ანეგდოტები
***
– ექიმო‚ მე ალბათ მალე მოვკვდები...
– აბა‚ ამიხსენი რა გაწუხებს...
– ისე თითქოს არაფერი‚ მაგრამ ტელევიზიის ყველა არხზე‚ ქალის საფენების რეკლამირებისას‚ სითხე ლურჯია‚ მე კი წითელი მაქვს...
***
მაყვალამ სამოცდაათს მიუკაკუნა... ღობეც დაძველდა და წაქცევაზე იყო. დაიქირავა მუშები და 30 ლარად ღობის შეკეთება სთხოვა. შემდეგ სუფრაც გაუწყო‚ ღვინოც დაალევინა და კარგა შეღამებულზე‚ შექეიფიანებულ კაცებს უთხრა‚ ბარემ ღამეც ჩემთან გაატარეთ და 1 000-1 000 ჩემზე იყოსო. შეზარხოშებულებს უარი არ უთქვამთ. დილით კი მაყვალა სალოგინეში ჩაძვრა და კაცებს ლენინისთავიანი წითელი თუმნიანები გამოუტანა.
– ე‚ ბებია‚ რას გვაძლევ‚ ეს როდინდელი ფულია?!
– რას ელოდით‚ აბა‚ რა საქონელიც მქონდა‚ ფულიც იმდროინდელი მაქვს...
***
გასტრონომში:
– ოო‚ ვგრძნობ‚ ბოლოს და ბოლოს, გუდის ყველიც მოგიტანიათ!
– არა‚ საწყობში ჩვენი დარაჯი იცვლის ტანსაცმელს...
***
ჯალათმა ნაჯახი ასწია‚ სიკვდილმისჯილმა შეშინებული თვალებით შეხედა.
– შენ რა გენაღვლება... მე კი სამსახურის შემდეგ შეშა მაქვს დასაჩეხი... – ჩაილაპარაკა ჯალათმა.
***
– ჩემს ცოლს მსოფლიოში ყველაზე საშინელი მახსოვრობა აქვს.
– როგორ‚ სულ არაფერი აღარ ახსოვს?
– არა‚ პირიქით – ყველაფერი ახსოვს!
***
მიხო უკვე მერამდენედ წავიდა დასალევად, შუაღამეა და ჯერ არ დაბრუნებულა... ზის გაბრაზებული მარო „ფეჩთან“ და ფიქრობს: „მე შენ გიჩვენებ სეირს“...
მიხო გამთენიისას დაბრუნდა და მკვდარივით დაეძინა. მარომ პლასტელინით სასქესო ორგანო გამოძერწა და მიხოს მიაბა.
უკვე პირველის ნახევარია. მაროს კიდეც დაავიწყდა ღამის ამბები‚ რომ საშინელი ღრიალი მოესმა და გულგახეთქილი საძინებელში შევარდა.
ზის შუა ოთახში მიხო და ყვირის:
– არ დამიჯერებ! ამ დილით დავიხედე და ერთის ადგილას ორი მქონდა‚ ერთი ძლივს მოვიცილე ძალით‚ მეორე თვითონ მომძვრა! არასდროს აღარ დავლევ‚ მარო! ნამდვილად სასმელის ბრალი იქნება‚ შენი ფხიზელი თვალით ნახე‚ მარო‚ ხო ყველაფერი წესრიგშია?