კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იორდანიის დედოფალი „ნამუსის მკვლელობისთვის“ სასჯელს ამკაცრებს


იორდანიის დედოფალმა, რანიამ გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ საჭიროა, უფრო მკაცრად დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ეგრეთ წოდებული „ნამუსის მკვლელობა“ ჩაიდინეს. ასეთი დანაშაულის მსხვერპლი ხდებიან იმ მუსლიმანების ნათესავები, რომლებსაც თავიანთი ოჯახების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

დედოფალი რანია შეშფოთებულია „ნამუსის მკვლელობის“ პრობლემით. სასტიკი ანგარიშსწორების ეს დამღუპველი ტრადიცია უკანასკნელ ხანს უფრო მასობრივ ხასიათს იღებს. უკვე არის იმის მაგალითები, როდესაც მსგავსი დანაშაული ევროპულ ქვეყნებშიც კი ხდება, სადაც ადამიანის სიცოცხლე და უფლებები განსაკუთრებით კარგადაა დაცული.

მხოლოდ იორდანიაში ერთი წლის განმავლობაში, საშუალოდ 25 „ნამუსის მკვლელობა“ ხდება. ასეთ შემთხვევებში სასჯელის ვადა 3 წლით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება. იორდანიის ხელისუფლება ცდილობს, ეს ვადა 5 წლამდე გაზარდოს.

ხანდახან სრულიად შემზარავი მკვლელობაც ხდება, უბრალო მიზეზით. მაგალითად, იანვარში 17 წლის ახალგაზრდამ მოკლა თავისი 13 წლის და მხოლოდ იმის გამო, რომ მას უპოვეს ქაღალდის ფურცელი, რომელზეც ტელეფონის ნომერი ეწერა. გოგონას მაშინვე დააბრალეს უცნობ მამაკაცთან კავშირი, რაც მთელი ოჯახის შეურაცხყოფას ნიშნავს.

საკმაოდ ხშირად სრულიად ნორჩ მუსლიმან გოგონებს აუპატიურებენ მათი ბიძაშვილები ანდა ღვიძლი ძმები. ამის შემდეგ დაზარალებულს ხშირად კლავენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ცოდვა და სირცხვილი მხოლოდ ქალს ედება კისერზე – ის „მაცდუნებელია“. მოძალადე კი დაუსჯელი რჩება.

დედოფალი რანია პროგრესული არაბი ქალების თავისებური სიმბოლო გახდა. ის ხშირად გამოჩნდება ხოლმე ხალხში ხიდუაბის (პირბადის) გარეშე, ხელს უწყობს სამართალდამცავ ორგანიზაციებს და იბრძვის ქალთა უფლებების დასაცავად. მისი მეუღლე – მეფე აბდულაც არაფრით განსხვავდება ევროპელებისგან. ამბობენ, ის უკეთ ფლობს ინგლისურს, ვიდრე არაბულს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში „ნამუსის მკვლელობა“ ინგლისისთვისაც ნამდვილ პრობლემად იქცა. ისლამური ფუნდამენტალისტების მატების გამო ასეთ დანაშაულთა რიცხვი 40 პროცენტით გაიზარდა.


скачать dle 11.3