კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ამჟამად ვცხოვრობ რუსეთში. სანამ გავემგზავრებოდი, მანამდე ვერ მოვახერხე გარდაცვლილი მეუღლის სახლის ჩემს სახელზე გადმოფორმება, ანუ მემკვიდრეობის მიღება. მეუღლის გარდაცვალებიდან უკვე ხუთი წელია გასული. ამ საქმეს მინდობილობით აწარმოებს ჩემი შვილი. როგორ უნდა მოიქცეს, ვის უნდა მიმართოს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მემკვიდრე©ობის მისაღებად უნდა მიმართოთ ნოტარიუსს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ხდება ქონების ფაქტობრივად ფლობა (მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს იმავე სახლში; ნივთების შენახვა და ასე შემდეგ) და/ან მართვა (გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მემკვიდრე არ ცხოვრობდა, მაგრამ უვლიდა ქონებას და მისი მოქმედებით დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს), მაშინ მემკვიდრეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მიმართოს ნოტარიუსს (სამკვიდროს გახსნის ადგილას) და მოითხოვოს მემკვიდრეობის მიღება. ასეთ დროს 6-თვიანი ვადა არ არსებობს, ეს დამოკიდებულია მემკვიდრის ნებაზე.

ნოტარიუსის მომსახურების საფასურის გამოანგარიშება ხდება საქართველოს კანონის – „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ მიხედვით.

კითხვა: სამშენებლო ფირმასთან გვქონდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბინა უნდა ჩაგვბარებოდა 2007 წელს. დღემდე ბინა არ აშენებულა. რა პრეტენზია შემიძლია წავუყენო ფირმას?

პასუხი: თუ, როგორც თქვენ განმარტავთ, სამშენებლო კომპანიის მიერ არ არის სამშენებლო სამუშაოები დასრულებული, მიუხედავად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა, მიმართეთ ექსპერტიზის ბიუროს და მიიღეთ აღნიშნულის შესახებ დასკვნა. შემდგომში დავა აწარმოეთ სასამართლოს ან არბიტრაჟის მეშვეობით, ვალდებულების შეუსრულებლობისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მიწის გაყიდვის საშიშროება, სასამართლოს მიმართეთ სარჩელის აღძვრამდე და მოითხოვეთ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონების დაყადაღება.

კითხვა: 2005 წლის 30 ოქტომბერს შევიძინე ბინა, რომელიც უნდა გამოესყიდა პატრონს ორი თვის ვადაში. გავიდა ერთი წელი, ბინა დავარეგისტრირე საჯარო რეესტრში. მაინტერესებს, ვითვლები თუ არა ბინის მეპატრონედ?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ბინის საჯარო რეესტრში თქვენს სახელზე რეგისტრაციის მომენტიდან ორი თვის განმავლობაში ითვლებოდით ბინის მესაკუთრედ – შეზღუდული უფლებით. ამჟამად უნდა მოახდინოთ შეზღუდული უფლების გაუქმება, თანახმად ხელშეკრულებისა.

კითხვა: სასამართლომ სხდომაზე ხმაურის გამო დამაჯარიმა 300 ლარით. ჰქონდა თუ არა ამის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ პროცესში მონაწილე ან სხდომაზე დამსწრე პირი არღვევს წესრიგს, არ ემორჩილება სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას ან გამოხატავს სასამართლოსადმი უპატივცემულობას, მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აჯარიმებს 50-დან 500 ლარამდე ოდენობით, აძევებს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, ან, შესაძლებელია მისი დაპატიმრება 30 დღემდე ვადით.

კითხვა: სააღსრულებო ბიუროს მივმართე სააღსრულებო ფურცლით, ვინაიდან მოვალის მოძიება ყოვლად შეუძლებელი იყო. სასამართლოს აღმასრულებელმა მოითხოვა პირის ძებნაზე გადაცემა. აღმოჩნდა, რომ მის გვარში იყო დაშვებული შეცდომა. აღმასრულებელი მიცხადებს, რომ ძებნას ვერ აღასრულებს. როგორ მოვიქცე, აქვს თუ არა ამის უფლება, და თუ აქვს, ვის მივმართო?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღმასრულებელს უფლება არ აქვს შეცდომა გადაწყვეტილება, თუ მასში დაშვებულია უსწორობა. თქვენ ამჟამად უნდა მიმართოთ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეცდომის შესწორების მიზნით.

კითხვა: სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება, რომლითაც მე ამეკრძალა ხელშეშლა, თუმცაღა სხვა რამ სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული. აღმასრულებელი მთხოვს ღობის დანგრევას და მიცხადებს, რომ ეს არის ხელშეშლის აღკვეთის ფორმა, სასამართლოს სხდომაზე კი ამის შესახებ საუბარიც არ ყოფილა. მაინტერესებს, როგორ მოვიქცე? გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ვის შეიძლება მივმართო და რა ვადაში?

პასუხი: გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ შესაძლებელია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

კითხვა: ორი წლის წინ გავშორდი მეუღლეს. ალიმენტს ვითხოვ ახლა. მეკუთვნის თუ არა წინა ორი წლის თანხა და არის თუ არა განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ალიმენტის გადახდის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მომავალი დროისთვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი, შესაძლებელია, გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებულ იქნა ყველა ზომა სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. ალიმენტის ოდენობა განსაზღვრული არ არის და იგი გამომდინარეობს პირის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან.

კითხვა: ვარ სახლის მესაკუთრე, მყავს „ატსტუპნიკები“. თავიდანვე მათი წინაპრები ცხოვრობდნენ იქ და ჩაწერილები იყვნენ. მათი შვილებიც და შვილიშვილებიც იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ დიდი ხანია, აღარ ცხოვრობენ. ახლა აღმოჩნდა, რომ მდგმურებს ჩვენგან მალულად გადაუფორმებიათ ბინა თავიანთ

სახელზე. ისინი ახლა მოსკოვში ცხოვრობენ, მე კი რაიონში ვარ. ეს ბინა დედაჩემისგან მერგო მემკვიდრეობით. გთხოვთ მაცნობოთ, დანგრევის შემთხვევაში როგორ შეიძლება მივიღო ჩემი წილი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ თქვენი საკუთრების მალულად გადაფორმების უფლება მეორე მხარეს არ ჰქონდა. თქვენ, როგორც ბინის მესაკუთრეს, გაგაჩნდათ უპირატესობა ბინის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე უნდა მოიძიოთ საჯარო რეესტრიდან უძრავი ნივთის რეგისტრაციის ყველა სამართლებრივი საფუძველი და, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის კანონიერად განხორციელებული, მოითხოვოთ კანონმდებლობით მისი გაუქმება. რაც შეეხება წილის მოთხოვნას, ამ ეტაპზე შეუძლებელი იქნება, ვინაიდან თქვენ არ ხართ მესაკუთრე.



რუბრიკას უძღვება ადვოკატი

ქეთი უტიაშვილი


скачать dle 11.3