კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინეთის მთავრობა ეკონომიკის დაკრედიტებას ამცირებს


ჩინეთის საბანკო საქმიანობის რეგულირების კომისია 2010 წელს ეკონომიკის დაკრედიტებას თითქმის 300 მილიარდი დოლარით შეამცირებს. ჩინეთის ხელისუფლება ამ გზით ცდილობს საკუთარი ეკონომიკის დაცვას, რომელიც კრიზისიდან სწრაფად გამოდის. ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი ფინანსური სისტემის ზომიერ მხარდაჭერასა და საფონდო და უძრავი ქონების ბაზრებზე „საჰაერო ბუშტების“ შექმნის რისკს შორის ბალანსის დაცვაა. 2009 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ჩინეთის ბანკებმა ქვეყნის ეკონომიკაში სარეკორდო 1,3 ტრილიონი დოლარი ჩადეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წელს ეს თანხა ტრილიონ დოლარამდე უნდა შემცირდეს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ოდენობა ოპტიმალურია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის და საფონდო და სხვა ბაზრებზე კრიზისული მოვლენების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, გამკაცრდება კრედიტების გაცემა იმ დარგებისთვის, სადაც დიდი ენერგოდანახარჯებია და რომელიც ეკოლოგიურად მავნეა. ჩინელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ზომიერად თავისუფალი მონეტარული პოლიტიკის გატარებას უჭერენ მხარს, რათა ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება აიცილონ თავიდან. მომავალი წლისთვის ამ სახელმწიფოში მთლიანი შიდა პროდუქტის 10-პროცენტიანი ზრდა და 2,5-პროცენტიანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ექსპერტთა ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, რომ დაკრედიტების მოცულობის შემცირებამ, შესაძლოა, ვერაფრით არგოს ჩინეთის ეკონომიკას.


скачать dle 11.3