კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უნდა უფრთხოდეს სიცხეს განსაკუთრებით და რა უნდა იცოდნენ გულ-სისხლძარღვთა დარღვევების მქონე პირებმა

მცხუნვარე მზე და ჰაერის მაღალი ტენიანობა ჯანმრთელობას აუარესებს. როდესაც ძალიან ცხელა, სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც შესაძლოა აუჩქარდეთ პულსი, განუვითარდეთ ქოშინი, გაუჩნდეთ ჰაერის უკმარისობისა და გულზე ზეწოლის შეგრძნება. ეს ყველაფერი გულის გადატვირთვის შედეგია. გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით დაავადებულ ადამიანებს სიცხე განსაკუთრებით აწუხებთ. ის პირები, რომლებსაც სისხლის მაღალი წნევა ქრონიკულად აწუხებთ თავს უარესად გრძნობენ და ძლიერ უარყოფითი ემოციებით იტვირთებიან, ხოლო პაციენტებს გულის იშემიური დაავადებით უფრო ხშირად აწუხებთ სტენოკარდიის შეტევები. ამიტომ, ზაფხულის დასაწყისში ასეთმა ადამიანებმა უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს და მიიღონ პროფილაქტიკური ზომები, რადგან პათოლოგიის განვითარების საფრთხე ზედმიწევნით დიდია.

მაღალი ტემპერატურა იწვევს ისეთ უარყოფით პროცესებს, როგორიცაა ტაქიკარდია, როცა გული მარათონულ რეჟიმში მუშაობს. ეს მდგომარეობა ხელს უწყობს შეტევის განვითარებას იშემიური ავადმყოფობით დაავადებულ პაციენტებში, რადგან გულის გადატვირთვის პარალელურად აღინიშნება დარღვევები, რის გამოც გული ვერ მარაგდება ენერგეტიკული ელემენტებით მშვიდ მდგომარეობაშიც კი, ამიტომ, საფრთხე ტვირთვის პროპორციულად იზრდება. ზემოთ აღწერილი პროცესებიდან გამომდინარე, ადამიანებს, ვისაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ეს პათოლოგია, ურჩევენ სახლიდან არ გავიდნენ 12:00-დან 16:00 საათამდე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და მზის სხივებიც განსაკუთრებით რადიაციულია. თუ მზეზე გასვლის თავიდან აცილება არ ხერხდება, ეცადეთ ჩრდილში იყოთ, შედარებით გრილ ადგილას, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ჩაიცვით მსუბუქი და თავისუფალი ტანსაცმელი, სასურველია ბუნებრივი, ღია ფერის ქსოვილები, რადგან ასეთი ტანსაცმელი ადვილად ატარებს ორგანიზმის მიერ გამოყოფილ სითბოს და ხელს უშლის გადახურებას, ხოლო ღია ფერის ტანსაცმელი უფრო ძლიერად ირეკლავს სხივებს, ვიდრე მუქი ფერის და შესაბამისად, ორგანიზმი ნაკლებ სითბოს იღებს გარემოდან. უარი უნდა თქვათ მჭიდრო საყელოებზე, რომლებიც ყელს აწვება და ვიწრო პერანგებზე. გახსოვდეთ სიცხეში მუშაობის რეჟიმი: 30-40 წუთის მუშაობის შემდეგ 15-20 წუთი დაისვენეთ. თუ დაგეწყოთ ქოშინი, იგრძენით სისუსტე, თავბრუსხვევა ან, კიდევ უარესი – ტკივილი გულმკერდის არეში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა. თქვენი სამუშაო განსაზღვრეთ მხოლოდ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების ობიექტურად შეფასების მიხედვით, ნუ დაისახავთ ისეთ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც თქვენი ორგანიზმის შესაძლებლობებს აღემატება.

ზაფხულში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს გულის შეტევა აგარაკზე ემართება. ასეთ დროს თქვენ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ, რადგან სასწრაფო დახმარების სამსახურები ძირითადად რაიონულ ცენტრებში მდებარეობს და, შესაბამისად, დროული პროფესიული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიტომ იმ ადამიანებს, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები აწუხებთ, პირად აფთიაქში მუდმივად უნდა ჰქონდეთ საგულე საშუალებები. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად შერჩეული წნევის დამწევი წამლები, ვალიდოლი და ნიტროგლიცერინი. უმჯობესია, თუ უკანასკნელ ორ საშუალებას მუდმივად ჯიბით ატარებთ იმ შემთხვევისთვის, თუ უეცრად გახდებით ცუდად და საოჯახო აფთიაქამდე მიღწევა ვერ მოხერხდება. ასევე ახლოს უნდა გქონდეთ წნევის აპარატი. ხშირად ხდება, რომ თავის ტკივილს უკავშირებენ ჰიპერტონული კრიზის განვითარებას, შესაბამისად ხდება მდგომარეობის გაზვიადება და ერთიმეორის მიყოლებით იღებენ წნევის დამწევ საშუალებებს. მაგრამ, თუ აღმოჩნდება, რომ თავის ტკივილი იყო არა მაღალი არტერიული წნევის, არამედ სტრესის ან დაღლილობის შედეგი, წამლების ასეთმა დაუფიქრებელმა მიღებამ, შესაძლოა, მწვავე ჰიპოტენზიამდე და გონების დაკარგვამდე მიგვიყვანოს, რისი კორექციის საშუალებაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრობლემების მქონე ადამიანის დასუსტებულ ორგანიზმს პრაქტიკულად ამოწურული აქვს.

განსაკუთრებულად ცხელ დღეებში გადახედეთ თქვენს საკვებ რაციონს, შეამცირეთ ხორცისა და ცხოველური ცხიმების მოხმარება, უფრო მეტად გამოიყენეთ მცენარეული და რძის პროდუქტები. თუმცა, არც სასარგებლო საკვების ჭარბი რაოდენობის მიღებაა სასურველი. მთავარი პრინციპია მსუბუქი საკვები ცოტ-ცოტა რაოდენობით. მოუხშირეთ მწვანილისა და ბოსტნეულის გამოყენებას, ხორცი ჩაანაცვლეთ თევზეულით, ამასთან, მინიმუმამდე შეამცირეთ მარილი.

ხშირად ადამიანები სიცხეში სვამენ არასასურველი ეფექტის მქონე სასმელებს არასწორი რაოდენობით. ჰაერის მაღალი ტენიანობა იწვევს ორგანიზმში ზედმეტი სითხის შეკავებას, ეს კი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მაღალი წნევითა და გულის იშემიური დაავადებით შეწუხებულთათვის, ძალიან მავნეა. პრობლემის განვითარებას განაპირობებს ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად განვითარებული სისხლმეტობა, რომელიც ზრდის გულის მუშაობას გადატუმბვისათვის საჭირო დონემდე და ავტომატურად იზრდება წნევაც. თუ გამოხატულია გულის იშემიური დაავადება, ნატურალური წვენებისა და მინერალური წყლების რაოდენობა დღეში 800 მილილიტრამდე უნდა შემცირდეს, ისიც, იმ პირობით, რომ დაავადებული მზეზე არ იმყოფება. ორგანიზმში სითხის შეკავება იწვევს არტერიული წნევის მომატებას. გულით ავადმყოფებს ურჩევენ, როცა მოსწყურდებათ, ყოველთვის არ დალიონ წყალი, შესაძლოა, უბრალოდ, წყალი გამოივლონ პირის ღრუში. შარდმდენი საშუალებების მოხმარების შემთხვევაში, მაღალი სიცხეების პირობებში, სასურველია მათი დოზის გაზრდა, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ჯანმრთელმა ადამიანებმა უნდა მიიღონ სითხის ის რაოდენობა, რომელიც მოახდენს ჭარბი ოფლიანობის კომპენსირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის გამოშრობა გამოიწვევს თავბრუსხვევას და გონების დაკარგვას. სიცხეში ყველაზე ოპტიმალური სასმელია მწვანე ჩაი. იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ნივთიერებებს, რომლებიც არეგულირებენ ქოლესტერინის ცვლას. მწვანე ჩაი, შავი ჩაისა და ყავისაგან განსხვავებით, არ შეიცავს ტანინებს, რომლებიც იწვევენ გულისცემის გახშირებას. მოერიდეთ ტკბილი გაზიანი სასმელების მოხმარებას – ისინი ვერ კლავენ წყურვილს. რა თქმა უნდა, გულით ავადმყოფებს ეკრძალებათ თუნდაც მცირე რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი სასმელები, თუნდაც ისეთის, როგორიცაა ლუდი. ბევრი ადამიანი მას უვნებლად მიიჩნევს, მაგრამ ლუდი იწვევს არტერიული წნევის მაჩვენებლების სწრაფ ცვლას ორი მიზეზით: ალკოჰოლის ზემოქმედება და სითხის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში. თუ ჰიპერტენზიას ემატება გულის იშემიური დაავადება, ქაფიანმა სასმელმა, ისევე, როგორც სხვა ალკოჰოლურმა სასმელმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევა და გულის ასთმაც კი.

თუ სიცხეში ადამიანი ცუდად გახდა, დაეხმარეთ, გადაინაცვლოს ჩრდილში. გაუთავისუფლეთ გულმკერდი პერანგის შეხსნით, საყელოს ან ქამრის ზეწოლის შემცირებით. სახეზე და მკერდზე შეასხურეთ წყალი. როდესაც ადამიანი უჩივის ტკივილს გულის არეში, დაწოლის შეგრძნებას გულზე, მიეცით ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ. მსგავსი შეგრძნებები მიუთითებს სტენოკარდიის შეტევაზე, თუ დახმარებას დროულად არ აღმოუჩენთ, დგება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების საშიშროება, ამიტომ დაყოვნება არ შეიძლება, სასწრაფოდ უნდა გამოიძახოთ ექიმი. იმ შემთხვევაში, თუ ტკივილი გრძელდება, დაალევინეთ ასპირინის მთლიანი აბი, ასპირინი ანტიაგრეგანტია – უზრუნველყოფს სისხლის გათხიერებას და ამ შემთხვევაში წარმოადგენს საშუალებას მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის. ზემოთ აღნიშნული რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, სახიფათო მდგომარეობა პრაქტიკულად გამოირიცხება, ამიტომ მოეკიდეთ თქვენს ჯანმრთელობას ყურადღებით და დაუთმეთ საკუთარ თავზე ფიქრს მეტი დრო.



ერეკლე ასპანიძე


скачать dle 11.3