კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სოროსი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ფონდის შექმნის წინადადებით გამოდის


კოპენჰაგენში მიმდინარე სამიტზე მილიარდერი ჯორჯ სოროსი გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, უღარიბესი ქვეყნების დახმარების მიზნით, 100-მილიარდიანი ფონდის შექმნის წინადადებით გამოვიდა. მისი აზრით, ამ ფონდში თანხა მსოფლიოს 15 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სარეზერვო სპეციალური ანგარიშიდან უნდა ჩაირიცხოს. სოროსის განცხადებით, ახალი ფონდი ეკოლოგიური პროგრამების ასამოქმედებელი წყარო იქნება, რომელიც დამატებით ნახშირბადის ორჟანგის ემისიის კვოტების გაყიდვიდან შემოსული ფინანსებით შეივსება. ფინანსისტი აღნიშნავს, რომ მის მიერ შეთავაზებული პროგრამა მასში ჩართული სახელმწიფოების საბიუჯეტო ფინანსურ რესურსებს არ მოითხოვს და, იმისათვის, რათა ლიკვიდურობის ფონდი დაფინანსების წყაროდ იქცეს, პოლიტიკური ნებაა საჭირო. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, ქვეყნის კონგრესის მხარდაჭერაც იქნება საჭირო და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი პირობაა, თუმცა 100 მილიარდი დოლარის შეგროვება ვაშინგტონის დახმარების გარეშეც იქნება შესაძლებელი. ის, თუ ვინ უხელმძღვანელებს დახმარების ფონდს, უცნობია. „გონივრული მართვის პირობებში ახალი ფონდი, შესაძლოა, თვითდაფინანსებაზეც გადავიდეს“, – აცხადებს სოროსი.


скачать dle 11.3