომ 7 ათასი წლის წინათ ადრეული ნეოლითის ეპოქაში ევროპაში ფართოდ იყო გავრცელებული კანიბალიზმი. ნარჩენებით თუ ვიმსჯელებთ, საკვებად იყენებდნენ ბავშვებს და ემბრიონებს.

სოფელ ჰერცჰაიმის სამხრეთ-დასავლეთით გათხრები პირველად 1996 წელს ჩატარდა, შემდეგ კი – 2005 და 2008 წლებში. კვლევების ავტორებმა, საფრანგეთის ქალაქ ბორდოს უნივერსიტეტის ანთროპოლოგებმა განაცხადეს, რომ ძველი ევროპელები ადამიანის ძვლებს წინასწარ ჩეხავდნენ და აქუცმაცებდნენ, რაც კანიბალიზმისთვის არის დამახასიათებელი. კვლევების ხელმძღვანელის, ბრუნო ბულესტენის, სიტყვებით, დამსხვრეული ხელის, ფეხის თითების ფალანგები გამოღრღნილი იყო, ნეკნებს ხერხემლიდან აცილებდნენ სპეციალური ტექნიკის საშუალებით, ხოლო ყბის ძვლებზე დატოვებული ნაჩხაპნი და ნაჭრილობევი იმაზე მეტყველებს, რომ მსხვერპლს ენა ამოაჭრეს.

სწავლულებმა დაადგინეს, რომ დროის მოკლე პერიოდში დასახლებაში ასობით ადამიანი იყო შეჭმული. მათ ცხოველების მსგავსად ექცეოდნენ. ძვლებს ისინი ოვალური ფორმის ორმოებში ყრიდნენ. ასეთ სასტიკ ქმედებას მკვლევრები იმით ხსნიან, რომ ნეოლითის ხანაში ცენტრალურ ევროპაში შიმშილობა იყო.

7 ათასი წლის წინათ კონტინენტზე სავარაუდოდ არსებობდა სამი დასახლება მაინც, სადაც კანიბალები ცხოვრობდნენ. საფრანგეთის სამხრეთში, გამოქვაბულში იპოვეს დაღრღნილი ძვლები, რომლებიც 6 ათასი წლისაა.

და მაინც, სწავლულთა უმრავლესობის აზრით, კანიბალიზმი იმ დროშიც იშვიათობა იყო. ადრეული ნეოლითის პერიოდში ცენტრალური ევროპისთვის, ძირითადად, დამახასიათებელი იყო მიწათმოქმედება.


скачать dle 11.3