კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა ასტრახანის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა ნინოშვილის ქუჩაზე მამიდაშვილი და რისი იმედი აქვს მას


48 წლის ალექსეი ვლადიმირის ძე შერბატოვი ეძებს 36 წლის ანატოლი პეტრეს ძე შერბატოვს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას (უფრო სწორად, მამიდაშვილს, რომელიც ძმად მიმაჩნია), 36 წლის ანატოლი პეტრეს ძე შერბატოვს (დედის გვარია). ანატოლი თბილისში დაიბადა. 13 დეკემბერს ის 37 წლის გახდა. ჩვენ დღემდე არ გვაქვს ურთიერთობა. ძალიან მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ. ეს მე მარტომ ვერ შევძელი.

– მოგვიყევით, რატომ დაკარგეთ ერთმანეთი ბიძაშვილ-მამიდაშვილმა და რა იცით ანატოლის შესახებ. როგორ მოხდა, რომ თქვენ ასტრახანში ხართ, ის კი – თბილისში?

– ანატოლი დედასთან (მამიდაჩემთან) ანა მიხეილის ასულთან ერთად, თბილისში ნინოშვილის ქუჩა ¹16-ში ცხოვრობდა, ანამ ის გვიან გააჩინა – ასტრახანიდან თბილისში 1970 წელს წავიდა, 1973 წელს კი ანატოლი გაუჩნდა. ჩემსა და მას შორის სხვაობა ასაკში 12 წელია. ბევრჯერ ვცადე მისი მოძებნა, მაგრამ უშედეგოდ. მე ასტრახანში ვცხოვრობ და აქედან მისი მოძებნა, ბუნებრივია, მიძნელდება. ამის გამოა, რომ დღემდე ვერ ვიპოვე. ძებნას ისიც ართულებს, რომ ანატოლი დედის გვარზე იყო. ხომ შეიძლება, მამიდაჩემი მეორედ გათხოვილიყო და შვილისთვის მამის გვარი მიეცა? სამწუხაროდ, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია და ჩემი ერთადერთი იმედი მისი პატარაობის ფოტოა, რომელზეც ანატოლი 5 წლისაა. იმედი მაქვს, იქნებ ვინმემ იცნოს ის და დაგვიკავშირდეს. შეიძლება, ისიც მეძებს, მაგრამ ასევე ვერ მპოულობს.

– როგორც ვიცი, თქვენ ასტრახანის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელი ხართ. ნუთუ თქვენი თანამდებობა ვერ დაგეხმარათ ძმის პოვნაში, თქვენ ხომ უამრავ ხალხთან გიწევთ ურთიერთობა?

– როდესაც საქმე დაკარგული ადამიანის პოვნას ეხება, ნებისმიერი თანამდებობა უძლურია. მე ბევრჯერ ვცადე და თბილისში მცხოვრებ ჩემს ახლობლებსაც ვთხოვე დახმარების გაწევა, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. ჩემთვის ცნობილ მისამართზე ნაცნობებიც კი გავგზავნე. მათ შემომითვალეს, რომ ვერ იპოვეს. შეიძლება, ის ნინოშვილის ქუჩიდან დიდი ხანია, სხვაგან არის საცხოვრებლად გადასული. შესაძლოა, ქალაქიც დატოვა და უცხოეთში წავიდა, მაგრამ ზუსტი პასუხი მაინც არ ვიცი.

– მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ძალიან დიდი ხანია, არ გინახავთ, მაგრამ მაინც ასე მონდომებით ეძებთ.

– ჩემი აზრით, ჩემი მოვალეობაა, ანატოლი ვიპოვო. მე ეს მართლა გულით მინდა. თუ მოხდა ეს სასწაული და ის მართლაც თბილისში აღმოჩნდა, აუცილებლად ჩამოვალ მის სანახავად ახალ წელს. ხშირად მიფიქრია, ამაზე, აქამდე რატომ ვერ შევძელი, უფრო აქტიურად მომეძებნა ანატოლი, მაგრამ, ხომ იცით, ცხოვრებას თავისი წესები აქვს და ხშირად იმ საქმისთვისაც ვერ ვიცლით, რომლის გაკეთებაც ძალიან გვინდა. მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, თუკი შენნაირი ადამიანი რამეს მოინდომებს, გამოუვა კიდეც, მაგრამ ამ საქმეში მე მართლაც უძლური აღმოვჩნდი და თქვენი დახმარება მჭირდება. ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარეთ და აპოვნინეთ ერთმანეთი.

– კიდევ რა იცით ანატოლის ან დედამისის შესახებ?

– ყველაფერი, რაც ჩემთვისაა ცნობილი, ის არის, რომ, მამიდაჩემი, ანა მიხეილის ასული, 1935 წელს არის დაბადებული, რომ ანატოლი მისთვის გვიან გაჩენილი შვილია, რომ იგი ასტრახანიდან საქართველოში 1970 წელს ჩამოვიდა. არ არის გამორიცხული, რომ ის ქართველს გაჰყვა ცოლად. ამჟამად ანა 74 წლის უნდა იყოს. ანატოლი კი მან 38 წლისამ გააჩინა. არ მომწონს, როდესაც ასე გაჩენილ ბავშვებს „უკანონო შვილებს“ უწოდებენ. ჩემი აზრით, ყველა ბავშვი, რომელიც იბადება, კანონიერია, უფალს სურდა და დაიბადა. თქვენი ნებართვით, ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ.

– შეიძლება, ანატოლი ამჟამად სხვა გვარზე იყოს?

– დიახ, ეს გამორიცხული არ არის. მე ღვიძლი და-ძმა არ მყავს და ანატოლი მიმაჩნია ჩემს ნამდვილ ძმად. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ, მე ის მართლა მიყვარს და მისი პოვნა ძალიან მინდა. იმედია, ანასაც ვიპოვით და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება.

– არ გიფიქრიათ, ჩამოსულიყავით თბილისში და პირადად მოგეძებნათ ანატოლი?

– მისი ფოტო ჩემთვის ერთადერთი იმედია, გვარი, როგორც გითხარით, შეიძლება, შეცვლილი ჰქონდეს, მაგრამ, არ მგონია, ფიზიკურად ისე შეცვლილიყო, რომ ფოტოთი ვერავინ იცნოს. სამწუხაროდ, სამსახურის გამო ჩამოსვლას ვერ ვახერხებ. ჯერ მინდა, დავაზუსტო, თბილისშია თუ არა, ბოლო ზუსტი მისამართიც არ ვიცი. შეიძლება, იმიტომ ვერ აღწევს მათთან ჩემი წერილები. მაგრამ, თუ ხალხს დავუჯერებ, ვინც იმ სახლში მისულა და უკითხავთ, ანატოლი ნინოშვილზე აღარ ცხოვრობს.

– თქვენ თვითონ თუ დახმარებიხართ სხვა ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში?

– ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, ასეთ საქმეში დავხმარებოდი ვინმეს, მაგრამ, შეიძლება ითქვას, არ გამიმართლა არავის უთხოვია ასეთი რამ ჩემთვის.

ღმერთმა ქნას და, რომ იპოვოთ ერთმანეთი, როგორ ფიქრობთ, ის წლები, რომლის განმავლობაშიც ერთმანეთი არ გინახავთ, ხომ არ იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე?

– ამის შესახებ ბევრჯერ მიფიქრია: ასეთი მონდომებით რომ ვეძებ, იქნებ, მას არც ისე ძალიან უნდა ჩემთან შეხვედრა-მეთქი. მაგრამ, მაინც მჯერა, რომ გაუხარდება, თუ გაიგებს, რომ მე მას ვეძებ და მისი ნახვა მინდა.


скачать dle 11.3