კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში ეკონომიკის გადარჩენის პროგრამის განხორციელება გრძელდება


როგორც საკუთარ მიმართვაში ამერიკის ფინანსთა მინისტრმა ტიმოტი ჰაიტნერმა განაცხადა, პრობლემური აქტივების დახმარების პროგრამის მოქმედება კიდევ, ცხრა თვით გაგრძელდება. ბარაკ ობამას მთავრობა დახმარების ფონდებში დარჩენილი თანხების ფინანსური დაზღვევის ბაზრისაკენ და მცირე ბიზნესისა და ბინათმფლობელების დაკრედიტების მიზნით მიმართავს. ამერიკის ხელისუფლების მიერ ეკონომიკის გადასარჩენად გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი საბანკო სისტემის მიმართულებით წავიდა, თუმცა ზოგიერთ ფონდში არსებული რეზერვები გამოუყენებელი აღმოჩნდა. ტიმოტი ჰაიტნერის აზრით, აუცილებელია გარკვეული მოცულობით ფინანსური სახსრების შენახვა იმ შემთხვევისთვის, თუ პირობები გაუარესდება და ამერიკის ეკონომიკას საშიშროება დაემუქრება. ჰაიტნერმა აქამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ პრობლემური აქტივების დახმარების პროგრამის შეჩერება, შესაძლოა, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკის რეალურ სექტორში არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დაგროვდა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს. „იშვიათია ესოდენ ნაკლებად პოპულარული და, ამავე დროს, აუცილებელი პროექტი, როგორიც პრობლემური აქტივების დახმარების პროგრამაა“, – აცხადებს ბარაკ ობამა და ჰაიტნერისგან დარჩენილი თანხის მცირე ბიზნესის დაკრედიტებისთვის გამოყენებას მოითხოვს.


скачать dle 11.3