კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ადანაშაულებენ, რომ პანდემიის გამოცხადება ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებში შედის


რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელ მეცნიერებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „ღორის გრიპის“ პანდემიის გამოცხადება მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ინტერესების დაცვად მიაჩნიათ. ექსპერტთა შეფასებით, ფარმაცევტებმა გრიპის ეპიდემიის პირობებში არნახული შემოსავალი – 7 მილიარდამდე ევრო მიიღეს. ამასთან, მსოფლიოში „ღორის გრიპით“ სიკვდილიანობა ჯერჯერობით ჩვეულებრივი, სეზონური გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობაზე ნაკლებია. თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ღორის გრიპის“ ეპიდემია ყველა წესის დაცვით გამოცხადდა. ინგლისურ და ევროპულ პრესაში ბოლო ხანებში დამოუკიდებელი ეპიდემიოლოგების ინგლისელი ტომ ჯეფერსონისა და ამერიკელი უილიამ ენგდალის თვალსაზრისი გახმაურდა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას „ღორის გრიპიდან“ მომდინარე საფრთხის ხელოვნურად გაბუქებაში ადანაშაულებენ. ჯეფერსონის აზრით, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი და, მათ შორის, გრიპთან დაკავშირებით არსებული მრჩეველთა სტრატეგიული ჯგუფის ხელმძღვანელი, დევიდ სოლსბერი, ფარმაცევტული კომპანიებისგან იღებს თანხებს და მათ ინტერესებს იცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „ღორის გრიპის“ პანდემიის გამოცხადებამ უმრავლეს ქვეყნებში პანიკა გამოიწვია. სახელმწიფოთა ხელმძღვანელებმა შესაბამისი პრეპარატების შესაძენად დღემდე 7 მილიარდ ევრომდე გამოყვეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „ღორის გრიპის“ დიაგნოზით უკვე 8 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.




скачать dle 11.3