ანეგდოტები
***
პარკში გრძელ სკამზე ორი მოხუცი ზის‚ 90 წელს გადაცილებულები იქნებიან.
– ეეჰ‚ მგონი‚ სიკვდილს დავავიწყდით... – ჩაიჩიფჩიფა ერთმა.
– შშშ... – თითი ტუჩებზე მიადო მეორემ.
***
ქერათმიანი ქალი გამყიდველს ეკითხება:
– თაგვის წამალი გაქვთ?
– დიახ.
– უგემური ხომ არ არის?..
***
გოგონა ვაჟს ეკითხება:
– რამდენი ხანია, უკვე ერთმანეთს ვიცნობთ?
– რა რამდენი ხანი... ჯერ ერთხელაც არა...
***
დილით ქმარი ცოლს ეუბნება:
– წუხელ მთელი ღამე‚ ჩურჩულებდი: „კიდევ‚ კიდევო...“
– ოო‚ წუხელ მესიზმრა‚ რომ... სექსი გვქონდა.
მეორე დილით ქმარი კვლავ ეუბნება ცოლს:
– წუხელ ეტყობა‚ გესიზმრა‚ რომ მაგარი სექსი გვქონდა‚ მთელი ღამე ყვიროდი – „კიდევ‚ კიდევო...“ და ხელები მომუჭული გქონდა.
– არა‚ წუხელ მესიზმრა‚ რომ ხელფასი აიღე და ფულს მაძლევდი.
***
ბევრი მამაკაცი ჰალსტუხს იმიტომ არ ატარებს‚ რომ... ჯიბეში დიდ ადგილს იკავებს – ყოველთვის კი არ სჭირდებათ!..
***
რუსებმა გაიგეს‚ რომ მკერდზე თმიანი მამაკაცები უფრო სექსუალურები არიან და ქალები მათზე გიჟდებიანო. ეს მეგრელმაც გაიგო და თავისი ბეწვის გაყიდვა დაიწყო... რიგი დაუდგა... უჭირავს ხელში მაკრატელი და იკრიჭავს ზურგზე‚ ფეხებზე... ისტუმრებს გახარებულ რუსებს. უკანალზე რომ მიდგა ჯერი‚ მყიდველმა გააპროტესტა:
– რას მაძლევ‚ მკერდიდან მოიჭერიო...
– ვიტრინიდან არ იყიდებაო‚ – მიუგო მეგრელმა.
***
ტიპმა სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა და საზღვაო კრუიზის წინ ექიმთან მივიდა:
– რას მირჩევთ ზღვის ავადმყოფობის საწინააღმდეგოდ?
– გამგზავრებამდე ერთი-ორი კილოგრამი პომიდორი შეჭამეთ.
– და არ მაღებინებს?
– როგორ არა‚ მაგრამ სასიამოვნო ფერი ექნება‚ ზღვის ზედაპირზეც ლამაზად გამოჩნდება...
***
ესემესი: „დამირეკე იქ‚ სადაც გუშინ გამგზავნე“.