ანეგდოტები
***
პოლიკლინიკაში‚ ექიმთან მამაკაცი შევიდა‚ ფერწასულია და შუბლი ცივი ოფლით აქვს დაცვარული.
– შეიძლება შარდის ანალიზის ჩაბარება?
– დიახ‚ – უპასუხა ექიმმა.
კაცმა იქვე‚ მაგიდაზე მდგარ გრაფინს დაავლო ხელი და... სანამ გაოცებული ექიმი და ექთანი რამეს მოიფიქრებდნენ‚ შარდით გაავსო, თან ამოისუნთქა:
– უუფ‚ რა კარგია‚ თორემ, კინაღამ გავსკდი კაცი! ქალაქში ტუალეტი სანთლით საძებარია...
***
– იკა‚ შვილო‚ წუხელ კიდევ დავფრინავდი სიზმარში!
– ბები‚ რამდენჯერ გითხარი‚ შენს ტაბლეტებს ჩემს ოთახში ნუ ეძებ-მეთქი?
***
ახალგაზრდა‚ საყვარელი გოგონა აფთიაქში შედის:
– თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი ზომის პრეზერვატივები?
– დიახ‚ რამდენი გნებავთ?
– მე არა‚ მაგრამ, თუ შეიძლება, აქ დაველოდები მყიდველს...
***
ტურისტული ჯგუფი აბორიგენ ველურებს ჩაუვარდა ხელში. ყველანი ჯგუფის ხელმძღვანელს დაესივნენ.
– ნუ გეშინიათ‚ ესენი კაციჭამიები არ არიან‚ მხოლოდ გაგვაუპატიურებენ‚ ფულს წაგვართმევენ და გაგვიშვებენ, – თქვა ერთმა.
– ფულს რატომ? – დაინტერესდა მეორე.
– ფულზე ყოველთვის ასეა‚ არავის უკითხავს‚ გაუპატიურება რატომო?
***
მომსახურების ბიუროში ქალი მიდის და ითხოვს:
– მჭირდება შინამოსამსახურე... – და აზუსტებს: – ოღონდ, აუცილებლად „ლესბიანკა“...
ქალბატონო‚ ჩვენ სერიოზული დაწესებულება გვაქვს...
– ო‚ დამშვიდდით! ეს ჩემთვის არა‚ ჩემი ქმრისთვის...