კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფერერო“ – ლეგენდად ქცეული ისტორია


ალბათ, არ არსებობს დღეს ცივილიზებული სამყარო, „ფერეროს“ სახელი რომ არ იცოდეს. განა შეიძლება, გავიდეს თუნდაც ერთი დღე, რომ არ გაიგოთ: „ნუთელა“, „ქინდერი“, „ტიკ-ტაკი“...

„ფერერო“ დღესდღეობით არის საკონდიტრო პროდუქტის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში, რომლის გაყიდვების ქსელიც დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში.

„ფერეროს“ ამბავი ერთ-ერთი წარმატებული ოჯახური ბიზნესის ისტორიაა. ფერეროების ოჯახის მესამე თაობამ იგივე გზა აირჩია და შეუდგა უცვლელ პრინციპებზე დაყრდნობილი საქმის გაგრძელებას.

არადა, ყველაფერი ძალიან, ძალიან ადრე, 50 წლის წინ, პიერა და პიეტრო ფერეროების პატარა საკონდიტროთი დაიწყო.

კომპანიის ისტორია

„ფერერო“ მსოფლიოს საკონდიტრო ბიზნესის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. კომპანიამ, რომელსაც დღესაც ფერეროების ოჯახი ფლობს, თავისი წარმატება დაამყარა არცთუ ისე მრავალრიცხოვან ძლიერ ბრენდებზე, მათ შორის, ფართოდ გავრცელებულ ნიგვზისა და შოკოლადის კარაქ „ნუთელაზე“, რომელმაც მსოფლიო გაყიდვების თვალსაზრისით მიწის თხილის კარაქიც კი დაჯაბნა, „ქინდერზე“, რომელშიც შედის ცნობილი „ქინდერ-სიურპრიზი“ – შოკოლადის კვერცხი და სხვა პროდუქტები; „ფერერო როშეზე“, „რაფაელოსა“ და „მონ შერიზე“, ასევე, „ტიკ-ტაკზე“, რომელთაც არ აქვთ ანალოგი მსოფლიო გაყიდვებში. ამ და სხვა ბრენდების გაყიდვებმა, რომლებიც სპეციალურად იტალიური ბარისთვის შეიქმნა, 4,4 მილიარდ ევროს მიაღწია. ამით კომპანია მსოფლიოში გლობალური საკონდიტრო ინდუსტრიის წარმომადგენელთა ხუთეულის სათავეში მოექცა. ფერერო ფლობს ქსელს, რომელიც აერთიანებს გაყიდვების 29 და მწარმოებელ 15 შვილობილ კომპანიას ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და აზიაში. დღეს კომპანიას სათავეში უდგანან ძმები პიეტრო და ჯოვანი ფერეროები. ისინი კომპანიის დამფუძნებლის შვილიშვილები არიან და გადაწყვეტილი აქვთ, შეინარჩუნონ ოჯახური კომპანია.

1898 წელს დაბადებულმა პიეტრო ფერარომ კარიერა დოლიანიში საკონდიტრო ნაწარმის კეთებით დაიწყო, შემდგომში კი გადაინაცვლა ტურინში, სადაც მან საკუთარი საკონდიტრო მაღაზია გახსნა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი, ფერერო იძულებული გახდა, მაღაზია გადაეტანა ალბაში. მალე მას შეუერთდა მისი ცოლი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო საკონდიტრო მაღაზიის მართვა, ფერერომ კი რეცეპტებზე ექსპერიმენტების კეთება დაიწყო. ფერეროს ცდებმა შედეგი გამოიღო: მან მიიღო პასტა, რომელიც შეიცავდა მოხალულ თხილს, ქოქოსის ცხიმს, ზეთსა და დიდი რაოდენობით კაკაოს. ფერერომ თავის ახალ ნაწარმს დაარქვა „პასტა განდუჯა“, რომლის გაყიდვაც 1946 წელს დაიწყო. ამავე წელს კომპანიას შეუერთდნენ ფერეროს ძმა ჯოვანი და მისი შვილი – მიქელე.

საერთაშორისო გაფართოება 1960-იან წლებში

1950 წლების დასაწყისში, მამისა და ბიძის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიას სათავეში მიქელე ფერერო ჩაუდგა. ახალგაზრდა ფერეროს ანდერძით ერგო პატარა საკონდიტრო კომპანია ფართო ორიენტირებით, რომელიც მომდევნო ოთხი ათწლეულის განმავლობაში მან მსოფლიოს წამყვან საკონდიტრო წარმოებად აქცია. ფერეროს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საერთაშორისო ბაზარზე გერმანიაში გასვლა იყო, შემდეგ საფრანგეთი, 1960-იანი წლების ბოლოს კი ფერერომ შვილობილი კომპანიები დააფუძნა ჰოლანდიაში, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიაში, შვედეთში, შვეიცარიასა და დანიაში.

ფერერომ გაფართოება განაგრძო 1970-იან და 1980-იან წლებში შვილობილი კომპანიების გახსნით: კანადაში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ეკვადორში. შემდეგ გადაინაცვლა წყნარ ოკეანეში: ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ჰონკონგში, ტაივანსა და სინგაპურში. ამავდროულად კომპანია არ წყვეტდა გაფართოებას თავად იტალიაში. მან იქ გახსნა ახალი საწარმო და გამოუშვა ახალი შოკოლადების ბრენდი – „ფერერო როშე“.

1942: პიეტრო ფერეროს თავისი საკონდიტრო გადააქვს ალბაში.

1946: ფერერო უშვებს ახალ რეცეპტს, ნიგვზისა და ქოქოსის ცხიმის ნაზავს სახელად „პასტა განდუჯა“.

1948: ფერერო იწყებს საკუთარ სადისტრიბუციო საქმიანობას 200 სატვირთო-სადისტრიბუციო მანქანის საშუალებით.

1949: კომპანია უშვებს განახლებულ რეცეპტს „პასტა განდუჯასთვის“, სახელად „სუპერქრიმ განდუჯა“.

1954: სპეციალურად იტალიური ბაზრისთვის სახელწოდება „განდუჯა“ იცვლება სახელით „ნუთელა“.

1956: კომპანია ხსნის პირველ საერთაშორისო შვილობილ კომპანიას გერმანიაში.

1968: პირველად უშვებს ბავშვებისთვის „ქინდერის“ ბრენდის შოკოლადს.

1969: „ფერერო“ აფუძნებს შვილობილ კომპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში და სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის უშვებს „ტიკ-ტაკს“.

1997: კომპანია ხსნის ახალ 100-მილიონდოლარიან საწარმოს ბრაზილიაში.

2002: „ფერერო“ გამოთქვამს საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის ინტერესს.

დღესდღეობით „ფერერო“ 700 000 ტონა შოკოლადს ყიდის წელიწადში.

მის საწარმოებში 16 000 თანამშრომელი მუშაობს.

ყოველწლიურად 550 000 ქილა „ნუთელა“ იყიდება.

იცით თუ არა, რომ რძის ის რაოდენობა, რომელსაც „ფერერო“ ხმარობს წელიწადში, ნიაგარის ჩანჩქერის 3 წუთში ჩამონადენი წყლის რაოდენობის ტოლია.

„ფერერო როშეს“ რაოდენობა, რომელიც წელიწადში იჭმევა, დედამიწას ორჯერ შემოერტყმებოდა გარშემო.

ყოველ ორ წუთში შეჭმული „როშეს“ რაოდენობა რომ ერთმანეთზე დაიდოს, „ემპაიერ სთეით ბილდინგზე“ უფრო მაღალი გამოვიდოდა.

ასეთია 50 წლის წინათ დაწყებული ისტორია, რომელიც დღეს ლეგენდად არის ქცეული.

უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3